მომავალი იურისტი

საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტი (GIPA) აცხადებს მიღებას მომავალ  იურისტთა ორ თვიან სასერტიფიკატო პროგრამაზე, რომელიც შექმნილია 13-დან 17 წლამდე ახალგაზრდებისთვის  , რომელთაც სურვილი აქვთ გაეცნონ იურისტის პროფესიას და შეისწავლონ სამართლის საფუძვლები.  

პროგრამის მიზანია სპეციალურად ადაპტირებული სალექციო მასალების საფუძველზე, უფროსკლასელებს მიაწოდოს ინფორმაცია სამართლის ძირითადი მიმართულებების შესახებ და გაუადვილოს გადაწყვეტილების მიღება კარიერის დაგეგმვის პროცესში.

კურსის ფარგლებში ლექციებს წაიკითხავენ დარგის ექსპერტები და ქვეყნის წამყვანი იურისტები.

  • Team building - ერთი ყველასათვის თუ ყველა ერთისათვის
  • შესავალი სამართალში - სამართალი, როგორც საზოგადოების სინდისი
  • კონსტიტუციური სამართალი - უმაღლესი კანონი, როგორც მრავალფუნქციური ინსტიტუტი
  • ადამიანის უფლებები - სამყაროს ცენტრი - ადამიანი
  • სამოქალაქო და სახელშეკრულებო სამართალი - გარიგება რჯულზე უმტკიცესია?!
  • კორპორატიული სამართალი და კორპორატიული ეთიკა - თანამშრომელი თუ მენეჯერი - ვისი ინტერესები უფრო მნიშვნელოვანია?
  • სამოქალაქო პროცესი და შეჯიბრებითობა  - მემკვიდრე, ალიმენტი და მეურვეობა, ვინ, ვის და რატომ?
  • სისხლის სამართალი  - სისხლი დიდი დანახარჯია, ტომ!
  • სისხლის სამართლის პროცესი - უდანაშაულობის პრეზუმცია, როგორც უფლება
  • კრიმინალისტიკა - ერკიულ პუარო, ბეტმენი თუ შერლოკ ჰოლმსი?
  • დიპლომატიური და საკონსულო სამართალი - არის თუ არა ომი დიპლომატიის არდადეგები?
  • სასამართლო სისტემა - თემიდა, როგორც ხელისუფლების წევრი
  • იურიდიული რიტორიკა - შესანიშნავია! - ვთქვი მე. ელემენტარულია! - თქვა მან.
  • საერთაშორისო სამართალი - ვიბრძვი, რადგან ჰააგის და სტრასბურგის სასამართლო მიჭერს მხარს
  • აღსრულების სამართალი - რასაცა დასთეს, იმას მოიმკი?!
  • მე რომ სტუდენტი ვიქნები - შეხვედრა პროგრამის სტუდენტთან

ვიზიტი

-        საქართველოს უზენაეს სასამართლოში

-        შსს აკადემიაში (პოლიციის აკადემია)

სერტიფიკატი 

პროგრამის წარმატებით დამთავრების შემთხვევაში გაიცემა მომავალი იურისტის სერტიფიკატი.  

სწავლა დაიწყება, 18 თებერვალს და გაგრძელდება 2018 წლის 8 აპრილამდე.

 მასტერკლასები ჩატარდება კვირაობით, GIPA-ს ადმინისტრაციულ შენობაში (იეთიმ გურჯის ქ. #7ბ)

თითოეული შეხვედრის ხანგრძლივობა 1.5 საათი, დღეში 2 თემა, 12:00-დან 16:00 საათამდე  ყავის შესვენებით.

პროგრამის ღირებულება - 490₾ 

 

თანხის გადახდა ხდება 2 ეტაპად.

ეტაპი – 300 ლარი – 2018 წლის 22 თებერვლამდე

II ეტაპი –190 ლარი – 2018 წლის 15 მარტამდე

 

პროგრამაზე გათვალისწინებულია შემდეგი სახის ფასდაკლებები:

1. GIPA – ს ჯუნიორ პროგრამების კურსდამთავრებულთათვის – 10%

2. ოჯახის წევრების სწავლის შემთხვევაში – 10%

3. პროგრამის ახალ მონაწილეზე გაწეული რეკომენდაციისთვის – 10%

 

თანხა უნდა ჩაირიცხოს ქვემოთ მითითებულ საბანკო რეკვიზიტებზე:

მიმღების დასახელება – ააიპ საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტი

ანგარიშსწორების ანგარიში– GE84TB1100000110700419 / GEL

გადახდისასდანიშნულებაში მიუთითეთ პირადი ნომერი და პროგრამის სახელწოდება.

საკვირაო სკოლაში მონაწილეობისთვის, აპლიკანტმა უნდა გამოაგზავნოს  შევსებული სააპლიკაციო ფორმა.

 საბუთების გადარჩევის შედეგად დაინიშნება გასაუბრება მიმღებ კომისიასთან.

 

გასაუბრებაზე აპლიკანტებმა თან უნდა იქონიონ:

  • ცნობა სასწავლებლიდან
  • დაბადების მოწმობის ასლი
  • მშობლის პირადობის მოწმობის ასლი

საბუთების მიღების ბოლო ვადაა 2018  წლის 14 თებერვალი.

გასაუბრება ჩატარდება 15-17 თებერვალს

საკონტაქტო მონაცემები:

კოორდინატორი

ტრენინგებისა და კონსულტაციების ცენტრი

მის: იეთიმ გურჯის ქუჩა 7ბ, თბილისი, 0105

ტელ: (995 32) 2 49 75 00

თედო სანიკიძე: 598239540

ლაშა ლობჯანიძე: 599872784

E-mail: future@gipa.ge

დაგვიკავშირდით

  • იეთიმ გურჯის ქუჩა 7ბ, თბილისი, 0105
  • (995 32) 2 49 75 00
  • future@gipa.ge