ინტელექტუალური საკუთრების სამართალი შემოქმედებით ინდუსტრიაში

ინტელექტუალური საკუთრების სამართალი შემოქმედებით ინდუსტრიაში - დაიცავით თქვენი კრეატიული ნამუშევარი.

პროგრამა განკუთვნილია არა მხოლოდ მარკეტინგის, ბრენდინგისა და რეკლამის სფეროში მომუშავე ადამიანებისთვის, არამედ დიზაინერებისთვის, ფოტოგრაფებისთვის, მუსიკოსებისთვის, და სხვა კრეატიული პროფესიის წარმომადგენლებისთვის, რომლებიც ქმნიან და იყენებენ ინტელექტუალურ საკუთრებას.

პროგრამის გავლის შედეგად თქვენ არა მხოლოდ გაეცნობით ინტელექტუალური საკუთრების სამართლის კანონმდებლობასა და სასამართლო პრაქტიკას, არამედ შეძლებთ პრაქტიკაში გამოიყენოთ მიღებული ცოდნა, სწორად შეაფასოთ სამართლებრივი რისკები, შეადგინოთ ხელშეკრულებები, დაიცვათ თქვენი უფლებები და თავიდან აიცილოთ სამართლებრივი პრობლემები.

პროგრამას უძღვება მრავალწლიანი პრაქტიკული გამოცდილების მქონე ლექტორი, ინტელექტუალური საკუთრების სფეროში მოღვაწე იურისტი, რომელსაც აქვს წარმატებული პრაქტიკის დიდი გამოცდილება.

პროგრამის მიზანია პრაქტიკული უნარ-ჩვევების გამომუშავება, რომლებიც დაგეხმარებათ ყოველდღიურ საქმიანობაში და თავიდან აგაცილებთ სამართლებრივ პრობლემებს.

მასტერკლასის შინაარსი

1. ინტელექტუალური საკუთრების ძირითადი უფლებები (საავტორო უფლება, სასაქონლო ნიშანი, პატენტი)

2. სახელშეკრულებო სამართალი (ხელშეკრულების დადება, შესრულება, შეწყვეტა)

3. კომერციული საიდუმლოების დაცვა და კონფიდენციალურობა

4. პერსონალური მონაცემების დაცვა

5. მომხმარებელთა უფლებების დაცვა

6. რეკლამის სამართლებრივი რეგულირება (პიროვნების სახელისა და გამოსახულების გამოყენება, სარეკლამო სლოგანები)

7. საავტორო უფლებებით დაცული ნაწარმოებების გამოყენება (ფოტო, მუსიკა, ნახატი, ვიდეო მასალა და სხვა)

მასტერკლასის თარიღი და დრო:  29 მარტი, 2025, 10:00-დან 17:00-მდე 

სწავლის ხანგრძლივობა:  საათი

სწავლების ენა: ქართული, მასალების ძირითადი ნაწილი წარმოდგენილია ქართულ და ინგლისურ ენაზე. 

ლევან ნანობაშვილი - ადვოკატი და პატენტრწმუნებული, იურიდიული კომპანია NB Legal-ის დამფუძნებელი პარტნიორი და დირექტორი, რომელიც სპეციალიზებულია ინტელექტუალური საკუთრების სამართალში და ინტერნეტის სამართლებრივ რეგულირებაში. იგი მრავალი წელია უწევს იურიდიულ დახმარებას შემოქმედებითი ინდუსტრიის წარმომადგენლებს, მათ შორის ფოტოგრაფებს, მხატვრებს, მსახიობებს, რეჟისორებს, სცენარისტებს, გამომცემლობებსა და კინომწარმოებლებს. მათ შორის,  ლევანი ჩართული იყო სასამართლო დავებში, რომლებიც ეხებოდა ქართველი ავტორების უფლებების დაცვას YouTube-ზე, პიროვნების გამოსახულების გამოყენებას Facebook-ით გავრცელებულ რეკლამაში, სასაქონლო ნიშანზე უფლებებისა და გამოხატვის თავისუფლების საზღვრების დადგენას და ინტელექტუალურ საკუთრებასთან დაკავშირებულ სხვა საკითხებს.

ლევანი მრავალი წელია ასწავლის ინტელექტუალური საკუთრების სამართალს და ინტერნეტის სამართალს საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტში (GIPA) და საქართველოს უნივერსიტეტში.

ლევანს აქვს მაგისტრის ხარისხი მიჩიგანის სახელმწიფო უნივერსიტეტიდან (აშშ), მაგისტრის ხარისხი ცენტრალური ევროპის უნივერსიტეტიდან (უნგრეთი) და სამართალმცოდნის ხარისხი თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტიდან. როგორც ფულბრაიტის პროგრამის მონაწილე, იგი სწავლობდა სირაკუზის უნივერსიტეტში (აშშ), სადაც იკვლევდა მეტავერსის სამართლებრივ რეგულირებასთან დაკავშირებულ საკითხებს.

ლევანი არის მრავალი სამეცნიერო ნაშრომის ავტორი, რომლებიც გამოქვეყნებულია საქართველოში და აშშ-ში. მისი ნაშრომები ეხება საავტორო უფლებებს, მომიჯნავე უფლებების დაცვას, ინტელექტუალური საკუთრების უფლებებს მეტავერსში, გამოხატვის თავისუფლებას და სხვა საკითხებს.

პროგრამის ღირებულება: 300 ლარი

გადახდის გრაფიკი: სრული საფასური უნდა ჩაირიცხოს სწავლის დაწყებამდე 2 დღით ადრე. 

 

პროგრამაზე გათვალისწინებული არის შემდეგი სახის ფასდაკლებები:

  1. GIPA – ს კურსდამთავრებულთათვის – 10%
  2. ოჯახის წევრების ერთ კურსზე ერთდროულად სწავლის შემთხვევაში – 10%

კორპორატიული ფასდაკლება:

1. ორი ან სამი თანამშრომელი – 10%
2. ოთხი თანამშრომელი – 15%
3. ხუთი ან მეტი თანამშრომელი – 20%

*კორპორატიული ფასდაკლება მოქმედებსმხოლოდ ორგანიზაციის მიერ სწავლის დაფინანსების შემთვევაში.

*პროგრამით დაინტერესებულ პირს შეუძლია ისარგებლოს მხოლოდ ერთი ფასდაკლებით

საბანკო რეკვიზიტები:

სს „ თიბისი ბანკი“
საბანკო კოდი (მფო): TBCB GE 22
მიმღების დასახელება - ააიპ საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტი
ანგარიშის ნომერი - GE84TB1100000110700419/GEL

გადახდისას, დანიშნულებაში მიუთითეთ პირადი ნომერი და პროგრამის სახელწოდება.  

მასტერკლასით დაინტერესებულმა პირებმა უნდა შეავსონ სარეგისტრაციო ფორმა.

რეგისტრაციის ბოლო ვადა არის 2025 წლის 27 მარტი. რეგისტრაციის დასრულების შემდეგ, ჩატარდება გასაუბრება მიმღებ კომისიასთან.

შერჩევის კრიტერიუმები:

  • მოტივაცია
  • კომუნიკაციის უნარი
  • სამუშაო გამოცდილება

სწავლის დასრულების შემდეგ, მონაწილეებს გადაეცემათ  კურსის გავლის დამადასტურებელი ციფრული სერტიფიკატი.

 

ელენე რამიშვილი

კოორდინატორი

ტრენინგებისა და კონსულტაციების ცენტრი

მის: მარი ბროსეს ქ. 2 

ელ-ფოსტა: e.ramishvili@gipa.ge

მობ: 514 45 44 88