Prague University of Economics and Business

Prague University of Economics and Business

პრაღის ეკონომიკისა და ბიზნესის უნივერსიტეტი (VŠE), რომელიც დაარსდა 1953 წელს, არის ყველაზე დიდი სახელმწიფო უნივერსიტეტი ეკონომიკისა და ბიზნესის მიმართულებით ჩეხეთში. VŠE– ექვსი ფაკულტეტი სთავაზობს განმცხადებლებს ბაკალავრის, სამაგისტრო, სადოქტორო და MBA სასწავლო პროგრამების ფართო სპექტრს. ხუთი ფაკულტეტი მდებარეობს პრაღის ცენტრში - ფინანსთა და ბუღალტრული ფაკულტეტი, საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტი, ბიზნესის ადმინისტრირების ფაკულტეტი, ინფორმატიკისა და სტატისტიკის ფაკულტეტი და ეკონომიკის ფაკულტეტი. ხოლო მენეჯმენტის ფაკულტეტი მდებარეობს ქალაქ Jindřichův Hradec- ში.

ურთიერთ თანამშრომლობის მემორანდუმსა და სტუდენტთა გაცვლის შესახებ შეთანხმებას ხელი მოეწერა 2018 წელს. ზემოთ აღნიშნული შეთანხმების საფუძველზე, ორ უნივერსიტეტს შორის დაინერგა სტუდენტების გაცვლითი პროგრამა, რომლის ფარგლებში, ყოველწლიურად შესაძლებელია 2-2 სტუდენტის გაგზავნა პარტნიორ უნივერსიტეტში სწავლების სრული სემესტრის გასავლელად.

თანამშრომლობის მიმართულება: ყველა;