University of Santiago de Compostela

University of Santiago de Compostela 

სანტიაგო დე კომპოსტელას უნივერსიტეტი დაარსდა 1495 წელს, და წარმოადგენს მსოფლიოს  ერთ-ერთ უძველეს უნივერსიტეტს. რომელიც მუდმივად მუშაობს. ადამიანური რესურსების თვალსაზრისით, უნივერსიტეტს ჰყავს 2000-ზე მეტი პედაგოგი, რომლებიც ჩართულნი არიან სწავლასა და კვლევებში, 42000-ზე მეტი სტუდენტი და 1000-ზე ადმინისტრაციის თანამშრომელი.  უფრო მეტიც, 2009 წელს უნივერსიტეტმა მიიღო განათლების სამინისტროს მიერ საერთაშორისო ბრწყინვალების კამპუსის აკრედიტაცია, რომელიც USC – ს ესპანეთის ერთ – ერთ პრესტიჟულ უნივერსიტეტად აღიარებს.

ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმსა და სტუდენტთა გაცვლის შესახებ შეთანხმებას ხელი მოეწერა 2018 წლის იანვარში. ზემოაღნიშნული შეთანხმების საფუძველზე, ორ უნივერსიტეტს შორის დაინერგა სტუდენტების გაცვლითი პროგრამა, რომლის ფარგლებში, ყოველწლიურად შესაძლებელია 2-2 სტუდენტის გაგზავნა პარტნიორ უნივერსიტეტში სწავლების სრული სემესტრის გასავლელად.

გარდა ამისა, 2019 წლიდან GIPA-სა და სანტიაგო დე კომპოსტელას უნივერსიტეტს შორის თანამშრომლობა ხორციელდება ასევე „Erasmus+“-ის პროგრამის ფარგლებში; (International Credit Mobility): -სტუდენტებისა და ადმინისტრაციული/აკადემიური პერსონალის გაცვლა);

თანამშრომლობის მიმართულებები: ყველა;