GIPA-ს ოპერაციების მენეჯმენტის ინოვაციური პროგრამა შექმნილია მსხვილი და საშუალო ორგანიზაციების ოპერაციების და ლოგისტიკის მენეჯერებისა და ბიზნეს ანალიტიკოსებისათვის.
პროგრამის ფარგლებში, მონაწილეები გაეცნობიან ოპერაციების მართვის როლს კომპანიის სტრატეგიული განვითარების კონტექსტში და ტაქტიკური ამოცანების გადასაწყვეტად, შეიძენენ ოპერაციების, აქტივების, მარაგების, მიწოდების ჯაჭვის, სიმძლავრეების, ხარისხის და რისკების მართვის ცოდნასა და უნარებს, ERP და სხვა საინფორმაციო ტექნოლოგიების გამოყენებით.
პროგრამა მოიცავს პრაქტიკულ მინი და ფინალურ შემაჯამებელ პროექტს ორგანიზაციის ოპერაციების გაუმჯობესებისათვის.
პროგრამის დასრულების შემდეგ, მონაწილეები შეძლებენ, ბიზნეს ოპერაციების გაანალიზებას, დაგეგმვას, ფინანსური და მმართველობითი აღრიცხვის ამოცანებთან კავშირებით გაუმჯობესებას და ზედამხედველობას, ორგანიზაციის რესურსების ეფექტიან და ეფექტურ გამოყენებას, გაუმჯობესებული ბიზნეს შედეგების მისაღწევად.
პროგრამის შინაარსი:
1. ოპერაციების მართვის როლი ორგანიზაციაში
2. ოპერაციების სტრატეგია
3. ბიზნესის საფუძვლები
4. საინფორმაციო სისტემები ბიზნესში
5. პროცესების დიზაინი
6. პროდუქტის შექმნა
7. მარაგების მართვა
8. შესყიდვების პროცესის მართვა
9. მიწოდების ჯაჭვი
10. აქტივების მართვა
11. წარმოების დაგეგმვა
12. ხარისხის მართვა
13. რისკების მართვა
14. ოპერაციების მართვა მოქმედებაში
ნიკოლოზ აბუაშვილი - საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტის (GIPA) მმართველობის სკოლის პროფესორი, ეკონომიკის დოქტორი. აქვს ბიზნეს პრობლემების გადაწყვეტის 20+ წლიანი და კერძო და საჯარო ორგანიზაციებში მუშაობის მრავალწლიანი გამოცდილება. 1995 წლიდან ატარებს პროფესიულ ტრეინინგებსა და ეწევა აკადემიურ მოღვაწეობას. კითხულობდა ლექციებს თავისუფალი უნივერსიტეტის, კავკასიის უნივერსიტეტის, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტისა და ტენესის უნივერსიტეტის სტუდენტებისათვის. არის კომპანია „Business Infrastructure Solutions“–ის დამფუძნებელი პარტნიორი. მისი კომპენტენცია არის ბიზნესების ღირებულების ზრდა, მათი გაჯანსაღება და განვითარება, მარკეტინგის დაგეგმვა და განხორციელება, საინფორმაციო ტექნოლოგიების დანერგვა, პროექტების მართვა და პერსონალის განვითარება.
ლიკა გვილავა - არის ბიზნეს ადმინისტრირების მაგისტრი. აქვს, როგორც ადგილობრივ, ასევე საერთაშორისო კომპანიებში, ოპერაციების მენეჯერის პოზიციაზე მუშაობის მრავალწლიანი გამოცდილება.
ნინო ჩუბინიძე - არის ბიზნეს ადმინისტრირების მაგისტრი. აქვს მთავარი ოპერაციული ოფიცერის პოზიციაზე, ჯანდაცვისა და ფინანსური მომსახურების სფეროებში მუშაობის მრავალწლიანი გამოცდილება. მისი კომპეტენციაა საბანკო საქმე, პროექტების მართვა, გუნდის ლიდერობა და პროდუქტის განვითარება.
გიორგი თურქია - სრული პროფესორი ეკონომიკის დარგში. აქვს ბიზნესის მენეჯმენტში ლექციების კითხვის 20+ წლიანი გამოცდილება. არის ბიზნესის დაგეგმარებისა და მენეჯმენტის საკითხების ექსპერტი და კონსულტაციებს უწევს სახელმწიფო, კერძო და საერთაშორისო ორგანიზაციებს. არის რამდენიმე პროექტის ინიციატორი და გამოცდების ეროვნული ცენტრის ჯგუფის სპეციალისტი. ასევე, ბიზნესის მიმართულებით ოთხი სახელმძღვანელოს ავტორი, მათ შორის წიგნების - „ბიზნესის საფუძვლებისა“ და „ბიზნესის“ თანაავტორი.
სწავლის ხანგრძლივობა: 5 თვე, ლექციები ჩატარდება კვირაში სამჯერ, საღამოობით 19:00-დან 22:00-მდე, შაბათობით დღის განმავლობაში.
სწავლების ენა: ქართული, მასალების ძირითადი ნაწილი წარმოდგენილია ინგლისურ ენაზე.
სწავლა მიმდინარეობს ინტერაქტიულ რეჟიმში და მოიცავს თეორიისა და პრაქტიკის ნაზავს.
პროგრამის ღირებულება: 2500 ლარი
გადახდის გრაფიკი: თანხის გადახდა ხდება 2 ეტაპად
I ეტაპი – 1800 ლარი (სწავლის დაწყებიდან 1 კვირის განმავლობაში)
II ეტაპი – 700 ლარი (სწავლის დაწყების მეორე თვეს)
ფასდაკლების სისტემა
პროგრამა მოიცავს ინდივიდუალურ და კორპორატიულ ფასდაკლებებს.
ინდივიდუალური ფასდაკლება:
1. GIPA – ს კურსდამთავრებულთათვის – 10%
2. ოჯახის წევრების ერთ კურსზე ერთდროულად სწავლის შემთხვევაში – 10%
კორპორატიული ფასდაკლება:
იმ შემთხვევაში თუ ორგანიზაცია ფარავს თანამშრომლების განვითარების ხარჯებს, მოქმედებს შემდეგი ფასდაკლებები:
1. ორი ან სამი თანამშრომელი – 10%
2. ოთხი თანამშრომელი – 15%
3. ხუთი ან მეტი თანამშრომელი – 20%
*მონაწილეს შეუძლია ისარგებლოს ფასდაკლების მხოლოდ ერთი ვერსიით.
გადახდა:
გადახდა უნდა განხორციელდეს ორგანიზაციის ანგარიშზე. პირადი ნომერი და პროგრამის დასახელება უნდა მიეთითოს საგადახდო დავალებაში.
საბანკო რეკვიზიტები:
ანგარიშის ნომერი - GE84TB1100000110700419 / GEL
პროგრამის დასრულების შემდეგ, მონაწილეებს გადაეცემათ ოპერაციული მენეჯერის სერტიფიკატი.
სერტიფიკატი გაიცემა გრეიდების მიხედვით.
სერტიფიკატის აღების წინაპირობა:
სასერტიფიკატო პროგრამით დაინტერესებულმა პირებმა უნდა შეავსონ სარეგისტრაციო ფორმა.
რეგისტრაციის ბოლო ვადა არის 2022 წლის 25 ნოემბერი.
რეგისტრაციის დასრულების შემდეგ, ჩატარდება გასაუბრება მიმღებ კომისიასთან.
შერჩევის კრიტერიუმები:
*სასურველია ინგლისური ენის ცოდნა (B2 დონე)
სოფო სუხიაშვილი
კოორდინატორი
ტრენინგებისა და კონსულტაციების ცენტრი
მის: გურამ ფანჯიკიძის 1, თბილისი, 0160
ელ-ფოსტა: s.sukhiashvili@gipa.ge
მობ: +995 577 011 257