• EN
  • GIPA შენთვის
  • პროგრამები
  • GIPA-ს შესახებ
  • GIPA-ს გუნდი
  • GIPA-ს სტრუქტურა
  • მართვის ფსიქოლოგია

    პროგრამის მიზანია მონაწილეების ფსიქოლოგიური მომზადების უზრუნველყოფა, მათი პროფესიული კომპეტენციის გაზრდა, ეფექტური კომუნიკაციური უნარების შეძენა, გადაწყვეტილების მიღებისა და სტრატეგიული დაგეგმარების უნარების შეძენა, სტრესის და მისი მართვის ფიზიოლოგიურ და ფსიქოლოგიურ  მექანიზმებში გარკვევა, ორგანიზაციული სტრესის მართვის ტექნიკების შესწავლა და სხვა.

    კურსი განკუთვნილია:

    • მენეჯერების და სხვადასხვა რგოლის მმართველებისათვის
    • მართვის ფსიქოლოგიით დაინტერესებულ პირთათვის

    შინაარსი:

    ორგანიზაციული კომუნიკაციის ფსიქოლოგია:

    • კომუნიკაციის საფუძვლები; კომუკაციური კომპეტენციის განვითარება; ქეისის განხილვა, პრაქტიკული სავარჯიშოები.
    • ვერბალური და არავერბალური კომუნიკაცია; საკუთარი თავის და გარშემომყოფების აღქმა;   ეფექტური მოსმენა, ადექვატური უკუკავშირი; ურთიერთზემოქმედების თეორია, კონფლიქტის გადაჭრისთვის აუცილებელი კომუნიკაციური უნარ-ჩვევები;
    • ჯგუფური კომუნიკაცია; ჯგუფური მუშაობის სტადიები; პრობლემების გადაჭრა ჯგუფში; როლების განაწილება ჯგუფში.

    მართვის ფსიქოლოგია:

    • მართვისა და ლიდერობის სხვადასხვა მოდელი;
    • ეფექტური მართვის უნარ-ჩვევები; ლიდერობის უნარები; გუნდთან მუშაობისათვის აუცილებელი უნარ-ჩვევები;
    • ჯგუფის ქცევაზე გავლენის მოხდენის რეკომენდირებული ფორმების სწავლება;
    • ჯგუფური მუშაობის წარმართვის და ერთობლივი გადაწყვეტილებების მიღების უნარი;
    • პერსონალის მოტივირების და მიზნისკენ მიმართვის უნარი; დროის მართვის უნარი.

    ორგანიზაციული ქცევა:

    • მოტივაციის რაობა, განსხვავება მოტივაციასა და სტიმულირებას შორის. მოტივაციის შინაარსობრივი და პროცესუალური თეორიები და მათი გამოყენება ინდივიდებისა და გუნდების დონეზე;
    • სტიმულირების არსი და კლასიფიკაცია; სტიმულირების ძირითადი ფორმები;
    • პიროვნების რაობა, პიროვნების ქცევის ძირითადი თეორიები, ფუნდამენტური პიროვნული ღირებულებები და მათი გავლენა სამუშაო პროცესზე;
    • ორგანიზაციული ცვლილების ბუნება (მიზანი, სტრუქტურა, ტექნოლოგია და ამოცანები);
    • დროის მართვა.

    ფსიქოლოგიური კონსულტირება მენეჯერებისთვის:

    • ინდივიდუალური ფსიქო-კონსულტაცია მენეჯერებისათვის;
    • პიროვნების ფსიქოლოგიური შესწავლის სამოქმედო სქემა მენეჯერებისათვის;
    • უკუკავშირის ანგარიშის მომზადება მენეჯერებისათვის;
    • ორგანიზაციული პრობლემების გამომწვები მიზეზების ძიება;
    • შიდა და გარე კონსულტირება.

    სტრესის ფსიქოლოგია:

    • კონფლიქტის რაობა. ფუნქციური და დისფუნქციური კონფლიქტის სახეები. კონფლიქტის ტიპები. კონფლიქტის გამომწვევი მიზეზები, კონფლიქტის ესკალაცია და დეესკალაცია. კონფლიქტის ეფექტური და არაეფექტური გადაჭრის გზები;
    • სტრესის რაობა. სტრესის ფიზიოლოგიური და ფსიქოლოგიური მექანიზმები. სტრესის გამომწვევი მიზეზების (სტრესორების) კლასიფიკაცია;
    • ცხოვრებისეული სიტუაციების აღქმა და მათი ცვლილებები. სტრესის მოდელი, ბარიერების შექმნა. დადებითი სტრესის მოდელი. საკუთარი თავის ფლობა;
    • სტრესის დაძლევის სტრატეგიები - დაცვის მექანიზმები. ინტროსპექცია;
    • ორგანიზაციული სტრესი, გამომწვევი მიზეზები და დაძლევის პროგრამები.

    სწავლის ხანგრძლივობა: 2 თვე, კვირაში სამჯერ ან ოთხჯერ, საღამოობით 19:00-დან 22:00-მდე.

    კურსის მოცულობა: 63 საათი

    სწავლების ენა: ქართული

    სწავლის დასრულების შემდეგ, მონაწილეებს გადაეცემათ მართვის ფსიქოლოგიის სერტიფიკატი.

    სერტიფიკატის აღების წინაპირობა: კურსის ბოლოს უნდა ჩააბარონ საბოლოო გამოცდა. 

    ხათუნა (ლია) სანიკიძე - პროფესიით სოციალური ფსიქოლოგი, სოციალურ მეცნიერებათა დოქტორანტი. სოციალურ - ფსიქოლოგიური უნარების სწავლება-განვითარების ტრენერი, ფასილიტატორი. ფლობს ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფილოსოფია-ფსიქოლოგიის ფაკულტეტის დიპლომს; ჯორჯ მეისონის უნივერსიტეტის (აშშ, ვირჯინიის შტატი) კონფლიქტების ანალიზისა და მოგვარების ინსტიტუტის დიპლომს. თბილისის თავისუფალი და აგრარული უნივერსიტეტების ბიზნეს ფაკულტეტების ლექტორი. თიბისის ადამიანური კაპიტალის განვითარების განყოფილების  სასწავლო ცენტრის უფროსი ტრენერი. საქართველოს მედიატორთა ასოციაციის მმართველი საბჭოს წევრი, თბილისის საქალაქო სასამართლოს მედიატორი. განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრის ექსპერტი.  არასამთავრობო ორგანიზაციის „ქალები მომავლისათვის" დამფუძნებელი და აღმასრულებელი დირექტორი. შპს “Step Forward” - ის დამფუძნებელი. აქვს ტრენერობის 32 წლიანი პრაქტიკა, მრავალწლიანი თანამშრომლობა სხვადასხვა სახელმწიფო, არასამთავრობო და საერთაშორისო ორგანიზაციებთან. მონაწილეოაბა აქვს მიღებული მრავალ  საერთაშორისო პროექტში, პროფესიულ კონფერენციაში, სემინარსა და ტრენინგში. 

    მარიამ დავითაშვილი - ფსიქოლოგი. 2018 წლიდან საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტის (GIPA) მოწვეული ლექტორი, სალექციო კურსები - ძალადობა და კომუნიკაციის ფსიქოლოგია. დაამთავრა ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი, შემდგომ ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი. 2013 წლიდან არის ESTSS - European Society for Traumatic Stress Studies საზოგადოების წევრი. არის სსიპ საგანმანათლებლო დაწესებულების მანდატურის სამსახურის ფსიქოსოციალური მომსახურების ცენტრის ფსიქოლოგი, პროექტის მენეჯერი, ჯგუფების წამყვანი და ტრენერი, ასევე იყო ამავე ცენტრის უფროსის მოვალეობის შემსრულებელი. არის ბავშვებისა და ახალგაზრდების ჯანსაღი მომავლის კვლევისა და განვითარების ცენტრის “არს ვივენდი” ფსიქოლოგი, ჯგუფების წამყვანი და ტრენერი. არის სხვადასხვა მიმართულების ტრენინგების სერტიფიცირებული ტრენერი და მიჰყავს ტრენინგები სხვადასხვა ორგანიზაციაში. მონაწილეობა აქვს მიღებული არაერთ საერთაშორისო პროფესიულ კონფერენციაში, სემინარსა და ტრენინგში.

    ელიზავეტა სოლოღაშვილი - ფსიქოლოგი, საქართველოს უნივერსიტეტის ფსიქოლოგიის დეპარტამენტის ლექტორი სოციალური და ორგანიზაციული ფსიქოლოგიის მიმართულებით. გამოცდილება - 1996 წლიდან 2010 წლის ჩათვლით ადამიანური რესურსების მენეჯერი სხვადასხვა კომპანიებში: „ქართუ ბანკი“; „საქართველოს ბანკი“; „სილკროუდ ბანკი“; შპს „ელიტპრო“. 2010 – 2012 წლებში საკონსულტაციო კომპანია IMG-ის (მენეჯმენტის ინტეგრირებული ჯგუფი) კონსულტანტი; სამშენებლო კომპანია „ალიონი 99“-ის ადამიანური რესურსების მართვის კონსულტანტი.

    ტრენერის გამოცდილება 2001 წლიდან: მენეჯერული უნარების განვითარება; ადამიანური რესურსების მართვა; მომსახურების თანამედროვე სტანდარტები; სტრატეგიული და საოპერაციო დაგეგმვა; დროის მართვა; კომუნიკაციური უნარების განვითარება; ლიდერობა; კარიერული განვითარება.

    თინათინ ფანცულაია - ფსიქოლოგიის დოქტორი.2013 წლიდან საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტის მოწვეული ლექტორი სალექციო კურსი - ფსიქოლოგიური კონსულტირება სწავლობდა საქ. მეცნიერებათა აკადემიის დ. უზნაძის სახელობის  ფსიქოლოგიის საწავლო ინსტიტუტში. 2018 წელს გახდა  ევროპის გეშტალტ თერაპევტთა ასოციაცის (EAGT) აკრედიტებული ფსიქოთერაპევტი. არის საქართველოს საპატრიარქოს წმ. ანდრია პირველწოდებულის სახელობის ქართული უნივერსტეტის პროფესორი, სამაგისტრო პროგრამის “ფსიქოდიაგნოსტიკა და კონსულტირების” ავტორი და ხელმძღვანელი. მიწვეულია კავკასიის უნივერსიტეტში  (CU) ლექტორად; არის 20-მდე სამეცნიერო ნაშრომის ავტორი. ხელმძღვანელობს “ფსიქოლოგიური საკონსულტაციო დიაგნოსტიკური ცენტრ "იდილია”-ს. აქვს ფსიქოკონსულტაციის 21 წლიანი პრაქტიკა. არის  “ფსიქოლოგთა და ფსიქოთერაპევტთა ასოციაციაციის“ დამფუძნებელი. მონაწილეოაბა აქვს მიღებული არაერთ საერთაშორისო პროფესიულ კონფერენციას, სემინარსა და ტრენინგში.

    პროგრამის ღირებულება: 900 ლარი

    გადახდის გრაფიკი: თანხის გადახდა ხდება 2 ეტაპად

    I ეტაპი - 600 ლარი

    II ეტაპი - 300 ლარი 

    ფასდაკლების სისტემა

    პროგრამა მოიცავს ინდივიდუალურ და კორპორაციულ ფასდაკლებებს. 

    ინდივიდუალური ფასდაკლება:

    1. GIPA – ს კურსდამთავრებულთათვის – 10%

    2. ოჯახის წევრების ერთ კურსზე ერთდროულად სწავლის შემთხვევაში – 10%

    კორპორატიული ფასდაკლება:

    იმ შემთხვევაში თუ ორგანიზაცია ფარავს თანამშრომლების განვითარების ხარჯებს, მოქმედებს შემდეგი ფასდაკლებები:

    1. ორი ან სამი თანამშრომელი – 10%

    2. ოთხი თანამშრომელი – 15%

    3. ხუთი ან მეტი თანამშრომელი – 20%

    *მონაწილეს შეუძლია ისარგებლოს ფასდაკლების მხოლოდ ერთი ვერსიით.

    გადახდა:

    გადახდა უნდა განხორციელდეს ორგანიზაციის ანგარიშზე. პირადი ნომერი და პროგრამის დასახელება უნდა მიეთითოს საგადახდო დავალებაში.

    საბანკო რეკვიზიტები:

    • სს „ თიბისი ბანკი“
    • საბანკო კოდი (მფო): TBCB GE 22
    • მიმღების დასახელება - ააიპ საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტი

    ანგარიშის ნომერი - GE84TB1100000110700419 / GEL

    სასერტიფიკატო პროგრამით დაინტერესებულმა პირებმა უნდა შეავსონ სააპლიკაციო ფორმა

    რეგისტრაციის ბოლო ვადა არის 2024 წლის  24 სექტემბერი

    რეგისტრაციის დასრულების შემდეგ, ჩატარდება გასაუბრება მიმღებ კომისიასთან.

    სწავლა დაიწყება 2024 წლის ოქტომბრის დასაწყისში.

    შერჩევის კრიტერიუმები:

    • მოტივაცია
    • კომუნიკაციის უნარი

    *სასურველია: ინგლისური Intermediate Level და სამუშაო გამოცდილება

    გიორგი შუბლაძე

    კოორდინატორი

    ტრენინგებისა და კონსულტაციების ცენტრი

    მის: მარი ბროსეს 2, თბილისი, 0108

    ელ-ფოსტა: g.shubladze@gipa.ge 
    მობ: +995 595 599 655