GIPA-ს ფინანსების მენეჯმენტის სასერტიფიკატო პროგრამა განკუთვნილია როგორც დამწყები მენეჯერებისათვის, რომელთაც არ აქვთ პრაქტიკული გამოცდილება და გეგმავენ წარმატებული კარიერის განხორციელებას მენეჯერების პოზიციაზე, ასევე მოქმედი ფინანსური მენეჯერებისათვის, რომელთაც სურვილი აქვთ გაიღრმავონ ცოდნა ფინანსებში.
შინაარსი:
1. Excel-ის გამოყენება ფინანსებში
2. ფინანსების დაგეგმვა, ანალიზი და მართვა
3. სტატისტიკის გამოყენება ფინანსების დაგეგმვაში
4. საბუღალტრო პლატფორმებიდან მონაცემების ამოღება და ანგარიშგების მომზადება
5. ფინალური პროექტი - განვლილი საგნების საფუძველზე, მონაწილეები მოამზადებენ და წარადგენენ ფინალურ პროექტს/ბიზნეს გეგმას.
სწავლის ხანგრძლივობა: 3 თვე, ლექციები ჩატარდება კვირაში 3-ჯერ, კვირის დღეებში- 19:00-დან 22:00-მდე; შაბათობით – დღის განმავლობაში.
სწავლების ენა: ქართული
სასერტიფიკატო პროგრამით დაინტერესებულმა პირებმა უნდა შეავსონ სააპლიკაციო ფორმა.
რეგისტრაციის ბოლო ვადა არის 2021 წლის 11 მარტი.
რეგისტრაციის დასრულების შემდეგ, ჩატარდება გასაუბრება მიმღებ კომისიასთან.
სწავლა დაიწყება 2020 წლის 16 მარტიდან.
შერჩევის კრიტერიუმები:
პროგრამის ღირებულება: 1750 ლარი
გადახდის გრაფიკი: თანხის ნაწილი, 1000 ლარი უნდა ჩაირიცხოს სწავლის დაწყებიდან პირველი კვირის განმავლობაში და 750 ლარი- სწავლის შუა პერიოდში.
პროგრამის ფარგლებში მოქმედებს შემდეგი სახის ფასდაკლებები:
1. GIPA – ს კურსდამთავრებულთათვის – 10%
2. ოჯახის წევრების ერთ კურსზე ერთდროულად სწავლის შემთხვევაში – 10%
კორპორატიული ფასდაკლება:
1. ორი ან სამი თანამშრომელი – 10%
2. ოთხი თანამშრომელი – 15%
3. ხუთი ან მეტი თანამშრომელი – 20%
*კორპორატიული ფასდაკლება მოქმედებს მხოლოდ ორგანიზაციის მიერ სწავლის დაფინანსების შემთხვევაში
*პროგრამით დაინტერესებულ პირს შეუძლია ისარგებლოს მხოლოდ ერთი ფასდაკლებით
საბანკო რეკვიზიტები:
ანგარიშის ნომერი - GE84TB1100000110700419 / GEL
გადახდისას, დანიშნულებაში მიუთითეთ პირადი ნომერი და პროგრამის სახელწოდება.
სწავლის დასრულების შემდეგ მონაწილეებს გადაეცემათ ფინანსების მენეჯმენტის პროგრამის დამამთავრებელი სერტიფიკატი.
სერტიფიკატის აღების წინაპირობა: პროგრამის მანძილზე, მსმენელებმა განვლილ საგნებში უნდა ჩააბარონ გამოცდები. ასევე, კურსის ბოლოს, უნდა წარმოადგინონ ინდივიდუალური პროექტი.
ჯულიეტა გაგლოშვილი - ინჟინერიის დოქტორი ინფორმატიკაში. ინფორმაციული ტექნოლოგიების მიმართულებისა და თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტის კომპიუტერულ მეცნიერებათა მიმართულების სასწავლო - სამეცნიერო ლაბორატორიის ხელმძღვანელი. არის მრავალი პუბლიკაციის თანაავტორი და სამეცნიერო კონფერენციების მონაწილე. აქვს პროექტებზე მუშაობისა და განხორციელების მრავალწლიანი გამოცდილება საინფორმაციო ტექნოლოგიების მიმართულებით.
გიორგი თურქია - სრული პროფესორი ეკონომიკის დარგში. აქვს ბიზნესის მენეჯმენტში ლექციების კითხვის 20-წლიანი გამოცდილება. ბიზნესის დაგეგმარებისა და მენეჯმენტის საკითხების ექსპერტი და კონსულტაციებს უწევს სახელმწიფო, კერძო და საერთაშორისო ორგანიზაციებს. არის რამდენიმე პროექტის ინიციატორი და გამოცდების ეროვნული ცენტრის ჯგუფის სპეციალისტი. ასევე, ბიზნესის მიმართულებით ოთხი სახელმძღვანელოს ავტორი, მათ შორის წიგნების - „ბიზნესის საფუძვლებისა“ და „ბიზნესის“ თანაავტორი.
შალვა ახრახაძე - შპს "ფინანსური ლაბორატორიის" დირექტორი". ასოცირებული პროფესორი, ფლობს მაგისტრის ხარისხს ფინანსების მიმართულებით, არის CFA ინსტიტუტის წევრი (CFA Charterholder). აქვს 10+ გამოცდილება საბანკოს, სადაზღვევოს, ავიაციის, სადისტრიბუციო და საკონსულტაციო ბიზნესის მიმართულებით. არის არაერთი პუბლიკაციისა და კვლევის ავტორი (Published an article “Tricky Issues of Compounding” in European Journal of Accounting, Auditing and Finance Research; Author of the book - "Financial Analysis in Practice").
სოფო სუხიაშვილი
კოორდინატორი
ტრენინგებისა და კონსულტაციების ცენტრი
მის: იეთიმ გურჯის ქუჩა 9, თბილისი, 0105
ელ-ფოსტა: s.sukhiashvili@gipa.ge
მობ: +995 577 011 257