საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტის (GIPA) ტრენინგებისა და კონსულტაციების ცენტრი აცხადებს მიღებას სასერტიფიკატო პროგრამაზე "ყველაფერი თბილისის შესახებ".
ტრენინგის ფარგლებში, მონაწილეები გაეცნობიან თბილისის ისტორიას, კულტურას, ტრადიციებსა და ენას. მიიღებენ ამომწურავ ინფორმაციას ქალაქური ცხოვრების წესისა და უნიკალური მახასიათებლების შესახებ.
პროგრამის ფარგლებში, დაგეგმილია გასვლითი ლექციები და ტურისტული მარშრუტები, რაც მსმენელს თბილისის აღმოჩენაში დაეხმარება.
შინაარსი:
გასვლითი ლექციები და ტურისტული მარშრუტები:
სწავლის ხანგრძლივობა: 2 თვე. ლექციები ჩატარდება კვირაში 2-3-ჯერ, საღამოს 19:00-დან 22:00-მდე. შაბათობით- დღის განმავლობაში.
სწავლების ენა: ქართული
სასერტიფიკატო პროგრამით დაინტერესებულმა პირებმა უნდა შეავსონ სააპლიკაციო ფორმა.
რეგისტრაციის ბოლო ვადა არის 2020 წლის 20 ოქტომბერი.
რეგისტრაციის დასრულების შემდეგ, ჩატარდება გასაუბრება მიმღებ კომისიასთან.
სწავლა დაიწყება 2020 წლის 23 ოქტომბრიდან.
მონაწილეების შერჩევის კრიტერიუმები: სასურველია, მონაწილეებს ჰქონდეთ მყარი მოტივაცია და კომუნიკაციის უნარი.
პროგრამის ღირებულება: 550 ლარი
გადახდის გრაფიკი: თანხა უნდა ჩაირიცხოს სწავლის დაწყებიდან პირველი კვირის განმავლობაში
პროგრამის ფარგლებში მოქმედებს შემდეგი სახის ფასდაკლებები:
1. GIPA – ს კურსდამთავრებულთათვის – 10%
2. ოჯახის წევრების ერთ კურსზე ერთდროულად სწავლის შემთხვევაში – 10%
*პროგრამით დაინტერესებულ პირს შეუძლია ისარგებლოს მხოლოდ ერთი ფასდაკლებით
საბანკო რეკვიზიტები:
ანგარიშის ნომერი - GE84TB1100000110700419 / GEL
გადახდისას, დანიშნულებაში მიუთითეთ პირადი ნომერი და პროგრამის სახელწოდება
სწავლის დასრულების შემდეგ, მონაწილეებს გადაეცემათ ყველაფერი თბილისის შესახებ სასერტიფიკატო პროგრამის დამამთავრებელი სერტიფიკატი.
სერტიფიკატის აღების წინაპირობა: მსმენელები სრულად უნდა დაესწრონ ლექციებს და მონაწილეობა მიიღონ დაგეგმილ ტურებში.
სოფო სუხიაშვილი
კოორდინატორი
ტრენინგებისა და კონსულტაციების ცენტრი
მის: იეთიმ გურჯის ქუჩა 9, თბილისი, 0105
ელ-ფოსტა: s.sukhiashvili@gipa.ge
მობ: +995 577 011 257