Financial Management

GIPA-ს ფინანსების მენეჯმენტის სასერტიფიკატო პროგრამა განკუთვნილია როგორც დამწყები მენეჯერებისათვის, რომელთაც არ აქვთ პრაქტიკული გამოცდილება და გეგმავენ წარმატებული კარიერის განხორციელებას მენეჯერების პოზიციაზე, ასევე მოქმედი ფინანსური მენეჯერებისათვის, რომელთაც სურვილი აქვთ გაიღრმავონ ცოდნა ფინანსებში.

Excel-ისგამოყენება ფინანსებში / 5 შეხვედრა – ლექტორი: ჯულიეტა გაგლოშვილი

მონაწილეები გაეცნობიან ექსელის ინტერფეისს, ელექტრონული ცხრილების მომზადებას და ყველა იმ ძირითად საკითხს, რომელიც გამოადგებათ ფინანსური ინფორმაციის ელექტრონული სახით მოსამზადებლად.

ფინანსების დაგეგმვა, ანალიზი და მართვა / 30 შეხვედრა – ლექტორები: გიორგი თურქია, ნეკა დანელია

მონაწილეები გაეცნობიან ფინანსების საფუძვლებს და პროცესებს, როგორ დგება მოგება-ზარალის, ფულადი სახსრების მოძრაობის და საბალანსო ანგარიში.

შეხვედრების მანძილზე მონაწილეები მოამზადებენ ფინანსურ ანგარიშგებას საცდელი ბალანსიდან, საგადასახადო ორგანოებისთვის და კომპანიის შიდა მენეჯმენტისთვის. მონაწილეები შეისწავლიან, თუ როგორ ხდება პროდუქტის თვითღირებულებების დაანგარიშება, ბიუჯეტირება, დაფინანსების მოძიება, სესხების დაგეგმვა. გაეცნობიან ფინანსურ კოეფიციენტებს და შედარებით ანალიზს, როგორ ხდება ბიზნესის ფინანსური შეფასება, ბიზნესში ინვესტირებული თანხის ამოღება (Payback Period) და ბიზნესის ტერმინალური ღირებულება.

ფინალური პროექტი – განვლილი საგნების საფუძველზე, მონაწილეები ბოლოს მოამზადებენ და წარადგენენ ფინალურ პროექტს / ბიზნეს გეგმას.

სწავლის ხანგრძლივობა: 3 თვე, ლექციები ჩატარდება კვირაში 3-ჯერ, კვირის დღეებში – 19:00-დან 22:00-მდე; შაბათობით – დღის განმავლობაში.
კურსის მოცულობა: 105 საათი
სწავლების ენა: ქართული

სასერტიფიკატო პროგრამით დაინტერესებულმა პირებმა უნდა გადმოაგზავნონ პირადობის მოწობის ასლი და ავტობიოგრაფია (CV) საკონტაქტო მეილზე (s.sukhiashvili@gipa.ge) და შეავსონ სააპლიკაციო ფორმა.

 

საბუთების მიღების ბოლო ვადა არის 2018 წლის 1 მარტი. სწავლა დაიწყება 2018 წლის 7 მარტიდან.

საბუთების მიღების შემდეგ, ჩატარდება გასაუბრება მიმღებ კომისიასთან.

შერჩევის კრიტერიუმები:

  • მოტივაცია
  • კომუნიკაციის უნარი
  • სამუშაო გამოცდილება.

პროგრამის ღირებულება: 1500 ლარი

გადახდის გრაფიკი: თანხის ნაწილი, 1000 ლარი უნდა ჩაირიცხოს სწავლის დაწყებიდან პირველი კვირის განმავლობაში და 500 ლარი- სწავლის შუა პერიოდში.

პროგრამის ფარგლებში მოქმედებს შემდეგი სახის ფასდაკლებები:

1. GIPA – ს კურსდამთავრებულთათვის – 10%
2. ოჯახის წევრების ერთ კურსზე ერთდროულად სწავლის შემთხვევაში – 10%
3. მრავალშვილიანი ოჯახის შვილი და/ან მშობელი (სამი და მეტი შვილი) – 10%

კორპორატიული ფასდაკლება:

1. ორი ან სამი თანამშრომელი – 10%
2. ოთხი თანამშრომელი – 15%
3. ხუთი ან მეტი თანამშრომელი – 20%

პროგრამით დაინტერესებულ პირს შეუძლია ისარგებლოს მხოლოდ ერთი ფასდაკლებით

საბანკო რეკვიზიტები:

სს „ თიბისი ბანკი“
საბანკო კოდი (მფო): TBCB GE 22
მიმღების დასახელება - ააიპ საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტი
ანგარიშის ნომერი - GE84TB1100000110700419 / GEL

გადახდისას, დანიშნულებაში მიუთითეთ პირადი ნომერი და პროგრამის სახელწოდება.

სწავლის დასრულების შემდეგ მონაწილეებს გადაეცემათ ფინანსების მენეჯმენტის პროგრამის დამამთავრებელი სერტიფიკატი.

სერტიფიკატის აღების წინაპირობა: პროგრამის მანძილზე, მსმენელებმა განვლილ საგნებში უნდა ჩააბარონ გამოცდები, ასევე კურსის ბოლოს უნდა წარმოადგინონ ინდივიდუალური პროექტი.