• EN
  • GIPA შენთვის
  • პროგრამები
  • GIPA-ს შესახებ
  • GIPA-ს გუნდი
  • GIPA-ს სტრუქტურა
  • GIPA-ს საუნივერსიტეტო ფონდი
  • VSB – Technical University of Ostrava

    VSB – ოსტრავის ტექნიკური უნივერსიტეტი (VSB–TUO) ჩეხეთის რესპუბლიკის ერთ-ერთი წამყვანი საჯარო ტექნიკური უნივერსიტეტია, რომელიც ქალაქ ოსტრავაში მდებარეობს. უნივერსიტეტი ცნობილია ინჟინერიის, ტექნოლოგიების, საბუნებისმეტყველო მეცნიერებებისა და ეკონომიკის მიმართულებებით მაღალი ხარისხის განათლებით, გამოყენებითი კვლევებითა და ინდუსტრიასთან მჭიდრო თანამშრომლობით. აქვე ფუნქციონირებს თანამედროვე კვლევითი ცენტრები, მათ შორის ჩეხეთის პირველი Fraunhofer Innovation Platform გამოყენებითი ხელოვნური ინტელექტის მიმართულებით.

    1849 წელს სამთო სასწავლებლად დაარსებული უნივერსიტეტი დროთა განმავლობაში თანამედროვე ტექნიკურ უნივერსიტეტად ჩამოყალიბდა. დღეს იგი განსაკუთრებული წარმატებით ვითარდება ინფორმაციული ტექნოლოგიების, მასალათმცოდნეობის, ენერგეტიკისა და ხელოვნური ინტელექტის სფეროებში. სტუდენტებს სთავაზობს საერთაშორისო გაცვლით პროგრამებს, კარიერული განვითარების ფართო შესაძლებლობებსა და მჭიდრო თანამშრომლობას ბიზნესისა და სამეცნიერო-კვლევით სექტორთან.