Health care policy and administration

GIPA-ს ჯანდაცვის პოლიტიკისა და ადმინისტრირების სასერტიფიკატო პროგრამა განკუთვნილია ჯანდაცვის ადმინისტრატორებისთვის, კლინიკებისა და ჰოსპიტალების მენეჯერებისთვის, ასევე სტუდენტებისთვის რომლებსაც სურთ გაიღრმაონ თეორიული ცოდნა და პრაქტიკული უნარჩვევები ჯანდაცვის პოლიტიკისა და ადმინისტრირების მიმართულებით. პროგრამა მიზნად ისახავს მსმენელებს გააცნოს ჯანდაცვის პოლიტიკისა და ადმინისტრირების ძირითადი პრინციპები და მოამზადოს პროფესიონალები, რომლებიც წარმატებით შეძლებენ საჯარო და კერძო სექტორში მოღვაწეობას.

  • ჯანდაცვის პოლიტიკა და გადაწყვეტილების მიღების პროცესი
  • ჯანდაცვის სისტემის ძირითადი მახასიათებლები
  • ჯანდაცვის სისტემის დაფინანსების საკითხები
  • ჯანდაცვის ეკონომიკური ანალიზის საფუძვლები
  • ჯანდაცვის სისტემის ორგანიზაცია
  • საერთაშორისო ჯანდაცვის პოლიტიკა – ორგანიზაციები და შეთანხმებები
  • ფარმაცევტული პოლიტიკა
  • ჯანდაცვის სტატისტიკა – გაზომვის მეთოდები და ინდიკატორები
  • საქართველოს ჯანდაცვის სისტემის სიტუაციური ანალიზი
  • ჯანდაცვის ორგანიზაციის ადმინისტრირების საკითხები
  • სტრატეგიული დაგეგმვა ჯანდაცვაში
  • ჯანდაცვის სისტემის ხარისხის მართვა
  • ადამიანური რესურსების მართვა ჯანდაცვის ორგანიზაციაში
  • ჯანდაცვის ორგანიზაციის ფინანსური მართვა

ლექტორები:

  • დევი ტაბიძე
  • ლევან ჯუღელი
  • ქეთი გოგინაშვილი
  • მარი ჩოხელი
  • მიშა დოლიძე
  • ლევან გოგოლაძე

სწავლის ხანგრძლივობა: 9 კვირა, ლექციები ჩატარდება კვირაში სამჯერ, საღამოობით 19:00-დან 22:00-მდე. შაბათობით დღის განმავლობაში.
პროგრამის მოცულობა: 81 საათი
სწავლების ენა: ქართული, ძირითადი სასწავლო მასალა იქნება ინგლისურ და რუსულ ენებზე.

სასერტიფიკატო პროგრამით დაინტერესებულმა პირებმა უნდა გადმოაგზავნონ პირადობის მოწობის ასლი და ავტობიოგრაფია (CV) საკონტაქტო მეილზე (s.sukhiashvili@gipa.ge) და შეავსონ სააპლიკაციო ფორმა.

საბუთების მიღების ბოლო ვადა არის 2017 წლის 17 აპრილი. სწავლა დაიწყება 2017 წლის 24 აპრილიდან.

საბუთების მიღების შემდეგ ჩატარდება გასაუბრება მიმღებ კომისიასთან.

შერჩევის კრიტერიუმები: მოტივაცია, კომუნიკაციის უნარი, სამუშაო გამოცდილება.

პროგრამის ღირებულება: 1200 ლარი
გადახდის გრაფიკი: თანხის ნაწილი, 800 ლარი უნდა ჩაირიცხოს სწავლის დაწყებიდან პირველი კვირის განმავლობაში და 400 ლარი - სწავლის შუა პერიოდში.

პროგრამის ფარგლებში მოქმედებს შემდეგი სახის ფასდაკლებები:

1. GIPA – ს კურსდამთავრებულთათვის – 10%
2. ოჯახის წევრების ერთ კურსზე ერთდროულად სწავლის შემთხვევაში – 10%
3. მრავალშვილიანი ოჯახის შვილი და/ან მშობელი (სამი და მეტი შვილი) – 10%

კორპორატიული ფასდაკლება:

1. ორი ან სამი თანამშრომელი – 10%
2. ოთხი თანამშრომელი – 15%
3. ხუთი ან მეტი თანამშრომელი – 20%

პროგრამით დაინტერესებულ პირს შეუძლია ისარგებლოს მხოლოდ ერთი ფასდაკლებით

საბანკო რეკვიზიტები:

სს „ თიბისი ბანკი“
საბანკო კოდი (მფო): TBCB GE 22
მიმღების დასახელება - ააიპ საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტი
ანგარიშის ნომერი - GE84TB1100000110700419 / GEL

გადახდისას, დანიშნულებაში მიუთითეთ პირადი ნომერი და პროგრამის სახელწოდება.

სწავლის დასრულების შემდეგ მონაწილეებს გადაეცემათ ჯანდაცვის პოლიტიკისა და ადმინისტრირების სასერტიფიკატო პროგრამის დამამთავრებელი სერტიფიკატი.

სერტიფიკატის აღების წინაპირობა: პროგრამის მანძილზე, მსმენელებმა განვლილ საგნებში უნდა ჩააბარონ გამოცდები, ასევე კურსის ბოლოს უნდა წარმოადგინონ ინდივიდუალური პროექტი.

Contact Us