ფლორენციის უნივერსიტეტის წარმოშობა თარიღდება 1321 წელს ფლორენციის
რესპუბლიკის მიერ დაარსებული Studium Generale-ით. ფლორენციის უნივერსიტეტი
არის იტალიის ერთ ერთი მნიშვნელოვანი და გავლენიანი ცენტრი კვლევისა და
უმაღლესი განათლების მიმართულებით. მასში დასაქმებულია 1,800 ლექტორი და
სამეცნიერო პერსონალით, 1,600 ტექნიკური . და ადმინისტრაციული პერსონალი და
1600-ზე მეტი მკვლევარი ასისტენტი და დოქტორანტი.
კულტურული და სამეცნიერო თანამშრომლობის შესახებ შეთანხმებას ხელი მოეწერა
2022 წლის იანვარში. ზემოაღნიშნული შეთანხმების საფუძველზე, ორ უნივერსიტეტს
შორის დაინერგა სტუდენტთა გაცვლითი პროგრამა, რომლის ფარგლებში,
ყოველწლიურად შესაძლებელია 4-4 სტუდენტის გაგზავნა პარტნიორ უნივერსიტეტში
სწავლების სრული სემესტრის გასავლელად.
თანამშრომლობის მიმართულებები: პოლიტიკური მეცნიერებები;