მომავალი ბიზნესმენი

საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტი (GIPA) აცხადებს მიღებას მომავალ მენეჯერთა  სასერტიფიკატო პროგრამაზე, რომელიც შექმნილია 13-დან 17 წლამდე ახალგაზრდებისთვის, რომელთაც სურვილი აქვთ საკუთარი მომავალი დაუკავშირონ ბიზნესს.

პროგრამის მიზანია სპეციალურად ადაპტირებული, სახალისო სალექციო მასალების საფუძველზე, უფროსკლასელებს შეასწავლოს მენეჯმენტის ძირითადი პრინციპები და გაუადვილოს გადაწყვეტილების მიღება კარიერის დაგეგმვის პროცესში.

კურსის ფარგლებში ლექციებს წაიკითხავენ სხვადსხვა წარმატებული ბიზნეს ორგანიზაციების წარმომადგენლები.

  • Team building - ერთი ყველასათვის თუ ყველა ერთისათვის
  • ბიზნესის მენეჯმენტი - დღევანდელი ქათამი ჯობია თუ ხვალინდელი კვერცხი?
  • უნდა ჩაერიოს თუ არა სახელმწიფო ბიზნესში?
  • ეკონომიკა, როგორც ალტერნატივა - მარჯვნივ თუ მარცხნივ?
  • საბანკო ბიზნესი - რა ღირს ფული?  (ეროვნულ ბანკში ვიზიტი)
  • ბრენდინგი  - იყავი ბრენდი, არა ეტიკეტი
  • რესტორატორი - რამდენი ვარსკვლავისთვის ღირს თავის მოკვლა?
  • ორგანიზაციების მენეჯმენტი - ვმართოთ კანონებით თუ დავამკვიდროთ ფასეულობა?
  • ფარმაცევტული ბიზნესი -  "არ მივცე არცერთ მთხოვნელს მომაკვდინებელი საშუალება და არცა გზა ვასწავლო ასეთი ზრახვის შესრულებისა"
  • სათამაშოების ბიზნესი - იყო თუ არა რევოლუციამდელი ბავშვი გონებაჩლუნგი?
  • ღონისძიებების მენეჯმენტი - შოუ უნდა გაგრძელდეს
  • კინოთეატრები, როგორც ბიზნესი - And the Oscar goes to...
  • მარკეტინგი - ჭიქა ნახევრად ცარიელია თუ ნახევრად სავსე?
  • პერსონალური განვითარება - გახდი შენი მომავლის არქიტექტორი
  • დასაქმების ბაზარი - შესაძლებლობები, რომელიც უსაზღვროა
  • ფეხბურთი, როგორც ბიზნესი - ხვედელიძე, ბექჰემი, გუარდიოლა

ვიზიტი

-        ეროვნულ ბანკში

-        ვიზიტი ფეხბურთის ფედერაციაში

სერტიფიკატი

პროგრამის წარმატებით დამთავრების შემთხვევაში გაიცემა მომავალი მენეჯერის სერტიფიკატი.  

სწავლა დაიწყება, 18 თებერვალს და გაგრძელდება 2018 წლის 8 აპრილამდე.

მასტერკლასები ჩატარდება კვირაობით, GIPA-ს ადმინისტრაციულ შენობაში (იეთიმ გურჯის ქ. #7ბ)

თითოეული შეხვედრის ხანგრძლივობა 1.5 საათი, დღეში 2 თემა, 12:00-დან 16:00 საათამდე  ყავის შესვენებით.

პროგრამის ღირებულება - 490₾ 

გადახდის გრაფიკი:

თანხის გადახდა ხდება 2 ეტაპად.

ეტაპი – 300 ლარი – 2018 წლის 22 თებერვლამდე

II ეტაპი –190 ლარი – 2018 წლის 15 მარტამდე

 

პროგრამაზე გათვალისწინებულია შემდეგი სახის ფასდაკლებები:

1. GIPA – ს ჯუნიორ პროგრამების კურსდამთავრებულთათვის – 10%

2. ოჯახის წევრების სწავლის შემთხვევაში – 10%

3. პროგრამის ახალ მონაწილეზე გაწეული რეკომენდაციისთვის – 10%

 

თანხა უნდა ჩაირიცხოს ქვემოთ მითითებულ საბანკო რეკვიზიტებზე:

მიმღების დასახელება – ააიპ საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტი

ანგარიშსწორების ანგარიში– GE84TB1100000110700419 / GEL

გადახდისასდანიშნულებაში მიუთითეთ პირადი ნომერი და პროგრამის სახელწოდება.

საკვირაო სკოლაში მონაწილეობისთვის, აპლიკანტმა უნდა გამოაგზავნოს  შევსებული სააპლიკაციო ფორმა.

 საბუთების გადარჩევის შედეგად დაინიშნება გასაუბრება მიმღებ კომისიასთან.

გასაუბრებაზე აპლიკანტებმა თან უნდა იქონიონ:

  • ცნობა სასწავლებლიდან
  • დაბადების მოწმობის ასლი
  • მშობლის პირადობის მოწმობის ასლი

საბუთების მიღების ბოლო ვადაა 2018  წლის 14 თებერვალი.

გასაუბრება ჩატარდება 15-17 თებერვალს.

კოორდინატორი

ტრენინგებისა და კონსულტაციების ცენტრი

მის: იეთიმ გურჯის ქუჩა 7ბ, თბილისი, 0105

ტელ: (995 32) 2 49 75 00

ლაშა ლობჯანიძე -  599872784

თედო სანიკიძე  - 598239540

Email future@gipa.ge

დაგვიკავშირდით

  • იეთიმ გურჯის ქუჩა 7ბ, თბილისი, 0105
  • (995 32) 2 49 75 00
  • future@gipa.ge