ISCOM – კომუნიკაციისა და რეკლამის უმაღლესი ინსტიტუტი (Institut Supérieur de Communication et Publicité) 1986 წელს დაარსდა და წარმოადგენს საფრანგეთის სახელმწიფოს მიერ აღიარებულ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებას, რომელიც სპეციალიზებულია კომუნიკაციის, მარკეტინგისა და რეკლამის სფეროებში. ინსტიტუტს აქვს RNCP-ის მიერ აკრედიტებულ საბაკალავრო და სამაგისტრო პროგრამები, რომლებიც აერთიანებს მაღალი ხარისხის აკადემიურ განათლებას და პროფესიულ პრაქტიკას.
ISCOM სტუდენტებს სთავაზობს სპეციალიზებულ პროგრამებს ისეთ მიმართულებებში, როგორიცაა საერთაშორისო კომუნიკაცია, ბრენდის შექმნა და დიზაინი, ღონისძიებების მენეჯმენტი, გავლენისა და რეპუტაციის მართვა, გლობალური მარკეტინგული კომუნიკაცია, გლობალური კომუნიკაცია, მარკეტინგისა და რეკლამის სტრატეგიები, ასევე ციფრული მარკეტინგი.
ISCOM საფრანგეთში კომუნიკაციის სფეროს ერთ-ერთ წამყვან უმაღლეს სასწავლებლად მიიჩნევა. 2024 და 2025 წლებში ინსტიტუტმა Le Figaro-ს რეიტინგში მეორე ადგილი დაიკავა, ხოლო დამსაქმებლების შეფასებით, ის ერთ-ერთი ყველაზე მოთხოვნადი და ხშირად რეკომენდებული საგანმანათლებლო დაწესებულებაა კომუნიკაციისა და მარკეტინგის სფეროში.
ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმსა და სტუდენტთა გაცვლის შესახებ შეთანხმებას ხელი მოეწერა 2025 წლის სექტემბერში. ზემოაღნიშნული შეთანხმების საფუძველზე, ორ უნივერსიტეტს შორის დაინერგა სტუდენტების გაცვლითი პროგრამა, რომლის ფარგლებში, ყოველწლიურად შესაძლებელია 4-4 სტუდენტის გაგზავნა პარტნიორ უნივერსიტეტში სწავლების სრული სემესტრის გასავლელად.
თანამშრომლობის მიმართულებები: ბიზნესი, მედია, კომუნიკაცია.