ფროდაქშენ ლაბორატორია

საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტი (GIPA)  და  METRO PRODUCTION აცხადებს მიღებას  “ფროდაქშენ ლაბორატორიის“ სასწავლო პროგრამაზე, რომელიც მსმენელებს თანამიმდევრულად გააცნობს ფროდაქშენის მუშაობის მთელ პროცესს.  

პროგრამის მიზანია მსმენელებს გააცნოს სარეკლამო ვიდეო რგოლის შექმნის სრული პროცესის დაგეგმვა და მართვა, პირველი “ბრიფის”  მიღებიდან დაწყებული კლიენტისთვის საბოლოო ვიდეო მასალის გადაცემით დამთავრებული.

პროგრამა განკუთვნილია: 

  • ფროდაქშენის სფეროში დასაქმებული ადამიანისთვის, რომელსაც უნდა ცოდნის გაღრმავება
  • სტუდენტებისათვის (ნებისმიერი სპეციალობის)
  • ფროდაქშენით დაინტერესებული ნებისმიერი ადამიანისთვის
  • სარეკლამო სფეროში დასაქმებული ადამიანებისათვის 

პროგრამის გავლის შემდეგ, მსმენელებს ეცოდინებათ სარეკლამო პროცესის მართვა, ფროდაქშენ ჯგუფის შერჩევა, ბაზების შექმნა, ბრიფის მიხედვით სატენდერო დოკუმენტაციის მომზადება, თრითმენთის შექმნა, ppm-ის მომზადება და ბიუჯეტის სამუშაო ვერსიის შექმნა. კურსდამთავრებულები შეძლებენ ფროდაქშენის მიმართულებით დაიწყონ მუშაობა სხვადასხვა ჯუნიორ პოზიციაზე.

მეტრო ფროდაქშენის შესახებ

სარეკლამო სააგენტო Metro Production  „JWT Metro“-სთან ასოცირდებოდა და ფუნქციონირების 10 წლის განმავლობაში, მის ანგარიშზეა მრავალი  სარეკლამო რგოლი, ფილმი თუ მუსიკალური კლიპი. დღეისათვის, ის უკვე დამოუკიდებელ სერვის პროდაქშენ კომპანიად ჩამოყალიბდა და საერთაშორისო სტანდარტებით დაკომპლექტებული საპროდიუსერო გუნდისგან შედგება. არის მსოფლიოში საუკეთესო ფროდაქშენ კომპანიის "რადიოაქტივ ფილმი" ოფიციალური წარმომადგენლობა საქართველოში და მუშაობს საერთაშორისო ბაზარზე „რაქდიოაქტივ ჯორჯიას“ სახელით. დამატებითი ინფორმაცია: http://metroproduction.ge/.

საგნები

მოდული 1  - ფროდაქშენი სახლი -  რა არის ფროდაქშენი, რა მოვალეობები  აქვს „ფროდაქშენ სახლს” და რა ურთიერთობა აქვს სარეკლამო სააგენტოსთან? ფროდაქშენის დეპარტამენტები და ფუნქცია-მოვალეობები: რეჟისორი, ოპერატორი, პროდიუსერი, ფროდაქშენ-მენეჯერი, ქასთინგი, ლოკაცია, მხატვარი, გაფერი, ხმა, ტრანსპორტი და ა.შ

მოდული 2 - ბიდინგი (ტენდერი) - ბიდინგის პროცესის არსი  (რეფერენსების მიღება, ბიუჯეტის შეთანხმება, რეჟისორის მოძიება, ფროდაქშენ - შეთავაზების შედგენა), რეჟისორის შერჩევა, ლოჯისტიკის დაგეგმვა, სატენდერო შეთავაზების აწყობა, პრეზენტაციის და სცენარის შესაბამისობის უზრუნველყოფა, საბოლოო ბიუჯეტი  და პროცესის მნიშვნელოვნება. 

მოდული 3 - ლოკაცია: სად ვიღებთ, როგორ ვეძებთ ლოკაციას და ვამოწმებთ შემოქმედებით ჯგუფთან ერთად. ლოკაციის ტექნიკური მახასიათებლები და მომზადება გადაღებისთვის.

მოდული 4 - შემოქმედებითი ნაწილი 1 - მხატვრული ხელმძღვანელის/ფროდაქშენ დიზაინერის ფუნქცია -  მოვალეობები,  მუდ-ბორდები (პრეზენტაცია), სეტის მხატვრული ესკიზები, დეკორაციების მშენებლობა (მაკეტები), გადასაღები მოედნის მომზადება, გაფორმება, განსხვავება პავილიონის გადაღებასა და მოძიებულ ლოკაციას შორის, სპეც ეფექტები (SFX), მსუბუქი ეფექტები უშუალოდ მოედანზე (in-camera effects). 

მოდული 5 - ტექნიკა გადასაღებ მოედანზე: კამერა (მათი სახეობები), ლინზები (ძირითადი შემადგენლობა, ზუმი და მაკრო), ფლეიბექი, განათება, კრანი, კამერა მანქანები, რელსი, სტედიკამი და ხმა სეტზე. 

მოდული 6 - გადაღება  TableTop: სპეციალური მოწყობილობები, “ფუდ სტილისტი”, ბუტაფორიული მოდელების შექმნა. 

მოდული 7 - ქასთინგი - მსახიობების/მოდელების/ტიპაჟების შერჩევა, “ვარსკვლავები”, უცხოური ქასთინგი, სტატისტები, საავტორო უფლებები.  

მოდული 5 - შემოქმედებითი ნაწილი 2 - /პოსტ-ფროდაქშენი: მონტაჟი, ვიზუალური ეფექტები, სარეჟისორო მონტაჟი, ფერის კორექცია, მუსიკა, გახმოვანება, გრაფიკა. როგორ წარვუდგინოთ ვიდეო რგოლი კლიენტს (პირველადი მონტაჟის მაგალითები, სარეჟისორო მონტაჟის მაგ.) პოსტის გამოყენება სხვადასხვა პრობლემის  გადასაჭრელად - მაგალითები (ზედმეტი ელემენტების წაშლა, დეკორაციების დასრულება გრაფიკის საშუალებით), ვიდეო რგოლი რთული პოსტ-პროდუქციის მაგალითით.

მოდული 5 - კრიზისული სიტუაციების მართვა - როცა ყველაფერი ირევა: როგორ გადავჭრათ პრობლემები,  რომელსაც შეიძლება შევეჩეხოთ გადასაღებ მოედანზე ან პროექტის “ფრე-ფროდაქშენის” დროს და რა უნდა განსაზღვროს პროდიუსერმა

ლექტორები

სანდრო გაბილაია - მეტრო ფროდაქშენის დამფუძნებელი, აღმასრულებელი პროდუსერი და ერთადერთი მამაკაცი. სანდროსთვის პროდუსერის საქმე იმ უხილავ ძაფზე სიარულია, კლიენტს, სააგენტოსა და შემოქმედებით გუნდს შორის, რომ არის გაბმული. ის სწორედ  ამ უხილავი ძაფის დანახვას გასწავლით.

მაია გურაბანიძე - მეტრო ფროდაქშენის დამფუძნებელი , ფროდაქშენის ხელმძღვანელი, რადიოაქტივფილმის ოფიციალური წარმომადგენელი საქართველოში. გაგიზიარებთ იმ 15 წლიან ცოდნას და გამოცდილებას, რომელსაც მეგობრებთან ერთად დაწყებულ სარეკლამო ფროდაქშენის ბიზნესში ავითარებს საქართველოში.

მარიამ თევდორაშვილი - მეტრო ფროდაქშენის ბიდინგ პროდიუსერი. მოგიყვებათ საერთაშორისო სატენდერო პრაქტიკებზე, პროეტების წარდგენა - გაყიდვაზე; ასევე, იმ ძირითად მნიშვნელოვან აქცენტებზე რაც პროექტის მოგებიდან, აღსრულების საწყის ეტაპზეა მნიშვნელოვანი.

თამარ თვარაძე - პროდუსერი, მუშაობს კომპანია “მეტროპროდაქშენი” პროდუსერის პოზიციაზე. მის მიერ გაკეთებული პროექტების მენეჯმენტის ხედვას გაგიზიარებთ და ერთად განახორციელებს პრაქტიკაში. როგორც ბევრმა ამ სფეროში მომუშავე ადამიანმა, თავისი და სხვების გამოცდილების გაზიარებით, გადასაღები მოედნიდან  ისწავლა ეს ინდუსტრია და ყოველდღიურად ზრუნავს მის განვითარებაზე, რაშიც ხელს უწყობს საერთაშორისო პროექტები და სტანდარტები. თამარის მიზანის საქართველოში  პროდუსინგისა და პროდაქშენ სერვისის პროფესიად ქცევაა.

მარიამ სოსელია - მეტრო ფროდაქშენის პროდიუსერი. გაგიზიარებთ გამოცდილებას და მოგიყვებათ, როგორ შემოიჭრა მის ცხოვრებაში სიტყვა „ფროდაქშენი“,როგორ გახდა განუყოფელი ნაწილი ის, რაც ბავშვობაში საყვარელი ფილმების „მეიქინგ ოფებში“ ხდებოდა, რა ეტაპებს გადის ადამიანი, როდესაც პატარა ასაკიდანვე ეშვება ამ ემოციებით დახუნძლულ და თავგადასავლებით სავსე სფეროში.

სოფო ფარჯიანი - მეტრო ფროდაქშენის 1st AD (მეორე რეჟისორი). ვინ არის მეორე რეჟისორი - 1st AD და რატომაა ასეთი მნიშვნელოვნი ის ფროდაქშენის, რეჟისორისთვის და მთელი გადამღები ჯგუფისათვის.  ესაა სტატუსი - პროფესია, რომელიც თეორიულად არ ისწავლება საქართველოში და მთელი ცოდნა ამ პროფესიის ირგვლივ მხოლოდ პრაქტიკის საფუძველზეა მიღებული. გაგიზიარებთ იმ 12 წლიან გამოცდილებას, რაც გადასაღებ მოედანზე მიიღო და მოგიყვებათ ნაბიჯ-ნაბიჯ როგორ ჩამოვყალიბდი მეორე რეჟისორად. გაგაცნობთ რა დატვირთვა აქვს და რას აკეთებს AD (სარეჟისორო) ჯგუფი და რას მოიცავს ფრეფროდაქშენი ამ გუნდისათვის; გაგაცნობთ, როგორ წარუძღვეთ გადასაღებ მოედანს  და როგორ იკომუნიკაციოთ მთელ ამ დიდ “ცოცხალ ორგანიზმთან”, რომელსაც ქვია გადამღები ჯგუფი.

სწავლის ხანგრძლივობა: 3 თვე (სალექციო პროცესი). სწავლა დაიწყება 2019 წლის 2 დეკემბერს.

ლექციები ჩატარდება კვირაში სამჯერ/ოთხჯერ, სამუშაო დღეებში - საღამოს 19:00-დან 22:00-მდე; შაბათობით – დღის პირველ ან მეორე ნახევარში. ყველა მსმენელი სწავლების პროცესში დაესწრება გადაღების პროცესის სრულ ციკლს.  

ფროდაქშენ პროცესის მარსტერკლასები და გადაღების პროცესის თარიღები წინასწარ შეთანხმდება ჯგუფთან.

სტაჟირება და დასაქმება - საუკეთესო 5 სტუდენტი იმუშავებს მეტრო ფროდაქშენის სხვადასხვა პროექტზე.

სწავლების ენა: ქართული

*სწავლა მიმდინარეობს ინტერაქტიულ რეჟიმში და მოიცავს თეორიისა და პრაქტიკის ნაზავს. კურსის განმავლობაში, სტუდენტების შეფასება მათ მიერ პრაქტიკული სამუშაოების შესრულების ხარისხითა და ფინალური გამოცდის საფუძველზე მოხდება.

სასერტიფიკატო პროგრამით დაინტერესებულმა პირებმა უნდა შეავსონ სააპლიკაციო ფორმა, რომელშიც ლინკით ჩასვით თქვენი სამოტივაციო ვიდეო რგოლი (1 წუთიანი ვიდეო რგოლი, ატვირთეთ რომელიმე ონლაინ პლატფორმაზე და სარეგისტრაციო ფორმაში, „დამატებითი კომენტარის“ ველში დაამატეთ ვიდეო რგოლის ლინკი. ვიდეო რგოლის თემატიკა შეარჩიეთ შემდეგი ორიდან: 1.რატომ უნდა მოვხვდე გადასაღებ მოედანზე? და 2. რატომ უნდა ვიყო რჩეულ 20-ში?)

რეგისტრაციის ბოლო ვადა: 2019 წლის 25 ნოემბერი. 

რეგისტრაციის დასრულების შემდეგ, 26-დან 29 ნოემბრამდე, ჩატარდება გასაუბრება მიმღებ კომისიასთან.

შერჩევის კრიტერიუმები:

  • მოტივაცია
  • კომუნიკაციის უნარი
  • კომპიუტერული უნარ-ჩვევები

*სასურველია: ინგლისური Intermediate Level და სამუშაო გამოცდილება.

პროგრამის ღირებულება: 3500 ლარი

გადახდის გრაფიკი: თანხის გადახდა ხდება 2 ეტაპად

I ეტაპი – 2000 ლარი – 2019 წლის 9 დეკემბერი

II ეტაპი – 1500 ლარი – 2020 წლის 13 იანვარი

პროგრამაზე გათვალისწინებული არის შემდეგი სახის ფასდაკლებები:

  • GIPA – ს კურსდამთავრებულთათვის – 10%
  • ოჯახის წევრების ერთ კურსზე ერთდროულად სწავლის შემთხვევაში – 10%

კორპორატიული ფასდაკლება

ერთ ორგანიზაციაში დასაქმებული პირები სარგებლობენ შემდეგი სახის ფასდაკლებებით:

  • ორი ან სამი თანამშრომელი – 10%
  • ოთხი თანამშრომელი – 15%
  • ხუთი ან მეტი თანამშრომელი – 20%

პროგრამით დაინტერესებულ პირს შეუძლია ისარგებლოს მხოლოდ ერთი ფასდაკლებით.

თანხა უნდა ჩაირიცხოს ქვემოთ მითითებულ საბანკო რეკვიზიტებზე:

საბანკო კოდი (მფო) – TBCB GE 22

მიმღების დასახელება – ააიპ საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტი

ანგარიშსწორების ანგარიში– GE84TB1100000110700419 / GEL

გთხოვთ, გადახდისას დანიშნულებაში მიუთითეთ პირადი ნომერი და პროგრამის სახელწოდება.

სწავლის დასრულების შემდეგ, მონაწილეებს გადაეცემათ სერტიფიკატი. სერტიფიკატი გაიცემა ნიშნების მიხედვით.

მოთხოვნა სერტიფიკატის მისაღებად:

  • თითოეულ საგანში მინიმალური, დადებითი შეფასების მიღება;
  • ფინალური, ინდივიდუალური პროექტის მომზადება და წარდგენა.
  • დასწრება და ჩართულობა აქტივობებში 

ნინო ქოჩიაშვილი

სასერტიფიკატო პროგრამების კოორდინატორი
ტრენინგებისა და კონსულტაციების ცენტრი

მის: მარი ბროსეს 2, მეორე სართული. 0108, თბილისი 
ელფოსტა: n.kochiashvili@gipa.ge
მობ: +995 599 77 86 86

დაგვიკავშირდით

  • მარი ბროსეს 2, მეორე სართული. 0108, თბილისი
  • +995 599 77 86 86
  • n.kochiashvili@gipa.ge