Erasmus+ არის ევროკავშირის საგრანტო პროგრამა, რომელიც განახორციელებს პროექტებს განათლების, ტრეინინგის, ახალგაზრდობისა და სპორტის მიმართულებით 2014 წლიდან მოყოლებული.
აღნიშნული პროგრამის მიზანია განათლების მოდერნიზება, ცოდნისა და დასაქმების დონის ამაღლება, ასევე, ტრეინინგები და ახალგაზრდებთან მუშაობა.
Erasmus+ საერთაშორისო კრედიტ მობილობა (International Credit Mobility – ICM) - მოკლევადიანი გაცვლითი პროგრამაა უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების სტუდენტებისთვის და აკადემიური/ადმინისტრაციული პერსონალისთვის.
ICM-ის გაცვლითი პროგრამები ხორციელდება GIPA-სა და ევროპის პარტნიორ უნივერსიტეტებს შორის გაფორმებული საპარტნიორო შეთანხმების ფარგლებში.
ლიუბლინის მეწარმეობისა და ადმინისტრირების საუნივერსიტეტო კოლეჯი (WSPA) დაარსდა 1998 წელს, როგორც კერძო უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება, რომელიც იწყებს პირველ სასწავლო პროგრამას "კომპანიის მენეჯმენტი", რომელშიც მონაწილეობს 415 სტუდენტი. მომდევნო 1999/2000 სასწავლო წელს უნივერსიტეტის კოლეჯში უკვე 1 400-ზე მეტი სტუდენტი სწავლობდა.
GIPA-სა და University College of Enterprise and Administration -ს შორის თანამშრომლობა ხორციელდება 2019 წლიდან „Erasmus+“-ის პროგრამის ფარგლებში; (International Credit Mobility: -სტუდენტებისა და ადმინისტრაციული/აკადემიური პერსონალის გაცვლა);
თანამშრომლობის მიმართულებები: ბიზნესი, მენეჯმენტი, პოლიტიკური მეცნიერებები, ჟურნალისტიკა;