ადამიანური რესურსების მართვის საკონსულტაციო მომსახურება GIPA-ში

HR საკონსულტაციო მომსახურების მიზანია ექსპერტული კონსულტაციებისა და მხარდაჭერის აღმოჩენა ორი მიმართულებით: (1) საჯარო უწყებების და (2) მცირე ბიზნესების, სტარტაპების, დიდი კორპორაციების მფლობელებისა თუ ადამიანური რესურსების მართვის მენეჯერებისა თუ მფლობელებისათვის.

ინდივიდუალური და ჯგუფური ქოუჩინგი და საკონსულტაციო მომსახურება გამიზნულია HR მენეჯერებისა და ორგანიზაციების მფლობელებისათვის, რომელთაც სურთ მათი ორგანიზაციის ყოველდღიური HR საქმიანობის დანერგვა, გაუმჯობესება და ეფექტიანი მართვა.

საკონსულტაციო მომსახურება ასევე განკუთვნილია იმ სტარტაპებისა და ბიზნესების წარმომადგენლებისათვის,  რომლებსაც აქვთ შემდეგი სახის კითხვები:

  • როგორ ვმართო თანამშრომელთა შესახებ ინფორმაციები?
  • როგორ დავიცვა სახელმწიფო რეგულაციები და დადგენილებები, როგორც დამსაქმებელმა თანამშრომლებთან დაკავშირებით?
  • როგორ გავცე ხელფასები და რა უნდა გავითვალისწინო ამ დროს?
  • ფიქსირებული ხელფასები ჯობია დავუნიშნო, თუ ფიქსირებულს დამატებული ბონუსური სქემა, ან გამომუშავებაზე ავიყვანო თანამშრომელი?
  • როგორ შევადგინო და ვმართო სახელფასო ბიუჯეტი?
  • როგორ შევაფასო თანამშრომლები და წავახალისო ისე, რომ სხვების დემოტივაცია არ გამოვიწვიო?

რას გთავაზობთ?

  1. თქვენზე მორგებულ გადაწყვეტებს - HR კონსულტანტებთან ერთად, გააანალიზებთ არსებულ საჭიროებებს, შექმნით ან განაახლებთ არსებულ დოკუმენტებს, გადაწყვეტთ თქვენთან არსებულ გამოწვევებს და გაეცნობით საუკეთესო პრაქტიკებს.
  2. სწრაფ პასუხებს არსებულ შეკითხვებზე - პროფესიონალებთან ერთად, სხვადასხვა მიმართულებით შეძლებთ მიიღოთ სანდო რჩევები, იქნება ეს ადმინისტრაირების საკითხები, შეფასება, ანალიტიკა თუ რეპორტინგი.
  3. მოქნილ მომსახურებას - დამატებითი კონტრაქტების გაფორმებისა თუ გრძელვადიანი შეთანხმებების გარეშე, მარტივად შეგიძლიათ დაგეგმოთ ონლაინ ან ჰიბრიდული შეხვედრები ექსპერტებთან და სწრაფად გადაჭრათ არსებული საკითხები.
  4. შესაბამისობასა და რისკების მართვას - იყავით თანმიმდევრული ნებისმიერი ტიპის კანონმდებლობის ცვლილებასთან მიმართებაში და მარტივად, შემცირებული რისკებით მართეთ სამართლებრივ საკითხებთან დაკავშირებული სირთულეები.
  5. სტრატეგიულ მართვას - მოიყვანეთ თქვენი HR პოლიტიკა ბიზნეს მიზნებთან შესაბამისობაში. ერთობლივი სტრატეგიული დაგეგმვის შემთხვევაში, დაგეხმარებით გრძელვადიან ზრდასა და წარმატების მიღწევაში.

როგორ გთავაზობთ?

კონსულტაციისა თუ სხვა ტიპის მომსახურების საჭიროების შემთხვევაში, უნდა შეავსოთ სარეგისტრაციო ფორმა და კოორდინატორი დაგიკავშირდებათ დეტალების დასაზუსტებლად.

შეხვედრებზე დასწრება შესაძლებელია ინდივიდუალურად ან ჯგუფურად, მაქსიმუმ 3 ადამიანის ოდენობით.

შეხვედრების ფორმატი

საკონსულტაციო შეხვედრები შესაძლოა ჩატარდეს როგორც დისტანციურად, ასევე აუდიტორულ რეჟიმში (ჯიპას შენობაში). საკონსულტაციო შეხვედრები ჩატარდება საღამოს საათებში - 19:00-დან 22:00 საათამდე, ან შაბათ დღეს (დღის პირველ ნახევარში).

საკონსულტაციო მომსახურების თემატიკა 

შეხვედრის დასაგეგმად, მნიშნვნელოვანია სარეგისტრაციო ფორმაში მონიშნოთ და აარჩიოთ თქვენთვის სასურველი თემები, კერძოდ:

  1. თანამშრომელთა ადმინისტრირება - ორგანიზაციული სტრუქტურის მიხედვით საშტატო განრიგის შემუშავება, სახელფასო ფაილის შემუშავება და სხვა.
  2. სამუშაო აღწერილობების შემუშავება/დახვეწა
  3. გრეიდების სისტემის შემუშავება ან/და გამართვა - სტრუქტურისა და სამუშაო აღწერილობების მიხედვით პოზიციების რანჟირება
  4. შეფასების სისტემის შამუშავება ან არსებულის გაუმჯობესება - ორგანიზაციაში არსებული პროცესების, სამუშაო აღწერილობების მიხედვით შეფასების მეთოდების შემუშავება და დანერგვაში დახმარება
  5. საბონუსე სისტემის შემუშავება ან/და გამართვა - სამუშაო აღწერილობებზე და პოზიციის ფუნქციებზე დაყრდნობით საბონუსე სისტემის დანერგვის რელევანტურობის განსაზღვრა და ბონუსირების სქემის შემუშავებაში დახმარება
  6. სახელფასო სისტემის დახვეწა - ხელფასების მატების პრინციპის შემუშავებაში დახმარება, შიდა და გარე სამართლიანობის პრინციპის გათვალისწინება.
  7. ადამიანური რესურსების სტრატეგიული მართვა - ზოგადი კონსულტაციები ადამიანური რესურსების მართვასთან მიმართებაში.

 

თითოეული თემა სარეგისტრაციო ფორმაში ჩაშლილია ქვეთემებად, რომ გაგიმარტივდეთ შერჩევის პროცესი, ხოლო ჩვენ გაგვიმარტივდეს თქვენს საჭიროებებზე მორგებული დაგეგმარება.

შეგიძლიათ ასევე, კომენტარის ველში მოგვწეროთ თქვენი შეკითხვები ან კონკრეტული საკითხი, რაზეც გსურთ კონსულტაციის მიღება.

 

ვინ შეიძლება ისარგებლოს აღნიშნული სერვისით:

  • კომპანიის მენეჯმენტმა, რომელიც გამოყოფს წარმომადგენელს (უმჯობესია HR მიმართულებიდან);
  • HR სასერტიფიკაციო კურსის კურსდამთავრებულმა, რომელსაც სურს თეორიული და პრაქტიკული საკითხები კონკრეტულ კომპანიას და იქ მიმდინარე პროცესებს მოარგოს და დანერგოს;
  • მოქმედმა HR-მა, რომელსაც სურს ზემოთ ჩამოთვლილი სისტემ(ებ)ის შემუშავება და დანერგვა.

რუსუდან (მაცაცო) პაპავა - აქვს ადამიანური რესურესების მართვის სფეროში 14  წლიანი გამოცდილება  სხვადასხვა მმართველ პოზიციებზე. განხორციელებული აქვს მასშტაბური პროექტები HR ბიზნეს სტრატეგიების,  თანამშრომელთა განვითარების სისტემების შემუშავებისა და დანერგვის კუთხით. ძირითადი მიმართულებები - ბიზნეს პროცესების აუდიტი, შიდა ორგანიზაციული კვლევები, თანამშრომელთა შერჩევა,  ტრენინგები და პროფესიული განვითარება. 15+ წლის მანძილზე წამყვანი ტრენერ-კონსულტანტთა პროექტების მართვის, ზოგადი მენეჯმენტის და ეფექტური მომსახურების  მიმართულებით.

ნანა თვალაბეიშვილი - აქვს ადამიანური რესურსების მართვის სფეროში 12  წლიანი გამოცდილება მენეჯერულ პოზიციებზე, როგორც ადგილობრივ, ასევე საერთაშორისო კომპანიებში. უძღვებოდა მასშტაბურ პროექტებს, რომლებიც მიზნად ისახავდა კომპანიის შიდა ორგანიზაციული გარემოს შესწავლას, ბენეფიტებისა და კომპენსაციის სისტემების შემუშავებას და დანერგვას. ძირითადი მიმართულებები - ბენეფიტებისა და კომპენსაციის სისტემები, შიდა ორგანიზაციული კვლევები, ტრენინგები და პროფესიული განვითარება 15+ წლის მანძილზე საქმიანობს როგორც წამყვანი ტრენერ-კონსულტანტი პროექტების მართვის, ზოგადი მენეჯმენტის და ეფექტური მომსახურების  მიმართულებით.

ნატა სანიკიძე - აქვს ადამიანური რესურესების მართვის სფეროში 10+ წლიანი გამოცდილება, მათ შორის სხვადასხვა მმართველ პოზიციებზე. განხორციელებული აქვს მასშტაბური პროექტები, ფეიროლ სისტემის შემუშავების, HR სოფტისა და ადმინისტრაციული პროცესების დანერგვის კუთხით. ძირითადი მიმართულებები - ბენეფიტებისა და კომპენსაციის მართვა, პერსონალის ადმინისტრირებასთან დაკავშირებული პროცესების/დოკუმენტბრუნვის მართვა.

საჯარო სექტორის ადამიანური რესურსების მართვის კონსულტანტი

ნინო ბერუაშვილი - ფლობს ადამიანური რესურსების მართვის და სწავლების სფეროში 18 წლიან გამოცდილებას სხვადასხვა წამყვან ორგანიზაციებში ისეთ საპასუხისმგებლო მენეჯერულ პოზიციებზე, როგორიცაა  ეროვნული ბანკის HR სამსახურის უფროსი, იუსტიციის სამინისტროს სასწავლო ცენტრის დირექტორი და ა.შ. ამჟამად არის ორგანიზაცია ,,MinDoor”-ის მმართველი პარტნიორი და დამფუძნებელი. გარდა ამისა, ნინო აქვს ათწლიანი გამოცდილება  ორგანიზაციული განვითარების სფეროში, როგორც ექსპერტსა და კონსულტანტს. განხორციელებული აქვს არაერთი პროექტი სხვადასხვა საერთაშორისო, დონორ ორგანიზაციებთან თანამშრომლობით (Counsil of Europe, EU, EUIPO, GIZ და ა.შ.)  ნინო ფსიქოლოგიის მაგისტრია, ასევე გავლილი აქვს კემბრიჯის უნივერსიტეტის ბიზნესის სკოლის ლიდერობის პროგრამა (Advanced Leadership Program). ის ასევე არის სერთიფიცირებული ქოუჩი (Erickson International; Jungian International School, Coaching rising) და ემოციური ინტელექტის სერთიფიცირებული ტრენერი (Rochemartin London). გარდა ამისა, პარალელურად დაკავებულია აკადემიური საქმიანობით რამდენიმე უნივერსიტეტში.

მომსახურების საათობრივი ღირებულება შეადგენს 200 ლარს. არასრული საკონსულტაციო მომსახურების ღირებულება შეადგენს 50 ლარს. არასრულ საკონსულტაციო მომსახურებაში იგულისხმება მოკლე, მაქსიმუმ 10 წუთიანი შეხვედრები.  

გადახდა

გადახდა უნდა განხორციელდეს ორგანიზაციის ანგარიშზე. პირადი ნომერი და მომსახურების დასახელება „საკონსულტაციო მომსახურება“ უნდა მიეთითოს საგადახდო დავალებაში.

 

საბანკო რეკვიზიტები:

  • სს „ თიბისი ბანკი“
  • საბანკო კოდი (მფო): TBCB GE 22
  • მიმღების დასახელება - ააიპ საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტი

 

ანგარიშის ნომერი - GE84TB1100000110700419 / GEL

ჟანა ანთია

ხელმძღვანელი 

ტრენინგებისა და კონსულტაციების ცენტრი

მის: მარი ბროსეს 2, თბილისი, 0108

ელ-ფოსტა: zh.antia@gipa.ge

მობ: 595 59 23 01