განახლებადი ენერგიის მენეჯმენტი

სსიპ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრში მიმდინარეობს ადმინსიტრაციული საქმისწარმოება,

უმაღლესი პროფესიული პროგრამის დამატების მიზნით.

განახლებადი ენერგიების მენეჯმენტის  2 წლიანი უმაღლესი პროფესიული პროგრამა შემუშავდა USAID პროგრამა - დამსაქმებელი პროფესიული განათლებისთვის, ფინანსური მხარდაჭერით. პროგრამის მიზანია შემუშავდეს და დაინერგოს ისეთი პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამა, რომელიც უზრუნველყოფს როგორც ადგილობრივ, ასევე საერთაშორისო ბაზარზე კონკურენტუნარიანი კადრის მომზადებას. 

რას ვისწავლი?  

მიიღებ სიღრმისეულ ცოდნას რომ კვალიფიციურად დაგეგმო, ორგანიზება გაუწიო და განახორციელო განახლებადი ენერგიის მენეჯერის საქმიანობები; აღწერო და გამოიყენო განახლებადი ენერგიის კანონმდებლობა და რეგულაციები; შეაფასო განახლებადი ენერგიის გარემოზე ზემოქმედება; დაგეგმო, წარმართო  და ზედამხედველობა გაუწიო ჰიდროენერგეტიკული, ქარის ენერგიის, მზის ელექტროენერგეტიკული  (PV), გეოთერმული ენერგეტიკის და ბიომასის ენერგეტიკის პროექტების მშენებლობას, მონტაჟსა და ოპერირებას; 

ვინ ვიქნები?

სწავლის დასრულების შემდეგ მოგენიჭება უმაღლესი პროფესიული კვალიფიკაცია განახლებადი ენერგიების მენეჯმენტში და მენეჯერის პოზიციით შეძლებ დასაქმებას განახლებადი ენერგიის სექტორში ჩართულ კერძო და საჯარო ორგანიზაციებში, რომელთა საქმიანობა მოიცავს განახლებადი ენერგიის სისტემების მშენებლობას, ინსტალაციას,  გამართვას, ოპერირებას/ექსპლუატაციას, ზედამხედველობას, სპეციფიური დანადგარების, მოწყობილობების და სისტემების მომსახურებას. თქვენი საქმიანობა შეიძლება მოიცავდეს სყოფაცხოვრებო და საწარმო შენობების ელექტრო და თბომომარაგების მოწყობილობების და სისტემების მონტაჟს და მათ ინსპექტირებას,  სახელმწიფო  უწყებებში, რომლებიც პასუხისმგებელნი არიან განახლებადი ენერგიის სისტემების განვითარების მხარდაჭერაზე რეგულირებასა და პოპულარიზაციაზე.  საინჟინრო და საკონსულტაციო  კომპანიებში, რომლებიც ახორციელებენ  განახლებადი ენერგიის გამოყენების  და  განვითარების ტექნიკურ მხარდაჭერას და მომსახურებას. აგრეთვე, კვლევით ორგანიზაციებში და ინსტიტუტებში, რომლებიც ორიენტირებულები არიან განახლებადი ენერგიის და ენერგოეფექტური ტექნოლოგიების განვითარებაზე, სასწავლო-საგანმანათლებლო დაწესებულებებში, განახლებადი ენერგიის სპეციალისტების მომზადებაში და გადამზადებაში, როგორც მასწავლებლები, მენტორები, ინსტრუქტორები ან ტექნიკური ექსპერტები.

მისაღები ადგილების რაოდენობა: 48

სწავლების ენა: ქართული 

დაშვების წინაპირობა: სრული ზოგადი განათლება და ერთიანი  პროფესიული ტესტირება.

 

  • აღნიშნულ პროგრამაზე ჩარიცხვის მსურველებმა, ერთიანი პროფესიული ტესტირებისთვის რეგისტრაცია უნდა გაიაროს შემდეგ ელექტრონულ მისამართზე:  https://vet.emis.ge/#/registration  
  • რეგისტრაციის დროს უნდა მონიშნო ჯიპა - საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტის ‘განახლებადი ენერგიების მენეჯმენტის’ უმაღლესი პროფესიული პროგრამა და შეავსო შესაბამისი ველები.
  • რეგისტრაციის შემდეგ, მიიღებ შეტყობინებას ერთიანი პროფესიული ტესტირების შესახებ (დრო, ადგილი და ტესტირებასთან დაკავშირებული სხვა დეტალები). 
  • ტესტირების ვადები: 5 -6 ოქტომბერი

ერთიანი პროფესიული ტესტირების შედეგები ავტომატურად გადმოეგზავნება უნივერსიტეტის ადმინისტრაციას.

 

პროფესიულ პროგრამაზე ჩასარიცხად ჯიპაში უნდა წარმოადგინო შემდეგი დოკუმენტები:

  • პირადობის მოწმობის ასლი
  • სრული ზოგადი განათლების დამადასტურებელი -ატესტატი (დედანი,/ნოტარიულად დამოწმებული ასლი) 
  • ფოტო 3x4-ზე

 

ჩარიცხვა მოხდება ერთიანი პროფესიული ტესტირების შედეგებისა და რეიტინგული სიების საფუძველზე.

სწავლა დაიწყება 2024 წლის 25 ნოემბერს.

სწავლება  განხორციელდება ყოველდღე,  შაბათ-კვირის გარდა.

ერთიანი პროფესიული ტესტირების წარმატებით გავლის შემდეგ დოკუმენტები უნდა წარმოადგინოთ შემდეგ მისამართზე: ვ.გორგასლის ქ # 101  ან გამოაგზავნოთ ელექტრონულად შემდეგ მისამართზე: hsetvet@gipa.ge

10% იანი ფასდაკლება ვრცელდება  იმ პროფესიულ სტუდენტზე, რომელსაც პროფესიული

ტესტირების საფუძველზე რეიტინგულ სიაში აქვს ყველაზე მაღალი ქულა/შეფასება და  სარგებლობს ქვემოთ ჩამოთვლილი სოციალური სტატუსებიდან ერთ-ერთით:

ა)სოციალურად დაუცველ პირი;

 ბ)შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირი;

გ) ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრებ პირი;

დ) ტერიტორიული მთლიანობის დაცვისთვის დაღუპულ პირთა შვილი/ოჯახის წევრი.

ა) სოციალურად დაუცველი;

სოციალურად დაუცველმა პირებმა - საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სახელმწიფო კონტროლს დაქვემდებარებული სსიპ „სოციალური მომსახურების სააგენტოს“ მიერ გაცემული ცნობა „სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ბაზაში“ რეგისტრაციის თაობაზე, რომელიც გაცემული უნდა იყოს ცნობის უნივერსიტეტში წარმოდგენამდე არაუადრეს 2 თვისა;


ბ) შეზღუდული შესაძლებლობების მქონე;

შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებმა -  სამედიცინო სოციალური ექსპერტიზის შემოწმების აქტის ამონაწერი ფორმა №50/II (ასლი);

გ) ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრები;
ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრებმა პირებმა - საქართველოს მოქალაქის მოწმობა, პირადობის ნეიტრალური მოწმობა ან ნეიტრალური სამგზავრო დოკუმენტი;

დ) ტერიტორიული მთლიანობის დაცვისთვის გარდაცვლილ პირთა შვილი/ოჯახის წევრი.

ტერიტორიული მთლიანობის დაცვისთვის დაღუპულ პირთა შვილებმა/ოჯახის წევრებმა - ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის მიერ გაცემული ცნობა, რომლითაც დასტურდება ტერიტორიული მთლიანობისთვის გარდაცვლილ პირთან ოჯახური კავშირი.საბანკო რეკვიზიტები:
სს „ თიბისი ბანკი“
საბანკო კოდი (მფო): TBCB GE 22
მიმღების დასახელება - ააიპ საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტი
ანგარიშის ნომერი - GE84TB1100000110700419 / GEL

გადახდისას, დანიშნულებაში მიუთითეთ სახელი გვარი,პირადი ნომერი და პროგრამის სახელწოდება

საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტის (GIPA) სოფლის განვითარებისა და პროფესიული სწავლების დეპარტამენტის პარტნიორი ორგანიზაციებია: 

1. შპს “აჭარისწყალი ჯორჯია;

2. შპს “ესკო-ეს-ის”;  

3. სს “საქართველოს განახლებადი ენერგიის ოპერაციები”