პრაქტიკული ცოდნა პრაქტიკოსებისაგან
GIPA-ს ინოვაციური მარკეტინგის სასერტიფიკატო პროგრამა გთავაზობთ ბიზნესის დაგეგმარების უნიკალურ და აპრობირებულ მეთოდებს.
პროგრამაში მონაწილეობა გაგიხსნით გზას წარმატებისაკენ და თქვენი ამბიციური სურვილების შესრულებისაკენ.
ჯიპას მრავალწლიანი პრაქტიკული გამოცდილების მქონე საუკეთესო ლექტორ-პრაქტიკოსები გაგიზიარებენ და თქვენთან ერთად განავითარებენ შემდეგ კომპეტენციებს: ორგანიზაციის მარკეტინგული ხედვა, წარმატებული სტრატეგია და სარეკლამო კამპანია, კომუნიკაციები, საკუთარი თავის მართვა, გაყიდვების პროცესის მართვა და მომხმარებლის ქცევის ანალიზი, მოლაპარაკების წარმართვა, კონკურენტების ქცევა, მარკეტინგული არხების მართვა, პროდუქტის შემუშავება.
დაგეხმარებით წინასწარ განსაზღვროთ ბიზნესის წარმატება, თითოეული გადაწყვეტილების ბიზნეს შედეგები, კომპანიის იმიჯი და ბაზრის წილი.
პროგრამის შინაარსი:
1. ბიზნესისა და მარკეტინგის საფუძვლები
2. მარკეტინგის სტრატეგიების შემუშავება
3. მარკეტინგის სტრატეგიების განხორციელება
4. პროფესიონალური და ზოგადი უნარების განვითარება
5. გაყიდვების პროცესის მართვა
6. მარკეტინგი მოქმედებაში
სწავლის ხანგრძლივობა: 7 თვე, ლექციები ჩატარდება კვირაში სამჯერ ან ოთხჯერ, საღამოობით 19:00-დან 22:00-მდე, შაბათობით დღის განმავლობაში.
სწავლების ენა: ქართული, მასალების ძირითადი ნაწილი წარმოდგენილია ინგლისურ ენაზე.
სწავლა მიმდინარეობს ინტერაქტიულ რეჟიმში და მოიცავს თეორიისა და პრაქტიკის ნაზავს. მონაწილეები გააკეთებენ მარკეტინგულ სიმულაციებს მარკეტინგული პროგრამის MARKSTRAT მეშვეობით.
სწავლის დასრულების შემდეგ, მონაწილეებს გადაეცემათ მარკეტინგის მენეჯერის სერტიფიკატი (MCM).
სერტიფიკატი გაიცემა გრეიდების მიხედვით.
სერტიფიკატის აღების წინაპირობა: პროგრამის მანძილზე, მსმენელებმა განვლილ საგნებში უნდა ჩააბარონ გამოცდები, ასევე კურსის ბოლოს, უნდა წარმოადგინონ ინდივიდუალური პროექტი.
ნიკოლოზ აბუაშვილი - საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტის (GIPA) მმართველობის სკოლის პროფესორი, ეკონომიკის დოქტორი. აქვს ბიზნეს პრობლემების გადაწყვეტის 20+ წლიანი და კერძო და საჯარო ორგანიზაციებში მუშაობის მრავალწლიანი გამოცდილება. 1995 წლიდან ატარებს პროფესიულ ტრეინინგებსა და ეწევა აკადემიურ მოღვაწეობას. კითხულობდა ლექციებს თავისუფალი უნივერსიტეტის, კავკასიის უნივერსიტეტის, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტისა და ტენესის უნივერსიტეტის სტუდენტებისათვის. არის კომპანია „Business Infrastructure Solutions“–ის დამფუძნებელი პარტნიორი. მისი კომპენტენცია არის ბიზნესების ღირებულების ზრდა, მათი გაჯანსაღება და განვითარება, მარკეტინგის დაგეგმვა და განხორციელება, საინფორმაციო ტექნოლოგიების დანერგვა, პროექტების მართვა და პერსონალის განვითარება.
გიორგი თურქია - PhD, აქვს ბიზნეს მენეჯმენტის სექტორში ლექციების წაკითხვის 20 წლიანი გამოცდილება. 17 წელია არის ექსპერტი ბიზნესის დაგეგმარების და მენეჯმენტის საკითხებში და კონსულტაციებს უწევს სახელმწიფო, კერძო და საერთაშორისო ორგანიზაციებს. არის რამდენიმე პროექტის ინიციატორი და გამოცდების ეროვნული ცენტრის ჯგუფის სპეციალისტი. ასევე, წიგნის „ბიზნესის საფუძვლები“ და „ბიზნესი“ თანაავტორი.
ზაზა აკობია - სარეკლამო ბიზნესში მოღვაწეობის 15 წლიანი გამოცდილება. მის კლიენტებს შორის იყვნენ მაკდონალდსი, თეგეტა მოტორსი, LC Waikiki, Reckitt Benckiser, Reckitt Benckiser Healthcare, Turkish Airlines, PUIG, დეა კოსმეტიქს, DANONE და სხვა კომპანიები. არის საერთაშორისო მედია სააგენტო „ჰავას მედიას“ დირექტორი საქართველოსა და სომხეთში, აგრეთვე, კომპანია „ბიზნეს ინფრასთრაქჩა სოლუშენზ“–ის კონსულტანტი მედიის საკითხებში. მისი კომპენტენცია არის ინტეგრირებული მარკეტინგული კომუნიკაციები.
ალექსი ჩიქოვანი - სტრატეგიული ბრენდინგის სააგენტოს „LIVE“ - დამფუძნებელი, ბრენდ-კონსულტანტი. არის ლანკასტერის უნივერსიტეტის ბიზნეს სკოლის ბიზნეს ადმინისტრირების მაგისტრი, კორპორატიული სტრატეგიისა და ბრენდ მენეჯმენტის მიმართულებით. აქვს ბრენდინგის, მარკეტინგისა და გაყიდვების სფეროში მუშაობის 15+ გამოცდილება.
ლევან კოკაია - არის სამართლისა და სახელმწიფო მართვის მაგისტრი. აქვს სახელმწიფო და კერძო სექტორებში მუშაობის 7 წლიანი და აკადემიურ სფეროში მუშაობის 5+ წლიანი გამოცდილება. არის 25 გამოქვეყნებული სამეცნიერო და ანალიტიკური პუბლიკაციის ავტორი, რომელიც შეეხება ნავთობის და გაზის ტრანსსასაზღვრო გადაზიდვის პროექტის ხელშეკრულებათა სამართლებრივ ანალიზს, ფინანსურ ბაზრებს, კაპიტალის ბაზრების და საინვესტიციო ფონდების სამართლებრივ რეგულირებას, კორპორაციულ მართვას, აგრეთვე საინვესტიციო, საერთაშორისო კერძო და ანტიმონოპოლიური სამართლის საკითებს.
ჯულიეტა გაგლოშვილი - ინჟინერიის დოქტორი ინფორმატიკაში. ინფორმაციული ტექნოლოგიების მიმართულებისა და თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტის კომპიუტერულ მეცნიერებათა მიმართულების სასწავლო - სამეცნიერო ლაბორატორიის ხელმძღვანელი. არის მრავალი პუბლიკაციის თანაავტორი და სამეცნიერო კონფერენციების მონაწილე. აქვს პროექტებზე მუშაობისა და განხორციელების მრავალწლიანი გამოცდილება საინფორმაციო ტექნოლოგიების მიმართულებით.
დალი ცატავა - პედაგოგიური და დიდაქტიკური მიდგომების, სწავლისა და სასწავლო პროცესის მართვისა და პროექტების მართვის 20 წლიანი გამოცდილება. თანამშრომლობდა საერთაშორისო ინსტიტუტებთან GTZ, TACIS, GI, DAAD. ასწავლიდა ESM-თბილისში, ივ.ჯავახიშვლის სახელმწიფო უნივერსიტეტის ტურიზმის საერთაშორისო სკოლაში, თავისუფალ და აგრარულ უნივერსიტეტებში. წარმატებით განახორციელა პროექტები: „სწავლის სწავლა როგორც საკვანძო კომპეტენცია“ გერმანელ კოლეგებთან ერთად, „საქართველოს კულინარიის აკადემია“ ავსტრიელ კოლეგებთან ერთად აგრარულ უნივერსიტეტში, „კვების კულტურის განვითარების ისტორია“ თსუ–ს ტურიზმის საერთაშორისო სკოლაში. არის სახელმძღვანელოს „სწავლის ტექნიკები და სტრატეგიები“ ავტორი. არის კომპანია „Business Infrastructure Solutions“–ის კონსულტანტი. მისი კომპეტენცია არის თვითმენეჯმენტი, სტრესების მართვა, სწავლის სწავლა, სწავლის, კვების და დასვენების სწორი თანაფარდობის დაცვა.
ნინო კუპრაშვილი - "ზედაზენის" მარკეტინგული დეპარტამენტის ხელმძღვანელი. არის ბიზნეს სკოლის- ESM-ის ბიზნეს ადმინისტრირების მაგისტრი.
პროგრამის ღირებულება: 4000 ლარი
გადახდის გრაფიკი: თანხის გადახდა ხდება 3 ეტაპად
I ეტაპი – 2000 ლარი
II ეტაპი – 1000 ლარი
III ეტაპი - 1000 ლარი
ფასდაკლების სისტემა
პროგრამა მოიცავს ინდივიდუალურ და კორპორაციულ ფასდაკლებებს.
ინდივიდუალური ფასდაკლება:
1. GIPA – ს კურსდამთავრებულთათვის – 10%
2. ოჯახის წევრების ერთ კურსზე ერთდროულად სწავლის შემთხვევაში – 10%
კორპორატიული ფასდაკლება:
იმ შემთხვევაში თუ ორგანიზაცია ფარავს თანამშრომლების განვითარების ხარჯებს, მოქმედებს შემდეგი ფასდაკლებები:
1. ორი ან სამი თანამშრომელი – 10%
2. ოთხი თანამშრომელი – 15%
3. ხუთი ან მეტი თანამშრომელი – 20%
*მონაწილეს შეუძლია ისარგებლოს ფასდაკლების მხოლოდ ერთი ვერსიით.
გადახდა:
გადახდა უნდა განხორციელდეს ორგანიზაციის ანგარიშზე. პირადი ნომერი და პროგრამის დასახელება უნდა მიეთითოს საგადახდო დავალებაში.
საბანკო რეკვიზიტები:
ანგარიშის ნომერი - GE84TB1100000110700419 / GEL
სასერტიფიკატო პროგრამით დაინტერესებულმა პირებმა უნდა შეავსონ სარეგისტრაციო ფორმა.
რეგისტრაციის ბოლო ვადა არის 2024 წლის 29 სექტემბერი. რეგისტრაციის დასრულების შემდეგ, ჩატარდება გასაუბრება მიმღებ კომისიასთან.
სწავლა დაიწყება 2023 წლის ოქტომბრის დასაწყისში.
შერჩევის კრიტერიუმები:
*სასურველია: ინგლისური Intermediate Level და სამუშაო გამოცდილება
გიორგი შუბლაძე
კოორდინატორი
ტრენინგებისა და კონსულტაციების ცენტრი
მის: მარი ბროსეს 2, თბილისი, 0108
ელ-ფოსტა: g.shubladze@gipa.ge
მობ: 595 599 655