ადამიანური რესურსების მართვა (ქუთაისი)

კურსის მიზანია მონაწილეებს  ჩამოუყალიბდეთ ზოგადი ხედვა ადამიანური რესურსების მართვის (არმ) როლისა და ფუნქციის შესახებ. გაეცნონ არმ ძირითად სისტემებს და განსაზღვრონ მათი კონკრეტულ ბიზნესზე/ორგანიზაციაზე მორგების გზები.

კურსის გავლის შემდეგ მონაწილეები შეძლებენ კომპანიაში კადრის საჭიროების დადგენას, თანამშრომელთა შერჩევას, არსებული კადრის პროფესიული და კარიერული ზრდის ხელშეწყობას.

კურსის მანძილზე მიღებული პრაქტიკული ცონდის და უნარების გამოყენებით მონაწილეები რეალურ წვლილს შეიტანენ ბიზნესის წარმატებაში.

კურსის თემატიკა:

  • არმ როლი და ძირითადი ფუნქცია კომპანიაში;
  • არმ ძირითადი მიმართულებები;
  • რეკრუტმენტის ეტაპები და მეთოდები;
  • პოზიციების სპეციფიკაცია და  კატეგორიზება  (გრეიდების სისტემა)
  • შეფასების სისტემა;
  • მოტივაციის სისტემები.

კურსის მოცულობა: 16 საათი, ლექციები ჩატარდება შაბათ-კვირას 10:00 საათიდან 18:00 საათამდე (შესვენების ჩათვლით)

სწავლების ენა: ქართული

ტრენინგის ჩატარების ადგილი: ქ. ქუთაისი

ტრენინგით დაინტერესებულმა პირებმა უნდა გადმოაგზავნონ პირადობის მოწობის ასლი, ავტობიოგრაფია (CV) და სამოტივაციო წერილი საკონტაქტო მეილზე (s.sukhiashvili@gipa.ge) და შეავსონ სააპლიკაციო ფორმა.

საბუთების მიღების ბოლო ვადა არის 2018 წლის  4 ივლისი. ტრენინგი ჩატარდება 2018 წლის 7 და 8 ივლისს.

შერჩევის კრიტერიუმი:

  • მოტივაცია

ტრენინგის ღირებულება: 225 ლარი

გადახდის გრაფიკი:თანხა უნდა ჩაირიცხოს 2018 წლის 6 ივლისს.

სს „ თიბისი ბანკი“
საბანკო კოდი (მფო): TBCB GE 22
მიმღების დასახელება - ააიპ საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტი
ანგარიშის ნომერი - GE84TB1100000110700419 / GEL

*გადახდისას, დანიშნულებაში მიუთითეთ სახელი, გვარი, პირადი ნომერი და ტრენინგის სახელწოდება.

სწავლის დასრულების შემდეგ მონაწილეებს გადაეცემათ ადამიანური რესურსების მართვის სერტიფიკატი

სერტიფიკატის აღების წინაპირობა:მსმენელები სრულად უნდა დაესწრონ ტრენინგს

მაცაცო პაპავა - აქვს ადამიანური რესურესების მართვის სფეროში 14 წლიანი გამოცდილება სხვადასხვა მმართველ პოზიციებზე. განხორციელებული აქვს მასშტაბური პროექტები HR ბიზნეს სტრატეგიების, თანამშრომელთა განვითარების სისტემების შემუშავებისა და დანერგვის კუთხით.

ძირითადი მიმართულებები - ბიზნეს პროცესების აუდიტი, შიდა ორგანიზაციული კვლევები, თანამშრომელთა შერჩევა, ტრენინგები და პროფესიული განვითარება.

10+ წლის მანძილზე წამყვანი ტრენერ-კონსულტანტთა პროექტების მართვის, ზოგადი მენეჯმენტის და ეფექტური მომსახურების მიმართულებით.

ნანა თვალაბეიშვილი - აქვს ადამიანური რესურსების მართვის სფეროში 12 წლიანი გამოცდილება მენეჯერულ პოზიციებზე, როგორც ადგილობრივ, ასევე საერთაშორისო კომპანიებში. უძღვებოდა მასშტაბურ პროექტებს, რომლებიც მიზნად ისახავდა კომპანიის შიდა ორგანიზაციული გარემოს შესწავლას, ბენეფიტებისა და კომპენსაციის სისტემების შემუშავებას და დანერგვას.

ძირითადი მიმართულებები - ბენეფიტებისა და კომპენსაციის სისტემები, შიდა ორგანიზაციული კვლევები, ტრენინგები და პროფესიული განვითარება

10+ წლის მანძილზე საქმიანობს როგორც წამყვანი ტრენერ-კონსულტანტი პროექტების მართვის, ზოგადი მენეჯმენტის და ეფექტური მომსახურების მიმართულებით.

დაგვიკავშირდით

  • გოგებაშვილის 12, ქუთაისი, საქართველო
  • 577 011 257
  • s.sukhaishvili@gipa.ge