University of Dąbrowa Górnicza

University of Dąbrowa Górnicza

Dąbrowa Górnicza-ს უნივერსიტეტი (UDG) ხვდება საუკეთესო უნივერსიტეტების რეიტინგში რამდენიმე წლის განმავლობაში. "Perspektywy Rzeczpospolita"-ის მიხედვით,  UDG- მ დაიკავა პირველი ადგილი სილეზიის რეგიონში და მეათე ადგილი პოლონეთში. საქმიანობის დაწყებიდან 20 000 კურსდამთავრებულმა მიიღო პრაქტიკული და თეორიული ცოდნა, რაც მათ საშუალებას აძლევს შევიდნენ ევროპულ შრომის ბაზარზე. 

ურთიერთ თანამშრომლობის მემორანდუმსა და სტუდენტთა გაცვლის შესახებ შეთანხმებას ხელი მოეწერა 2018 წელს. ზემოთ აღნიშნული შეთანხმების საფუძველზე, ორ უნივერსიტეტს შორის დაინერგა სტუდენტების გაცვლითი პროგრამა, რომლის ფარგლებში, ყოველწლიურად შესაძლებელია 2-2 სტუდენტის გაგზავნა პარტნიორ უნივერსიტეტში სწავლების სრული სემესტრის გასავლელად.

თანამშრომლობის მიმართულებები: მენეჯმენტი, ეკონომიკა, ბიზნესი;