პარულის უნივერსიტეტი (Parul University) 2015 წელს დაარსდა ინდოეთის გუჯარათის შტატის კერძო უნივერსიტეტების შესახებ კანონის საფუძველზე და წარმოადგენს ერთ-ერთ წამყვან კერძო უნივერსიტეტს ქალაქ ვადოდარაში, გუჯარათის შტატში. უნივერსიტეტის ისტორია 1993 წლიდან იწყება და წლების განმავლობაში იგი ინდოეთის ერთ-ერთ უმსხვილეს საგანმანათლებლო დაწესებულებად ჩამოყალიბდა, სადაც დღეს მსოფლიოს 68-ზე მეტი ქვეყნიდან 2 500-ზე მეტი საერთაშორისო სტუდენტი სწავლობს.
პარულის უნივერსიტეტს აქვს 450-ზე მეტ სადიპლომო, საბაკალავრო, სამაგისტრო და სადოქტორო პროგრამა ბევრი აკადემიური მიმართულებით, მათ შორის ინჟინერიაში, მედიცინაში, ჯანმრთელობის მეცნიერებებში, ფარმაციაში, მენეჯმენტში, სამართალში, დიზაინში, ხელოვნებაში, ჰუმანიტარულ მეცნიერებებში, კომპიუტერულ მეცნიერებებში, სოფლის მეურნეობაში, მედიასა და საშემსრულებლო ხელოვნებაში. უნივერსიტეტი ასევე აღიარებულია ინოვაციების მიმართულებით და NIRF-ისა და ARIIA-ს რეიტინგებით ინდოეთის ერთ-ერთ წამყვან ინოვაციურ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებად არის დასახელებული.
პარულის უნივერსიტეტი ასევე ცნობილია მაღალი სოციალური პასუხისმგებლობით. უნივერსიტეტთან დაკავშირებული Parul Sevashram Hospital — NABH-ის მიერ აკრედიტებული საუნივერსიტეტო კლინიკა — უზრუნველყოფს ხელმისაწვდომ სამედიცინო მომსახურებას და ამავდროულად მნიშვნელოვან როლს ასრულებს სამედიცინო განათლებისა და კვლევების განვითარებაში.
ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმსა და სტუდენტთა გაცვლის შესახებ შეთანხმებას ხელი მოეწერა 2026 წლის მარტში. ზემოაღნიშნული შეთანხმების საფუძველზე, ორ უნივერსიტეტს შორის დაინერგა სტუდენტების გაცვლითი პროგრამა, რომლის ფარგლებში, ყოველწლიურად შესაძლებელია 4-4 სტუდენტის გაგზავნა პარტნიორ უნივერსიტეტში სწავლების სრული სემესტრის გასავლელად.
თანამშრომლობის მიმართულებები: ყველა;