Politehnica University of Timisoara

ტიმიშოარას პოლიტექნიკური უნივერსიტეტი არის საჯარო უნივერსიტეტი ტიმიშოარაში, რუმინეთში. უგი დაარსდა 1920 წელს, და გახლავთ ერთ-ერთი უდიდესი ტექნიკური უნივერსიტეტი ცენტრალურ და აღმოსავლეთ ევროპაში. უნივერსიტეტის 10 ფაკულტეტი ახორციელებს სასწავლო პროგრამებს 13000-მდე სტუდენტისთვის. 2011 წელს ტიმიშოარას პოლიტექნიკური უნივერსიტეტი კლასიფიცირებული იყო, როგორც მოწინავე კვლევითი და განათლების უნივერსიტეტი რუმინეთის განათლების სამინისტროს მიერ. უნივერსიტეტი არის რუმინეთის ტექნიკური უნივერსიტეტების ალიანსის (ARUT) დამფუძნებელი წევრი.

2022-2025 წწ. GIPA-სა და  ტიმიშოარას პოლიტექნიკურ უნივერსიტეტს შორის თანამშრომლობა ხორციელდება  „Erasmus+“-ის პროგრამის ფარგლებში; (International Credit Mobility: -სტუდენტებისა და ადმინისტრაციული/აკადემიური პერსონალის გაცვლა);

თანამშრომლობის მიმართულებები: ბიზნესი; ეკონომიკა;