მომავალი პიარ მენეჯერი

საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტი (GIPA) აცხადებს მიღებას მომავალი პიარ მენეჯერის ორ თვიან სასერტიფიკატო პროგრამაზე, რომელიც შექმნილია 13-დან 17 წლამდე ახალგაზრდებისთვის  , რომელთაც სურვილი აქვთ გაეცნონ საზოგადოებრივი ურთიერთობების პროფესიას. 

პროგრამის მიზანია სპეციალურად ადაპტირებული სახალისო სალექციო მასალების საფუძველზე, უფროსკლასელებს შეასწავლოს PR-ის ძირითადი პრინციპები გაუადვილოს გადაწყვეტილების მიღება კარიერის დაგეგმვის პროცესში.

კურსის ფარგლებში ლექციებს წაიკითხავენ GIPA-ს ლექტორები  PR-ის პრაქტიკოსები.

  • Team building - ერთი ყველასათვის თუ ყველა ერთისათვის
  • PR სტრატეგიები და ტაქტიკები - მიზანი ამართლებს საშუალებას?
  • სოციალური/ციფრული კომუნიკაცია - გუტენბერგიდან ცუკენბერგამდე
  • კრიზისების მართვა PR-ში - გამოსავალი ყველა სიტუაციიდან არსებობს
  • მედია დაგეგმარება - ლაპარაკობს და უჩვენებს თბილისი
  • ბრენდინგი  - იყავი ბრენდი, არა ეტიკეტი
  • კვლევა PR-ში - ვეძებ მას, რაც ყველამ იცის, მაგრამ არავის უფიქრია
  • არჩევნები და პოლიტიკური PR  -  წესებით ბრძოლა თუ გამარჯვება ნებისმიერ ფასად?
  • ფონდების მოძიება - ანა-ბანა, ანა-ბანა, ვის ყავს მამა ჩვენისთანა?
  • ლაპარაკი PR-ში - პირზე მომდგარსა სიტყვასა, განა ყველასა თქმა უნდა
  • ღონისძიების მენეჯმენტი - შოუ უნდა გაგრძელდეს
  • ფოტოგრაფია - ერთი კადრი, რომელმაც შეცვალა სამყარო
  • მარკეტინგი - ჭიქა ნახევრად ცარიელია თუ ნახევრად სავსე
  • CSR  -  გულწრფელი თანაგრძნობა თუ მოგებაზე ორიენტირებული გათვლა?
  • მე რომ სტუდენტი ვიქნები - შეხვედრა პროგრამის სტუდენტთან
  • პერსონალური განვითარება - გახდი შენი მომავლის არქიტექტორი

ვიზიტი

             - კომპანია ჯეოსელში
             - (დაზუსტება მიმდინარეობს) 

      სერტიფიკატი 

      როგრამის წარმატებით დამთავრების შემთხვევაში გაიცემა მომავალი PR მენეჯერის სერტიფიკატი. 

      სწავლა დაიწყება, 18 თებერვალს და გაგრძელდება 2018 წლის 8 აპრილამდე.

      მასტერკლასები ჩატარდება კვირაობით, GIPA-ს ადმინისტრაციულ შენობაში (იეთიმ გურჯის ქ. #7ბ)

      თითოეული შეხვედრის ხანგრძლივობა 1.5 საათი, დღეში 2 თემა, 12:00-დან 16:00 საათამდე  ყავის შესვენებით.

      პროგრამის ღირებულება - 490₾ 

       

      თანხის გადახდა ხდება 2 ეტაპად.

      ეტაპი – 300 ლარი – 2018 წლის 22 თებერვლამდე

      II ეტაპი –190 ლარი – 2018 წლის 15 მარტამდე

       

      პროგრამაზე გათვალისწინებულია შემდეგი სახის ფასდაკლებები:

      1. GIPA – ს ჯუნიორ პროგრამების კურსდამთავრებულთათვის – 10%

      2. ოჯახის წევრების სწავლის შემთხვევაში – 10%

      3. პროგრამის ახალ მონაწილეზე გაწეული რეკომენდაციისთვის – 10%

       

      თანხა უნდა ჩაირიცხოს ქვემოთ მითითებულ საბანკო რეკვიზიტებზე:

      მიმღების დასახელება – ააიპ საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტი

      ანგარიშსწორების ანგარიში– GE84TB1100000110700419 / GEL

      გადახდისასდანიშნულებაში მიუთითეთ პირადი ნომერი და პროგრამის  სახელწოდება.

      საკვირაო სკოლაში მონაწილეობისთვის, აპლიკანტმა უნდა გამოაგზავნოს  შევსებული სააპლიკაციო ფორმა.

       საბუთების გადარჩევის შედეგად დაინიშნება გასაუბრება მიმღებ კომისიასთან.

      გასაუბრებაზე აპლიკანტებმა თან უნდა იქონიონ:

       

      • ცნობა სასწავლებლიდან
      • დაბადების მოწმობის ასლი
      • მშობლის პირადობის მოწმობის ასლი

      საბუთების მიღების ბოლო ვადაა 2018  წლის 14 თებერვალი.

      გასაუბრება ჩატარდება 15-17 თებერვალს.

      კოორდინატორი

      ტრენინგებისა და კონსულტაციების ცენტრი

      მის: იეთიმ გურჯის ქუჩა 7ბ, თბილისი, 0105

      ტელ: (995 32) 2 49 75 00

      თედო სანიკიძე: 598239540

      ლაშა ლობჯანიძე: 599872784

      E-mail: future@gipa.ge

      დაგვიკავშირდით

      • იეთიმ გურჯის ქუჩა 7ბ, თბილისი, 0105
      • (995 32) 2 49 75 00
      • future@gipa.ge