Erasmus+ არის ევროკავშირის საგრანტო პროგრამა, რომელიც განახორციელებს პროექტებს განათლების, ტრეინინგის, ახალგაზრდობისა და სპორტის მიმართულებით 2014 წლიდან მოყოლებული.
აღნიშნული პროგრამის მიზანია განათლების მოდერნიზება, ცოდნისა და დასაქმების დონის ამაღლება, ასევე, ტრეინინგები და ახალგაზრდებთან მუშაობა.
Erasmus+ საერთაშორისო კრედიტ მობილობა (International Credit Mobility – ICM) - მოკლევადიანი გაცვლითი პროგრამაა უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების სტუდენტებისთვის და აკადემიური/ადმინისტრაციული პერსონალისთვის.
ICM-ის გაცვლითი პროგრამები ხორციელდება GIPA-სა და ევროპის პარტნიორ უნივერსიტეტებს შორის გაფორმებული საპარტნიორო შეთანხმების ფარგლებში.
გოტენბურგის უნივერსიტეტი მდებარეობს შვედეთის სიდიდით მეორე ქალაქში, გოტენბურგში. იგი შვედეთის ერთ ერთი უძველესი და წამყვანი უნივერსიტეტია, რომელშიც სწავლობს 37,000 სტუდენტი და დასაქმებულია 6000-მდე აკადემიური და ადმინისტრაციული პერსონალი.
GIPA-სა და University of Gothenburg-ს შორის თანამშრომლობა ხორციელდება 2019 წლიდან „Erasmus+“-ის პროგრამის ფარგლებში; (International Credit Mobility: -სტუდენტებისა და ადმინისტრაციული/აკადემიური პერსონალის გაცვლა);
თანამშრომლობის მიმართულება: სოციალური მეცნიერებები;