მედია ინჟინერია

მედია:
ინფორმაციის შენახვისა და გადაცემის არხი ან მოწყობილობა.

ინჟინერია:
ინჟინერი - ტექნიკური დარგის სპეციალისტი, რომელსაც შეუძლია სამეცნიერო ცოდნისა და გამომგონებლური უნარების დახმარებით ტექნიკური პრობლემები გადაჭრას.

კურსის მსვლელობისას სტუდენტები იმუშავებენ შემდეგ პროგრამულ პროდუქტებთან:

  • Microsoft .NET;
  • HTML, CSS, JavaScript;
  • MS SQL;
  • JAVA for Android;

სტუდენტები იმუშავებენ პროგრამულ კოდთან და შექმნიან კონკრეტულ პროდუქტებს (ვებ პორტალი, ვებ სერვისი, მობილური აპლიკაცია) ასევე შეისწავლიან პროგრამულ პროდუქტებთან დაკავშირებული პროექტების მართვას.

შესავალი

ყველასთვის ნათელია, რომ უცხო ენის ცოდნა ბევრ რამეში შეიძლება გამოადგეს ადამიანს, პირველ რიგში კი კარიერულ წინსვლაში. ზოგიერთი პროფესიის ადამიანისათვის რამდენიმე უცხო ენის ცოდნა სამსახურეობრივ აუცილებლობასაც კი წარმოადგენს. დღეს ყოველდღიურ ცხოვრებაშიც კი უამრავ ინგლისურ ტერმინს ვიყენებთ, ენის საფუძვლიანი ცოდნა კი ასეთი ტერმინებით ოპერირებას აადვილებს. იგივე ინგლისური, დღეს ფაქტობრივად საერთაშორისო საკომუნიკაციო ენაა. ზოგი თვლის, რომ დროა ჩინური ენის სწავლა დავიწყოთ, ვინაიდან ახლო მომავალში ჩინურ ენას ისეთივე დიდი გამოყენება ექნება, როგორიც დღეს ინგლისურს აქვს.

მაგრამ, იქნებ, დღეს ყველაზე მეტად კომპიუტერული ენების, უფრო სწორად კი კომპიუტერულ კოდთან მუშაობის (coding) შესწავლის დროა? იმ საქმის დიდი ნაწილს, რომელსაც წარსულში ადამიანი აკეთებდა, დღეს კომპიუტერი ასრულებს. გამოთვლებს კომპიუტერების ეპოქაში ჩვენ მაგივრად კომპიუტერები აკეთებენ. სავარაუდოდ ის, რაშიც დღეს ადამიანების დახმარება გვჭირდება, მომავალში კომპიუტერების საზრუნავი იქნება. დიდი ხანია აზრი დაკარგა კომპიუტერთან მუშაობის შემსწავლელმა კურსებმა, დღეს კომპიუტერთან, კომპიუტერულ პროგრამებთან მუშაობას ადამიანი პატარაობიდანვე, სიარულისა და ლაპარაკის პარალელურად სწავლობს. კომპიუტერულ კოდთან მუშაობა კი არც ისე ბევრმა ადამიანმა იცის, არადა ამგვარი ცოდნის მქონე ადამიანებზე დღეს მთელ მსოფლიოში დიდი მოთხოვნაა.

პროგრამირების, კოდინგის, შესწავლა უცხო ენის შესწავლას ადარებენ ხოლმე. რა თქმა უნდა ფილოლოგს ენის შესწავლისას გარკვეული უპირატესობა გააჩნია ვინაიდან მას ენებთან მუშაობის გამოცდილება აქვს. ანალოგიური სიტუაციაა პროგრამირების, კოდინგის შემთხვევაში. ტექნიკური ცოდნის მქონე ადამიანს გაუადვილდება პროგრამირების შესწავლა, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ სხვა პროფესიის ადამიანი სურვილის შემთხვევაში ვერ შეძლებს პროგრამულ კოდთან მუშაობას.

ვისთვის არის განკუთვნილი ეს კურსი

კურსი განკუთვნილია მათთვის ვისაც არ გააჩნია საბაზისო ცოდნა პროგრამირების მიმართულებით, მაგრამ მომავალში სურს თავად შექმნას პროგრამული პროდუქტები ან მართოს პროგრამული კოდის შექმნასთან (ვებგვერდის, ვებპორტალის ან მობილური აპლიკაციის შექმნასთან) დაკავშირებული პროექტები. შესაბამისად კურსზე მისაღებად არ არის გათვალისწინებული პრერეკვიზიტები.

სასწავლო კურსის ფორმატი

მედია ინჟინერიის კურსის ლექტორებს დიდი პრაქტიკული გამოცდილება აქვთ. ისინი ეხლაც მოქმედი დამოუკიდებელი დეველოპერები ან სხვა და სხვა წამყვანი ICT კომპანიების თანამშრომლები არიან. შესაბამისად, ლექციების მსვლელობისას დიდი მნიშვნელობა მიენიჭება პრაქტიკულ სამუშაოებს და სტუდენტების პროექტების განხორციელებას. გამოყენებული იქნება სწავლის მეთოდი - „სწავლა კეთებით“. სწორედ ამიტომ, მსმენელები მიიღებენ არა მხოლოდ თეორიულ ცოდნას, არამედ პრაქტიკულად დაეუფლებიან უახლეს ტექნოლოგიებს.

რას მიიღებენ სტუდენტები კურსის დასრულებისას

ამ კურსის დამთავრებისას სტუდენტებს ექნებათ საშუალება დაიწყონ მუშაობა რომელიმე კომპანიაში ან თავად შექმნან ონლაინ რესურსი, პროგრამული პროდუქტი, რომელიც მათი ძირითადი სამსახური იქნება.

ინდივიდუალური შეკვეთების სახით სხვას დაუმზადონ მაღალტექნოლოგიური ICT პროდუქტი.

კურსის დამთავრების შემდეგ სტუდენტებს შეეძლებათ:

  • საკუთარი ონლაინ რესურსების შექმნა, დაპროგრამება სხვადასხვა ონლაინ სერვისების - API (აპლიკაციების ინტერფეისის) გამოყენებით: ვებგვერდი, ვებ სერვისი, ვებ პორტალი;
  • ნებისმიერი სახის მულტიმედია პროექტის განხორციელება: კროსმედია აპლიკაციები და ინტერნეტ რესურსები;
  • დეველოპერული პროექტის კონცეფციის შემუშავება, პროგრამირების პროცესის მართვა და გაკონტროლება: ვებგვერდის, კომპიუტერული პროგრამის, მობილური აპლიკაციის დაპროექტება და შექმნის პროცესის მართვა;
  • ნებისმიერი პროგრამის, აპლიკაციის თუ ვებ რესურსისათვის ინტერფეისის შემუშავება ან დიზაინერის სამუშაოს კოორდინირება;
  • აპლიკაციების შექმნა კომპიუტერისა და სხვადასხვა მოწყობილობისათვის: ანდროიდ მოწყობილობები: ტაბლეტი, სმარტფონები;
  • სტუდენტებს ეცოდინებათ თუ რა ტექნოლოგიების გამოყენებით იქმნება სხვადასხვა აპლიკაციები ვების, სოციალური ქსელებისა და მობილური მოწყობილობებისათვის;
  • კურსდამთავრებულებს ეცოდინებათ სხვადასხვა ცნობილი მეთოდოლოგია იდეის ჩამოყალიბების, პროექტის დაგეგმვის, მართვისა და შედეგების შეფასებისა.

დამატებითი ინფორმაცია:

  • სწავლების აკადემიური ხარისხი: მაგისტრი;
  • სწავლების ენა: ქართული;
  • პროგრამის ხანგრძლივობა: 2 წელი;
  • სასწავლო გრაფიკი: საღამოს სწავლება.

სწავლის ღირებულება :

პროგრამის ერთი წლის საფასური შეადგენს 3800 ლარს, რომლის გადახდა შესაძლებელია 4 ნაწილად (ყოველი სემესტრის დასაწყისში).  პროგრამის წარმატებულად დასრულების შემთხვევაში კურსის მონაწილეებს ენიჭებათ მაგისტრის აკადემიური ხარისხი.

დაფინანსება/ GIPA-ს შიდა  სტიპენდია :

მედია ინჟინერიის ორ წლიანი სამაგისტრო პროგრამის ჯამური ღირებულება 7600 ლარს შეადგენს. სწავლის დაფინანსებისათვის, გარდა სახელმწიფო გრანტისა (2250 ლარი), აღნიშნული პროგრამა, სტუდენტებს აძლევს შესაძლებლობას, მიიღოს   GIPA-ს  თანადაფინასება. სამაგისტრო პროგრამის პირველი სასწავლო წლის, ორი საკუკეთესო GPA-ის მქონე სტუდენტს სრულად აუნაზღაურებს მომდევნო წლის სწავლის საფასურს. 

სწავლის დაფინანსების  ვარიანტები:

მედია ინჟინერიის სამაგისტრო პროგრამა

წლის სწავლის ღირებულება

სახელმწიფო გრანტის (100%) მოპოვების
შემთხვევაში

7600-4500=3100, გადასახდელი
თანხა - 3100 ლარი

სახელმწიფო გრანტის მოპოვების გარეშე

7600

საბანკო რეკვიზიტები:

სს „ თიბისი ბანკი“
საბანკო კოდი (მფო): TBCB GE 22
მიმღების დასახელება - ააიპ საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტი
ანგარიშის ნომერი - GE84TB1100000110700419 / GEL

გადახდისას, დანიშნულებაში მიუთითეთ პირადი ნომერი და პროგრამის სახელწოდება.

იხილეთ მედია ინჟინერიის სამაგისტრო პროგრამის კურიკულუმი

საკონტაქტო პირები

პროგრამის ხელმძღვანელი
ნუგზარ ამილახვარი
ელ. ფოსტა: N.Amilakhvari@gipa.ge 
მედია ინჟინერიის პროგრამის დეველოპერი
შოთა იორამიშვილი

მობ: (+995) 555 20 40 80

ელ. ფოსტა:  Shota.Ioramashvili@gipa.ge  

ჟურნალისტიკისა და მედიამენეჯმენტის სამაგისტრო პროგრამის კოორდინატორი

თამთა თვალავაძე

ელ-ფოსტა: tamta.tvalavadze@gipa.ge

მობ: +995 598 23 75 79

მისამართი: თბილისი, ბროსეს ქუჩა #2, მე-3 სართული.

დაგვიკავშირდით