ფოტოგრაფიის საფუძვლები

საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტის (GIPA) ტრენინგების და კონსულტაციების ცენტრი აცხადებს მიღებას ფოტოგრაფიის სასერტიფიკატო პროგრამაზე.

                                                                                                              
პროგრამა განკუთვნილია დამწყები ფოტოგრაფებისათვის. პროგრამის ფარგლებში მსმენელები შეისწავლიან  ფოტოგრაფიის თეორიას და გაივლიან პრაქტიკას, გაეცნობიან ფოტოგრაფიის სიახლეებს და მიიღებენ მნიშვნელოვან მასტერკლასებს გამოცდილი და ცნობილი ფოტოგრაფებისაგან. პროგრამის წარმატებით დასრულების შემდეგ, მონაწილეებს ექნებათ გამართული ონლაინ პორტფოლიო ბიჰანსზე.

1. ფოტოგრაფიის საფუძვლები - კურსი მოიცავს ფოტოაპარატის ტექნიკური მახასიათებლების შესწავლას.

ლექტორი: ლელი ბლაგონრავოვა

2. ფოტოშოპი - Adobe Photoshop-ის ტექნიკური მახასიათებლების შესწავლა.

ლექტორი: მირიან ყენია, დიზაინერი

3. სტუდიური განათება - განათების საფუძვლებს გაცნობა. სტუდენტები გაივლიან პრაქტიკას პროფესიულ სტუდიაში და დაეუფლებიან განათების სხვადასხვა ინსტრუმენტებს.

ლექტორი: ლელი ბლაგონრავოვა 

4. ქუჩის ფოტოგრაფიმობილურით და კამერით გადაღებული ყოველდღიური ფოტოგრაფია. პირველი ინსპირაციები, გადაღება და პროექტთად ქცევა.

ლექტორი: დათო ქორიძე, ლელი ბლაგონრავოვა

5. პორტრეტი - ლექტორი: დათო ჭალო, ლელი ბლაგონრავოვა

სტუდიური განათებით და ბუნებრივი შუქით გადაღება; პორტრეტების მრავალფეროვნება, მრავასახეობა და მისი მნიშვნელობა.

6. არქიტექტურა და ინტერიერი - ლექტორი: ალექსანდრე ბაგრატიონ-დავიდოვი

შენობების და ინტერიერის გადაღების სპეციფიკის დაუფლება. 

7. ლანდშაფტის ფოტოგრაფია - ლექტორი: ლელი ბლაგონრავოვა

ურალ ფოტოგრაფიის სპეციფიკის გაცნობა.

8. ღამის ფოტოგრაფია - ლექტორი: დავით თაბაგარი

დაბალ შუქზე მუშაობის გამოწვევები და ქალაქის ღამით გადაღების სპეციფიკის გაცნობა.

9. კულინარიის ფოტოგრაფია/გასტრო ფოტოგრაფია - ლექტორი: მარიამ ჯანაშია

კომერციული კულინარია, ბუნებრივ შუქზე და ხელოვნებულ განათებაზე; განსხავებები ამ მიმართულებით

კურსის განმავლობაში სტუდენტბი გადაიღებენ კერძებს სხვადასხვა განათებაში და სხვადასხვა კონცეფციით, ექნებათ საშინაო დავალებები და ინტენსიური მუშაობა როგორც ცალკე პროდუქტების, ასევე მზა კერძების გადაღების მიმართულებით.

10. აერო ფოტოგრაფია - ლელი ბლაგონრავოვა

მონაწილეებს საშუალება ექნებათ დაეუფლონ უპილოტო ავიაციური სისტემით (დრონით) გადაღებას.  

11. ფოტოგრაფია დიჯიტალში

ციფრულ მედიაში ფოტოების განთავსებისა და გადაღების სპეფიციკა. 

ლექტორები

ლელი ბლაგონრავოვა - აქვს 27 წლიანი გამოცდილება ფოტოხელოვნების დარგში. მუშაობდა საინფორმაციო ფოტო სააგენტოებზე და სხვადასხვა მსოფლიო ბრენდ ჟურნალებში, როგორც ფოტორედაქტორად, ასევე - ფოტოგრაფად. 2013-2018 წლებში იყო საქართველოს მეოთხე პრეზიდენტის, გიორგი მარგველაშვილის პირადი ფოტოგრაფი. ამჟამად არის ფრილანსერი და თანამშრომლობს სხვადასხვა საერთაშორისო ორგანიზაციებთან. ამასთან, მისი სპეციალიზაციაა პოლიტიკოსების პიარ ფოტოგრაფი. აქვს სწავლების + 15 წლიანი გამოცილება.

მირიან ყენია - დიზაინერი, Adobe პროგრამების სწავლების +10 წლიანი გამოცდილება. საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტის ტრენინგებისა და კონსულტაციების ცენტრის ერთ-ერთი საუკეთესო ლექტორი 2 წლის განმავლობაში.

დავით ქორიძე - 2015 წლიდან დღემდე - რადიო თავისუფლება, რეპორტიორი, ფრილანსერი ფოტოგრაფი Getty Images-ში, ფოტოკონკურს ქოლგას 2018 წლის გამარჯვებული ნომინაციაში “მობილური ერთი კადრი” და ლექტორობის 3 წლიანი გამოცდილება სხვადასხვა სტუდიენბში, Touch Digital Summit-ის მოწვეული სპიკერი.

ზაქარია ჭელიძე (ჭელო) - ოთხი წლის განმავლობაში ცხოვრობდა ამერიკაში და იღებდა ცნობილ სახეებს; მისი ფოტოები გამოფენილია გერმანიასა და ნიდერლანდებში. მოგებული აქვს მსოფლიო ბანკის ფოტოკონკურსის ჯილდო თემაზე „ერთად დავძლიოთ სიღარიბე“. უყვარს შავ-თეთრი ფოტოები, რადგან მიაჩნია, რომ ამ ფერებში გამოხატული ემოციები ყველაზე ნამდვილი და უტყუარია.

ალექსანდრე ბაგრატიონი დავიდოვი - პროფესიით ჟურნალისტი, განათლებით სოციალური და პოლიტიკური მეცნიერებების მაგისტრი, მუშაობდა პირველ არხზე ნიუს კორესპონდენტად, რუსთავი ორზე წამყვანად, აკეთებდა მუსიკალურ ფესტივალებს. 2011 წლიდან მუშაობდა ეარბნბზე, 2017დან ბუქინგ კომზე. ახლა მუშაობს როგორც ფოტოგრაფად ასევე არქიტექტურულ კონსულტანტად.

დავით თაბაგარი -

მარიამ ჯანაშია - მარიამმა ფოტოგრაფიის სფეროში მოღვაწეობა გერმანიაში დაიწყო. მან საკომუნიკაციო დიზაინი და ფოტოგრაფია ფოლკსვანგის ხელოვნების უნივერსიტეტში შეისწავლა. წლების მანძილზე თანამშრომლობდა წარმატებულ გერმანულ ფოტოსტუდიებსა და შემოქმედებით ლაბორატორიებთან. აქვს განხორციელებული რამდენიმე პერსონალური პროექტი: ავტობიოგრაფიული სერია „მიგრანტი“, ექსპერიმენტული სლაიდების სერია „რეფლექსი“, სერიები „ჩემი სიკვდილის შემდეგ...“, „იეზიდები საქართველოში“, „ანონიმი“, „მეორადი“.
მუშაობდა ფოტოგრაფად და რედაქტორად კულინარულ წიგნებსა და  სამოგზაურო ჟურნალებზე.

თორნიკე არეშიძე - კრეატიული სააგენტოს - „ლივინგსტონის“ გრაფიკის დიზაინერი. ამ სფეროში მუშაობა ფრილანსერად 2011 წელს დაიწყო. მას შემდეგ ვებ/გრაფიკის დიზაინერად და დამკაბადონებლად რამდენიმე სტუდიაში იმუშავა. თანამშრომლობდა საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნულ სააგენტოსთან, 2013-2015 წლებში იყო ევროკავშირის საერთაშორისო პროექტის „შავი ზღვის აბრეშუმის გზის კორიდორის“ არტ დირექტორი. დღესდღეობით “ლივინგსტონთან” ერთად რამდენიმე ყველაზე ცნობადი სარეკლამო კამპანიის გრაფიკულ დიზაინს ქმნის. 

სწავლის ხანგრძლივობა: 2 თვე. სწავლა დაიწყება 2019 წლის 9 დეკემბერს.

ლექციები ჩატარდება კვირაში სამჯერ, სამუშაო დღეებში - საღამოს 19:00-დან 22:00-მდე; შაბათობით – დღის განმავლობაში

სწავლების ენა: ქართული

მოთხოვნები პროგრამის ფარგლებში: მსმენელები მზად უნდა იყვნენ ფოტოების გადაღებისაათვის დღისით და ღამით.

სასერტიფიკატო პროგრამით დაინტერესებულმა პირებმა უნდა შეავსონ სააპლიკაციო ფორმა და გადმოაგზავნონ პორტფოლიო (არსებობის შემთხვევაში) საკონტაქტო მეილზე: n.kochiashvili@gipa.ge

რეგისტრაციის ბოლო ვადა: 2019 წლის 4 დეკემბერი. 

რეგისტრაციის დასრულების შემდეგ, 5-დან 6 დეკემბრამდე ჩატარდება გასაუბრება მიმღებ კომისიასთან.

შერჩევის კრიტერიუმები:

  • მოტივაცია
  • პორტფოლიო

სასურველია ინგლისური ენის ცოდნა (B2 დონე).

პროგრამის ღირებულება: 900 ლარი

გადახდის გრაფიკი: თანხის გადახდა ხდება 2 ეტაპად

I ეტაპი – 600 ლარი – 2019 წლის 16 დეკემბერი

II ეტაპი – 300 ლარი – 2020 წლის 13 იანვარი

პროგრამაზე გათვალისწინებული არის შემდეგი სახის ფასდაკლებები:

  • GIPA – ს კურსდამთავრებულთათვის – 10%
  • ოჯახის წევრების ერთ კურსზე ერთდროულად სწავლის შემთხვევაში – 10%

კორპორატიული ფასდაკლება

ერთ ორგანიზაციაში დასაქმებული პირები სარგებლობენ შემდეგი სახის ფასდაკლებებით:

  • ორი ან სამი თანამშრომელი – 10%
  • ოთხი თანამშრომელი – 15%
  • ხუთი ან მეტი თანამშრომელი – 20%

პროგრამით დაინტერესებულ პირს შეუძლია ისარგებლოს მხოლოდ ერთი ფასდაკლებით.

თანხა უნდა ჩაირიცხოს ქვემოთ მითითებულ საბანკო რეკვიზიტებზე:

საბანკო კოდი (მფო) – TBCB GE 22

მიმღების დასახელება – ააიპ საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტი

ანგარიშსწორების ანგარიში– GE84TB1100000110700419 / GEL

გთხოვთ, გადახდისას დანიშნულებაში მიუთითეთ პირადი ნომერი და პროგრამის სახელწოდება.

სწავლის დასრულების შემდეგ, მონაწილეებს გადაეცემათ სერტიფიკატი. სერტიფიკატი გაიცემა გრეიდების მიხედვით.

მოთხოვნა სერტიფიკატის მისაღებად:

  • თითოეულ საგანში მინიმალური, დადებითი შეფასების მიღება;
  • ფინალური, ინდივიდუალური პროექტის მომზადება და წარდგენა.

ნინო ქოჩიაშვილი

სასერტიფიკატო პროგრამების კოორდინატორი
ტრენინგებისა და კონსულტაციების ცენტრი

მის: მარი ბროსეს 2, მეორე სართული. 0108, თბილისი 
ელფოსტა: n.kochiashvili@gipa.ge
მობ: +995 599 77 86 86

დაგვიკავშირდით

  • მარი ბროსეს 2, მეორე სართული. 0108, თბილისი
  • +995 599 77 86 86
  • n.kochiashvili@gipa.ge