ჯანდაცვის პოლიტიკა და ადმინისტრირება

GIPA-ს ჯანდაცვის პოლიტიკისა და ადმინისტრირების სასერტიფიკატო პროგრამა ანკუთვნილია ჯანდაცვის ადმინისტრატორებისთვის, კლინიკებისა და ჰოსპიტალების მენეჯერებისთვის, ასევე სტუდენტებისთვის რომლებსაც სურთ გაიღრმაონ თეორიული ცოდნა და პრაქტიკული უნარჩვევები ჯანდაცვის პოლიტიკისა და ადმინისტრირების მიმართულებით.

პროგრამა მიზნად ისახავს, მსმენელებს გააცნოს ჯანდაცვის პოლიტიკისა და ადმინისტრირების ძირითადი პრინციპები და მოამზადოს პროფესიონალები, რომლებიც წარმატებით შეძლებენ საჯარო და კერძო სექტორში მოღვაწეობას.

შინაარსი:

  • ჯანდაცვის სისტემები და რეგულირება
  • საზოგადოებრივი ჯანდაცვა და ადამიანის უფლებები
  • საყოველთაო ჯანდაცვა და მიმდინარე პროგრამები ჯანდაცვის სისტემაში
  • წამალდამოკიდებული ადამიანი და ზიანის შემცირება
  • ჯანდაცვის სამართლებრივი საკითხები
  • სამედიცინო დაწესებულებები და პაციენტთან ურთიერთობის ეთიკური საკითხები
  • სამედიცინო ხარისხის კონტროლი და  სისტემების მენეჯმენტი
  • ფინანსური მენეჯმენტის საკითხები ჯანდაცვაში

სწავლის ხანგრძლივობა: 10 კვირა, ლექციები ჩატარდება კვირაში სამჯერ, საღამოობით 19:00-დან 22:00-მდე. შაბათობით, დღის განმავლობაში.

პროგრამის მოცულობა: 99 საათი

სწავლების ენა: ქართული, დამატებითი საკითხავი მასალა იქნება ინგლისურ და რუსულ ენებზე.

სასერტიფიკატო პროგრამით დაინტერესებულმა პირებმა უნდა გადმოაგზავნონ პირადობის მოწობის ასლი და ავტობიოგრაფია (CV) საკონტაქტო მეილზე (s.sukhiashvili@gipa.ge) და შეავსონ სააპლიკაციო ფორმა.

საბუთების მიღების ბოლო ვადა არის 2018 წლის 11 ოქტომბერი. სწავლა დაიწყება 2018 წლის 15 ოქტომბერს.

საბუთების მიღების შემდეგ, ჩატარდება გასაუბრება მიმღებ კომისიასთან. 

შერჩევის კრიტერიუმები: 

  • მოტივაცია
  • კომუნიკაციის უნარი
  • სამუშაო გამოცდილება

 

პროგრამის ღირებულება: 1400 ლარი

გადახდის გრაფიკი: თანხის ნაწილი, 1000 ლარი უნდა ჩაირიცხოს სწავლის დაწყებიდან პირველი კვირის განმავლობაში და 400 ლარი - სწავლის შუა პერიოდში.

პროგრამის ფარგლებში მოქმედებს შემდეგი სახის ფასდაკლებები: 

1. GIPA – ს კურსდამთავრებულთათვის – 10%

2. ოჯახის წევრების ერთ კურსზე ერთდროულად სწავლის შემთხვევაში – 10%

3. მრავალშვილიანი ოჯახის შვილი და/ან  მშობელი (სამი და მეტი შვილი) – 10%

კორპორატიული ფასდაკლება:

1. ორი ან სამი თანამშრომელი – 10%

2. ოთხი თანამშრომელი – 15%

3. ხუთი ან მეტი თანამშრომელი – 20%

*კორპორატიული ფასდაკლება მოქმედებს, მხოლოდ ორგანიზაციის მიერ სწავლის დაფინანსების შემთხვევაში

*პროგრამით დაინტერესებულ პირს შეუძლია ისარგებლოს მხოლოდ ერთი ფასდაკლებით

 

საბანკო რეკვიზიტები:

  • სს „ თიბისი ბანკი“
  • საბანკო კოდი (მფო): TBCB GE 22
  • მიმღების დასახელება - ააიპ საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტი

ანგარიშის ნომერი - GE84TB1100000110700419 / GEL

გადახდისას, დანიშნულებაში მიუთითეთ პირადი ნომერი და პროგრამის სახელწოდება

სწავლის დასრულების შემდეგ მონაწილეებს გადაეცემათ ჯანდაცვის პოლიტიკისა და ადმინისტრირების სასერტიფიკატო პროგრამის დამამთავრებელი სერტიფიკატი.

სერტიფიკატის აღების წინაპირობა: პროგრამის მანძილზე, მსმენელებმა განვლილ საგნებში უნდა ჩააბარონ გამოცდები. ასევე, კურსის ბოლოს, უნდა წარმოადგინონ ინდივიდუალური პროექტი.

ნინო მირზიკაშვილითბილსის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის დოქტორი, განათლება მიღებული აქვს ინგლისში. არის ვორვიკის უნივერსიტეტის მაგისტრი ჯანდაცვის მიმართულებით.  აქვს როგორც საჯარო, ასევე საერთაშორისო ორგანიზიებში მუშაობის 14 წლიანი გამოცდილება. აქტიურად იყო ჩართული სხვადასხვა საერთაშორისო დონორი ორგანიზაციების მიერ დაფინანსებულ პროექტებში. არის მოწვეული ლექტორი თბილისის სხვადასხვა უნივერსიტეტებში. კითხულობს ლექციებს ჯანდაცვის მიმართულებით.

ნინო კიკნაძე - ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის დოქტორანტი. GIPA-ს სამართლისა და სახელმწიფო მართვის მაგისტრი. სწავლობდა ლეიდენის უნივერსიტეტში. გავლილი აქვს კოლუმბიის უნივერსიტეტის სამართლის სპეციალური კურსი. 2012 წელს წაიკითხა ლექცია ჰარვარდის უნივერსიტეტში. აქვს მმართველ პოზიციებზე მუშაობის მრავალწლიანი გამოცდილება. ამჟამად, მუშაობს ფონდ „ღია საზოგადოება-საქართველოში“. არის 4 წიგნის თანაავტორი და რამდენიმე სამეცნიერო სტატიის ავტორი. 2005 წლიდან დღემდე კითხულობს ლექციებს თბილისის სხვადასხვა უნივერსიტეტებში.

ქეთევან გოგინაშვილიარის საზოგადოებრივი ჯანდაცვის მაგისტი (MPH). აქვს შრომის ჯანმრთელობისა და სოცილაური დაცვის სამინისტროს ჯანმრთელობის დაცვის დეპარტამენტში მუშაობის მრავალწლიანი გამოცდილება, ჯანდაცვის პოლიტიკის დაგეგმვის, შემუშავებისა და შეფასების კოორდინაციის მიმართულებით. მისი ხელმძღვანელობით უკვე ათ წელზე მეტია მზადდება მოსახლეობის ჯანმრთელობის მდგომარეობის შეფასების ეროვნული მოხსენება, ჯანდაცვის ეროვნული ანგარიშები და ჯანდაცვის სისტემის ეფექტიანობის შეფასების ანგარიშები. არის ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის ექსპერტი ჯანდაცვის ეროვნული ანგარიშებისა და ჯანდაცვის დაფინანსების საკითხებში.

მარი ჩოხელი - საქართველოს უნივერსიტეტის მაგისტრანტი საზოგადოებრივი ჯანმრთელობის და ჯანდაცვის პოლიტიკის მიმართულებით. პოლონეთის ჰელსინკის ფონდის მიერ განხორციელებული ადამიანის უფლებათა უმაღლესი სკოლის  კურსდამთავრებული, ხოლო 2007-2009 წლებში  მონაწილეობა მიიღო ბულგარეთის გენდერული კვლევების ფონდის მიერ ორგანიზებულ ინსტიტუტში.

2009 წლიდან არის მკურნალობის ხელმისაწვდომობის საერთაშორისო ფონდის, საზოგადოებრივ- სარევიზიო კომისიის წევრი. აქვს ადამიანის უფლებათა დაცვის სფეროში მუშაობის მრავალწლიანი გამოცდილება. ამჟამად, მუშაობს ფონ ღია საზოგადოება საქართველოში და ხელმძღვანელობს ზიანის შემცირების და მედიკამენტებზე ხელმისაწვდომობის პროგრამებს.

დევი ტაბიძეაქვს სამედიცინო სფეროში მმართველ პოზიციაზე მუშაობის მრავალწლიანი გამოცდილება. 2014 წლიდან დღემდე შ.პ.ს „რეპროდუქციული ჯანმრთელობის ცენტრ- „უნივერსის“ გენერალური დირექტორის მოადგილეა. საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროში იყო მინისტრის აპარატის უფროსი, ასევე  სამეთვალყურეო საბჭოს წევრი. არის ჟურნალ „რეპროდუქტოლოგიას“ დამფუძნებელი და ადმინისტრაციული მენეჯერი. სამედიცინო-საინფორმაციო საგანმანათლებლო პრეოქტების- „კონსილიუმი“ და „36.6“-ის ავტორი. 2008 წლიდან არის თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის საზოგადოებრივი ჯანდაცვის დეპარტამენტის მოწვეული პედაგოგი.

ლევან გოგოლაძეაქვს 10 წლიანი სწავლებისა და ბიზნეს კონსულტინგის გამოცდილება დაფინანსების, ჯანდაცვისა და განათლების სფეროებში. განათლება მიღებულია აქვს საქართველოსა და აშშ-ში. ფლობს BRM და CIMA სერტიფიკატებს.

სოფო სუხიაშვილი

კოორდინატორი

ტრენინგებისა და კონსულტაციების ცენტრი

მის: იეთიმ გურჯის ქუჩა 9, თბილისი, 0105

ტელ: (995 32) 2 49 75 00

ელ-ფოსტა: s.sukhiashvili@gipa.ge

მობ: +995 577 011 257

დაგვიკავშირდით

  • იეთიმ გურჯის ქუჩა 9, თბილისი, 0105
  • (995 32) 2 49 75 00
  • s.sukhiashvili@gipa.ge