• EN
  • GIPA შენთვის
  • პროგრამები
  • GIPA-ს შესახებ
  • GIPA-ს გუნდი
  • GIPA-ს სტრუქტურა
  • GIPA-ს საუნივერსიტეტო ფონდი
  • Šibenik University of Applied Sciences

    შიბენიკის გამოყენებით მეცნიერებათა უნივერსიტეტი (Šibenik University of Applied Sciences) 2006 წელს დაარსდა და წარმოადგენს ხორვატიის უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებას, რომელიც სპეციალიზებულია სოციალურ და ტექნიკურ მეცნიერებებში.

    უნივერსიტეტის სასწავლო პროგრამები სრულად შეესაბამება ბოლონიის პროცესის სტანდარტებს და აერთიანებს თეორიულ განათლებას პრაქტიკულ გამოცდილებასთან. სწავლების პროცესში განსაკუთრებული ყურადღება ეთმობა საველე სამუშაოებს, სასწავლო ვიზიტებს, პროექტებზე დაფუძნებულ სწავლებას, გუნდურ მუშაობასა და ელექტრონულ სწავლებას (e-learning).

    უნივერსიტეტი აქტიურად უწყობს ხელს სტუდენტების ჩართულობას სამეცნიერო-კვლევით საქმიანობაში. სტუდენტებს შესაძლებლობა აქვთ აკადემიური პერსონალის ხელმძღვანელობით მონაწილეობა მიიღონ კვლევით პროექტებში, სამეცნიერო პუბლიკაციების მომზადებასა და პროფესიულ თუ სამეცნიერო კონფერენციებში, რაც მათ პროფესიული და აკადემიური განვითარების მნიშვნელოვან შესაძლებლობებს სთავაზობს.

    ურთიერთ თანამშრომლობის მემორანდუმს ხელი მოეწერა 2025 წლის მაისში;

    თანამშრომლობის მიმართულებები: ყველა;