Hanze University of Applied Sciences, Groningen

Hanze University of Applied Sciences, Groningen

ჰანზეს გამოყენებითი მეცნიერების უნივერსიტეტი არის უმსხვილესი ტექნიკური და პროფესიული უნივერსიტეტი ჩრდილოეთ ნიდერლანდებში და მდებარეობს  ქ. გრონინგენში. Hanze UAS გთავაზობთ სხვადასხვა საბაკალავრო და სამაგისტრო პროგრამებს ჰოლანდიურ, ინგლისურ და გერმანულ ენებზე და მჭიდროდ თანამშრომლობს საერთაშორისო პარტნიორ ინსტიტუტებთან.

ურთიერთ თანამშრომლობის მემორანდუმსა და სტუდენტთა გაცვლის შესახებ შეთანხმებას ხელი მოეწერა 2020 წლის ივლისში. ზემოთ აღნიშნული შეთანხმების საფუძველზე, ორ უნივერსიტეტს შორის დაინერგა სტუდენტების გაცვლითი პროგრამა, რომლის ფარგლებში, ყოველწლიურად შესაძლებელია 2-2 სტუდენტის გაგზავნა პარტნიორ უნივერსიტეტში სწავლების სრული სემესტრის გასავლელად.

თანამშრომლობის მიმართულებები: ყველა;