პირველი პროფესიული პროგრამა საქართველოში
საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტის (GIPA) ტრენინგებისა და კონსულტაციების ცენტრი გთავაზობთ ინოვაციურ, პროფესიულ სასერტიფიკატო პროგრამას ადამიანური რესურსების მართვაში.
მონაწილეები გაეცნობიან ადამიანური რესურსების მართვის სრულიად ახალ და თანამედროვე ხედვებს.
პროგრამის მიზანია, მონაწილეებს ჩამოუყალიბდეთ ფართო ხედვა HR ბიზნეს პარტნიორის როლისა და ფუნქციის შესახებ, რაც მიმართულია ორგანიზაციაში ისეთი სისტემების შემუშავებაზე, რომლებიც ხელს უწყობენ ერთი მხრივ, ბიზნესის განვითარებასა და წარმატებას, მეორე მხრივ თანამშრომლებისთვის სამართლიანი და ჯანსაღი გარემოს შექმნას.
კურსი სრულიად პრაქტიკულია და მისი მიმდინარეობის პროცესში მონაწილეები კონკრეტული ორგანიზაციებისთვის შეიმუშავებენ და პროცედურულად გამართავენ შემდეგ HR სისტემებს:
სწავლება ინტერაქტიულია და ითვალისწინებს აქტიურ ჩართულობას. მონაწილეებს საშუალება ექნებათ დადგეგმონ და გაანალიზონ რეალური HR პროექტები, თითოეული ბლოკის შემდეგ წარმოადგენენ კონკრეტულ პროექტებს/პრეზენტაციებს, ხოლო კურსის დასასრულს - იმუშავებენ შემაჯამებელ პროექტზე.
კურსი განკუთვნილია ადამიანური რესურსების მართვის სფეროში დასაქმებული სპეციალისტებისათვის, რომლებსაც სურთ გაიღრმავონ საკუთარი ცოდნა და უნარები ამ მიმართულებით;
შინაარსი:
1. ორგანიზაციისა და არმ-ს (ადამიანური რესურსების მართვა) როლი
2. რეკრუტმენტი
3. ადამიანური რესურსების განვითარების სისტემები
4. თანამშრომელთა შეფასებები და HR კვლევები
5. კომპენსაციები და ბენეფიტები
6. საქართველოს შრომის კანონმდებლობა
სწავლის ხანგრძლივობა: 109 საათი. ლექციები ჩატარდება კვირაში სამჯერ ან ოთხჯერ, კვირის დღეებში 19:00-დან 22:00-მდე. შაბათობით- დღის განმავლობაში.
სწავლების ენა: ქართული
სასერტიფიკატო პროგრამით დაინტერესებულმა პირებმა უნდა შეავსონ სააპლიკაციო ფორმა.
რეგისტრაციის ბოლო ვადა არის 2021 წლის 8 მარტი. რეგისტრაციის დასრულების შემდეგ, ჩატარდება გასაუბრება მიმღებ კომისიასთან.
სწავლა დაიწყება 2021 წლის 15 მარტს.
შერჩევის კრიტერიუმები:
პროგრამის ღირებულება: 1800 ლარი
გადახდის გრაფიკი: თანხის ნაწილი, 1000 ლარი უნდა ჩაირიცხოს სწავლის დაწყებიდან პირველი კვირის განმავლობაში და 800 ლარი - სწავლის შუა პერიოდში.
პროგრამის ფარგლებში მოქმედებს შემდეგი სახის ფასდაკლებები:
1. GIPA – ს კურსდამთავრებულთათვის – 10%
2. ოჯახის წევრების ერთ კურსზე ერთდროულად სწავლის შემთხვევაში – 10%
კორპორატიული ფასდაკლება:
1. ორი ან სამი თანამშრომელი – 10%
2. ოთხი თანამშრომელი – 15%
3. ხუთი ან მეტი თანამშრომელი – 20%
*კორპორატიული ფასდაკლება მოქმედებს მხოლოდ ორგანიზაციის მიერ სწავლის დაფინანსების შემთხვევაში
*პროგრამით დაინტერესებულ პირს შეუძლია ისარგებლოს მხოლოდ ერთი ფასდაკლებით
საბანკო რეკვიზიტები:
სს „ თიბისი ბანკი“
საბანკო კოდი (მფო): TBCB GE 22
მიმღების დასახელება - ააიპ საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტი
ანგარიშის ნომერი - GE84TB1100000110700419 / GEL
*გადახდისას, დანიშნულებაში მიუთითეთ პირადი ნომერი და პროგრამის სახელწოდება.
სწავლის დასრულების შემდეგ მონაწილეებს გადაეცემათ ადამიანური რესურსების მენეჯერის სერტიფიკატი (Human Resources Manager).
სერტიფიკატი გაიცემა გრეიდების მიხედვით.
სერტიფიკატის აღების წინაპირობა: პროგრამის მანძილზე, მსმენელებმა განვლილ საგნებში უნდა ჩააბარონ გამოცდები, ასევე კურსის ბოლოს უნდა წარმოადგინონ ინდივიდუალური პროექტი.
მაცაცო პაპავა - აქვს ადამიანური რესურესების მართვის სფეროში 14 წლიანი გამოცდილება სხვადასხვა მმართველ პოზიციებზე. განხორციელებული აქვს მასშტაბური პროექტები HR ბიზნეს სტრატეგიების, თანამშრომელთა განვითარების სისტემების შემუშავებისა და დანერგვის კუთხით.
ძირითადი მიმართულებები - ბიზნეს პროცესების აუდიტი, შიდა ორგანიზაციული კვლევები, თანამშრომელთა შერჩევა, ტრენინგები და პროფესიული განვითარება.
15+ წლის მანძილზე წამყვანი ტრენერ-კონსულტანტთა პროექტების მართვის, ზოგადი მენეჯმენტის და ეფექტური მომსახურების მიმართულებით.
ნანა თვალაბეიშვილი - აქვს ადამიანური რესურსების მართვის სფეროში 12 წლიანი გამოცდილება მენეჯერულ პოზიციებზე, როგორც ადგილობრივ, ასევე საერთაშორისო კომპანიებში. უძღვებოდა მასშტაბურ პროექტებს, რომლებიც მიზნად ისახავდა კომპანიის შიდა ორგანიზაციული გარემოს შესწავლას, ბენეფიტებისა და კომპენსაციის სისტემების შემუშავებას და დანერგვას.
ძირითადი მიმართულებები - ბენეფიტებისა და კომპენსაციის სისტემები, შიდა ორგანიზაციული კვლევები, ტრენინგები და პროფესიული განვითარება
15+ წლის მანძილზე საქმიანობს როგორც წამყვანი ტრენერ-კონსულტანტი პროექტების მართვის, ზოგადი მენეჯმენტის და ეფექტური მომსახურების მიმართულებით.
ნინო ბაქარაშვილი - ადამიანური რესურესების მართვის სფეროში 15 წლიანი გამოცდილება სხვადასხვა მმართველ პოზიციებზე. განხორციელებული აქვს მასშტაბური პროექტები HR ბიზნეს სტრატეგიების, თანამშრომელთა განვითარების სისტემების შემუშავებისა და დანერგვის კუთხით.
ძირითადი მიმართულებები - ადამიანური რესურსების მართვა, კადრების შერჩევა, პროცესების მართვა, შეფასების სისტემები, კომპენსაციები და ბენეფიტები.
სოფო სუხიაშვილი
კოორდინატორი
ტრენინგებისა და კონსულტაციების ცენტრი
მის: იეთიმ გურჯის ქუჩა 9, თბილისი, 0105
ელ-ფოსტა: s.sukhiashvili@gipa.ge
მობ: +995 577 011 257