Erasmus+ არის ევროკავშირის საგრანტო პროგრამა, რომელიც განახორციელებს პროექტებს განათლების, ტრეინინგის, ახალგაზრდობისა და სპორტის მიმართულებით 2014 წლიდან მოყოლებული.
აღნიშნული პროგრამის მიზანია განათლების მოდერნიზება, ცოდნისა და დასაქმების დონის ამაღლება, ასევე, ტრეინინგები და ახალგაზრდებთან მუშაობა.
Erasmus+ საერთაშორისო კრედიტ მობილობა (International Credit Mobility – ICM) - მოკლევადიანი გაცვლითი პროგრამაა უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების სტუდენტებისთვის და აკადემიური/ადმინისტრაციული პერსონალისთვის.
ICM-ის გაცვლითი პროგრამები ხორციელდება GIPA-სა და ევროპის პარტნიორ უნივერსიტეტებს შორის გაფორმებული საპარტნიორო შეთანხმების ფარგლებში.
Eötvös Loránd University არის უნგრეთის სახელმწიფო კვლევითი უნივერსიტეტი, რომელიც მდებარეობს ქ. ბუდაპეშტში. იგი დაარსდა 1635 წელს, ELTE არის ერთ – ერთი ყველაზე მსხვილი და პრესტიჟული სახელმწიფო უმაღლესი სასწავლებელია უნგრეთში.
GIPA-სა და Eötvös Loránd University -ს შორის თანამშრომლობა ხორციელდება 2020 წლიდან „Erasmus+“-ის პროგრამის ფარგლებში; (International Credit Mobility: -სტუდენტებისა და ადმინისტრაციული/აკადემიური პერსონალის გაცვლა);
თანამშრომლობის მიმართულება: ჟურნალისტიკა;