KSU დაარსდა 2003 წელს, იგი აკრედიტირებული უმაღლესი საგანმანათლებლო კერძო დაწესებულებაა, რომელიც მდებარეობს ვილნიუსსა და კლაიპედაში. KSU გამოირჩევა სწავლისადმი ინოვაციური მიდგომით და სამეწარმეო ღირებულებებით.
სწავლება მოიცავს სოციალურ მეცნიერებათა ძირითად მიმართულებებს - ბიზნესი და მენეჯმენტი, საჯარო მმართველობა, სამართალი, კომუნიკაცია, პოლიტიკურ მეცნიერებათა სფეროები. უნივერსიტეტი გთავაზობთ 11 საბაკალავრო, 5 სამაგისტრო და 1 ინტეგრირებულ პროგრამას, ასევე სიცოცხლის მანძილზე სწავლის სასწავლო კურსებს.
აკადემიური თანამშრომლობის მემორანდუმს ხელი მოეწერა 2017 წლის ივლისში;
თანამშრომლობის მიმართულებები: ყველა;