Berlin School of Economics and Law
ბერლინის ეკონომიკისა და სამართლის სკოლაში სწავლობს 11000-ზე მეტი სტუდენტი . HWR ბერლინი არის გამოყენებითი მეცნიერების ერთ-ერთი მთავარი უნივერსიტეტი გერმანიის დედაქალაქში. იგი ცნობილია პრაქტიკაზე ორიენტირებული სწავლებით, ინტენსიური და მრავალფეროვანი კვლევით, მაღალი ხარისხის სტანდარტებით და ასევე ძლიერი საერთაშორისო ორიენტაციით.
ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმსა და სტუდენტთა გაცვლის შესახებ შეთანხმებას ხელი მოეწერა 2019 წელს. ზემოაღნიშნული შეთანხმების საფუძველზე, ორ უნივერსიტეტს შორის დაინერგა სტუდენტების გაცვლითი პროგრამა, რომლის ფარგლებში, ყოველწლიურად შესაძლებელია 4-4 სტუდენტის გაგზავნა პარტნიორ უნივერსიტეტში სწავლების სრული სემესტრის გასავლელად.
თანამშრომლობის მიმართულებები: საჯარო მმართველობა, მენეჯმენტი, სამართალი, ბიზნესი, ეკონომიკა;