Gottfried Wilhelm Leibniz Universität Hannover

Gottfried Wilhelm Leibniz Universität Hannover

ჰანოვერის უნივერსიტეტი, არის სახელმწიფო კვლევითი უნივერსიტეტი, რომელიც მდებარეობს ჰანოვერში, გერმანია. იგი დაარსდა 1831 წლის 2 მაისს, და წარმოადგენს   ერთ-ერთ უდიდეს და უძველეს სამეცნიერო და ტექნოლოგიურ უნივერსიტეტს გერმანიაში.

ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმსა და სტუდენტთა გაცვლის შესახებ შეთანხმებას ხელი მოეწერა 2017 წლის ნოემბერში. ზემოაღნიშნული შეთანხმების საფუძველზე, ორ უნივერსიტეტს შორის დაინერგა სტუდენტების გაცვლითი პროგრამა, რომლის ფარგლებში, ყოველწლიურად შესაძლებელია 4-4 სტუდენტის გაგზავნა პარტნიორ უნივერსიტეტში სწავლების სრული სემესტრის გასავლელად.

თანამშრომლობის მიმართულებები: ეკონომიკა, მენეჯმენტი, ბიზნესი, გარემოსდაცვითი პოლიტიკა;