eng_
კურსის მიზანია მონაწილეებს ჩამოუყალიბდეთ ზოგადი ხედვა ადამიანური რესურსების მართვის (არმ) როლისა და ფუნქციის შესახებ. გაეცნონ არმ ძირითად სისტემებს და განსაზღვრონ მათი კონკრეტულ ბიზნესზე/ორგანიზაციაზე მორგების გზები.
კურსის გავლის შემდეგ მონაწილეები შეძლებენ კომპანიაში კადრის საჭიროების დადგენას, თანამშრომელთა შერჩევას, არსებული კადრის პროფესიული და კარიერული ზრდის ხელშეწყობას.
კურსის მანძილზე მიღებული პრაქტიკული ცონდის და უნარების გამოყენებით მონაწილეები რეალურ წვლილს შეიტანენ ბიზნესის წარმატებაში.
კურსის თემატიკა:
eng_
კურსის მოცულობა: 16 საათი, ლექციები ჩატარდება შაბათ-კვირას 10:00 საათიდან 18:00 საათამდე (შესვენების ჩათვლით)
სწავლების ენა: ქართული
ტრენინგის ჩატარების ადგილი: ქ. ქუთაისი
eng_
ტრენინგით დაინტერესებულმა პირებმა უნდა გადმოაგზავნონ პირადობის მოწობის ასლი, ავტობიოგრაფია (CV) და სამოტივაციო წერილი საკონტაქტო მეილზე (s.sukhiashvili@gipa.ge) და შეავსონ სააპლიკაციო ფორმა.
საბუთების მიღების ბოლო ვადა არის 2018 წლის 20 ივნისი. ტრენინგი ჩატარდება 2018 წლის 23 და 24 ივნისს.
შერჩევის კრიტერიუმი:
eng_
ტრენინგის ღირებულება: 225 ლარი
გადახდის გრაფიკი:თანხა უნდა ჩაირიცხოს 2018 წლის 22 ივნისს
eng_
სს „ თიბისი ბანკი“
საბანკო კოდი (მფო): TBCB GE 22
მიმღების დასახელება - ააიპ საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტი
ანგარიშის ნომერი - GE84TB1100000110700419 / GEL
*გადახდისას, დანიშნულებაში მიუთითეთ სახელი, გვარი, პირადი ნომერი და ტრენინგის სახელწოდება.
eng_
სწავლის დასრულების შემდეგ მონაწილეებს გადაეცემათ ადამიანური რესურსების მართვის სერტიფიკატი
სერტიფიკატის აღების წინაპირობა:მსმენელები სრულად უნდა დაესწრონ ტრენინგს
eng_
მაცაცო პაპავა - აქვს ადამიანური რესურესების მართვის სფეროში 14 წლიანი გამოცდილება სხვადასხვა მმართველ პოზიციებზე. განხორციელებული აქვს მასშტაბური პროექტები HR ბიზნეს სტრატეგიების, თანამშრომელთა განვითარების სისტემების შემუშავებისა და დანერგვის კუთხით.
ძირითადი მიმართულებები - ბიზნეს პროცესების აუდიტი, შიდა ორგანიზაციული კვლევები, თანამშრომელთა შერჩევა, ტრენინგები და პროფესიული განვითარება.
10+ წლის მანძილზე წამყვანი ტრენერ-კონსულტანტთა პროექტების მართვის, ზოგადი მენეჯმენტის და ეფექტური მომსახურების მიმართულებით.
ნანა თვალაბეიშვილი - აქვს ადამიანური რესურსების მართვის სფეროში 12 წლიანი გამოცდილება მენეჯერულ პოზიციებზე, როგორც ადგილობრივ, ასევე საერთაშორისო კომპანიებში. უძღვებოდა მასშტაბურ პროექტებს, რომლებიც მიზნად ისახავდა კომპანიის შიდა ორგანიზაციული გარემოს შესწავლას, ბენეფიტებისა და კომპენსაციის სისტემების შემუშავებას და დანერგვას.
ძირითადი მიმართულებები - ბენეფიტებისა და კომპენსაციის სისტემები, შიდა ორგანიზაციული კვლევები, ტრენინგები და პროფესიული განვითარება
10+ წლის მანძილზე საქმიანობს როგორც წამყვანი ტრენერ-კონსულტანტი პროექტების მართვის, ზოგადი მენეჯმენტის და ეფექტური მომსახურების მიმართულებით.