მომავალი საჯარო მოხელე

საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტი (GIPA) აცხადებს მიღებას მომავალი საჯარო მოხელის ორ თვიან სასერტიფიკატო პროგრამაზე, რომელიც შექმნილია 13-დან 17 წლამდე ახალგაზრდებისთვის  , რომელთაც სურვილი აქვთ გაეცნონ საჯარო მოხელის პროფესიას.

პროგრამის მიზანია სპეციალურად ადაპტირებული სალექციო მასალების საფუძველზე, უფროსკლასელებს შეასწავლოს საჯარო მმართველობის ძირითადი პრინციპები და გაუადვილოს გადაწყვეტილების მიღება კარიერის დაგეგმვის პროცესში.

კურსის ფარგლებში ლექციებს წაიკითხავენ GIPA-ს ლექტორები, ასევე სახელმწიფო და არასამთავრობო სექტორში მმართველ პოზიციებზე მუშაობის ხანგრძლივი გამოცდილების მქონე პროფესიონალები.

  • Team building - ერთი ყველასათვის თუ ყველა ერთისათვის
  • სახელმწიფო ხელისუფლების შტოები - მონტესკიედან ჰაველამდე
  • თვითმმართველობა - იფიქრე გლობალურად, იმოქმედე ლოკალურად
  • სამოქალაქო საზოგადოება - "კმარა" "პანორამა"?
  • ეკონომიკა, როგორც ალტერნატივა - მარჯვნივ თუ მარცხნივ
  • რიტორიკა და საჯარო გამოსვლები - ამ ნიშნის ქვეშ გაიმარჯვებ
  • ლიდერობა საჯარო სექტორში  -  ღირს თუ არა დიდება პასუხისმგებლობად
  • საერთაშორისო ორგანიზაციები - არის თუ არა ნატო აიფონივით აუცილებელი?
  • არჩევნები და პოლიტიკური PR  -  წესებით ბრძოლა თუ გამარჯვება ნებისმიერ ფასად?
  • დიპლომატია და მედია - Big brother is STILL watching you
  • დაზვერვა - გვჭირდება თუ არა აგენტი 007?
  • კიბერ უსაფრთხოება - არის თუ არა კომპიუტერი 21-ე საუკუნის ბირთვული იარაღი?
  • ტერორიზმი - დანაშაული თუ გმირობა?
  • ეთიკა პოლიტიკაში - კონფლიქტი თუ კომპრომისი?
  • მე რომ სტუდენტი ვიქნები - შეხვედრა პროგრამის სტუდენტთან
  • პერსონალური განვითარება - გახდი შენი მომავლის არქიტექტორი

ვიზიტი 

-        საქართველოს პრეზიდენტის რეზიდენციაში

-        საქართველოს ეროვნულ ბანკში

 

სერტიფიკატი

პროგრამის წარმატებით დამთავრების შემთხვევაში გაიცემა მომავალი საჯარო მოხელის სერტიფიკატი.  

 

სწავლა დაიწყება, 18 თებერვალს და გაგრძელდება 2018 წლის 8 აპრილამდე.

მასტერკლასები ჩატარდება კვირაობით, GIPA-ს ადმინისტრაციულ შენობაში (იეთიმ გურჯის ქ. #7ბ)

თითოეული შეხვედრის ხანგრძლივობა 1.5 საათი, დღეში 2 თემა, 12:00-დან 16:00 საათამდე  ყავის შესვენებით.

პროგრამის ღირებულება - 490₾ 

 

თანხის გადახდა ხდება 2 ეტაპად.

ეტაპი – 300 ლარი – 2018 წლის 22 თებერვლამდე

II ეტაპი –190 ლარი – 2018 წლის 15 მარტამდე

 

პროგრამაზე გათვალისწინებულია შემდეგი სახის ფასდაკლებები:

1. GIPA – ს ჯუნიორ პროგრამების კურსდამთავრებულთათვის – 10%

2. ოჯახის წევრების სწავლის შემთხვევაში – 10%

3. პროგრამის ახალ მონაწილეზე გაწეული რეკომენდაციისთვის – 10%

 

თანხა უნდა ჩაირიცხოს ქვემოთ მითითებულ საბანკო რეკვიზიტებზე:

მიმღების დასახელება – ააიპ საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტი

ანგარიშსწორების ანგარიში– GE84TB1100000110700419 / GEL

გადახდისასდანიშნულებაში მიუთითეთ პირადი ნომერი და პროგრამის სახელწოდება.

საკვირაო სკოლაში მონაწილეობისთვის, აპლიკანტმა უნდა გამოაგზავნოს  შევსებული სააპლიკაციო ფორმა.

 საბუთების გადარჩევის შედეგად დაინიშნება გასაუბრება მიმღებ კომისიასთან.

 

გასაუბრებაზე აპლიკანტებმა თან უნდა იქონიონ:

  • ცნობა სასწავლებლიდან
  • დაბადების მოწმობის ასლი
  • მშობლის პირადობის მოწმობის ასლი

საბუთების მიღების ბოლო ვადაა 2018  წლის 14 თებერვალი.

გასაუბრება ჩატარდება 15-17 თებერვალს

კოორდინატორი

ტრენინგებისა და კონსულტაციების ცენტრი

მის: იეთიმ გურჯის ქუჩა 7ბ, თბილისი, 0105

ტელ: (995 32) 2 49 75 00

თედო სანიკიძე: 598239540

ლაშა ლობჯანიძე: 599872784

E-mail: future@gipa.ge

დაგვიკავშირდით

  • იეთიმ გურჯის ქუჩა 7ბ, თბილისი, 0105
  • (995 32) 2 49 75 00
  • future@gipa.ge