ალანუსის ხელოვნებისა და სოციალურ მეცნიერებათა უნივერსიტეტი 1973 წელს, ბონის მახლობლად დაარსდა და წარმოადგენს გერმანიის სახელმწიფოს მიერ აღიარებულ კერძო უნივერსიტეტს, რომლის კამპუსები ალფტერსა და მანჰაიმში მდებარეობს. უნივერსიტეტში 1 500-ზე მეტი სტუდენტი სწავლობს.
ანთროპოსოფიულ ფილოსოფიაზე დაფუძნებული უნივერსიტეტი სტუდენტებს სთავაზობს პროგრამებს ხელოვნების, არქიტექტურის, განათლების, ბიზნესის, ფილოსოფიისა და სოციალური მეცნიერებების მიმართულებებით. სასწავლო პროცესი აერთიანებს ჰოლისტური განათლების პრინციპებსა და თანამედროვე აკადემიურ სტანდარტებს.
ალანუსი ცნობილია ინტერდისციპლინური მიდგომითა და შემოქმედებით პრაქტიკაზე განსაკუთრებული აქცენტით. უნივერსიტეტი სტუდენტებს სთავაზობს გამორჩეულ სასწავლო გარემოს მცირე აკადემიური ჯგუფების, პროექტებზე დაფუძნებული სწავლებისა და პიროვნული განვითარების ხელშეწყობის გზით.
აკადემიური თანამშრომლობის მემორანდუმს ხელი მოეწერა 2025 წლის თებერბვალში, რომლის ფარგლებშიც გათვალისწინებულია თანამშრომლობა სტუდენტებისა და ადმინისტრაციული/აკადემიური პერსონალის გაცვლის მიმართულებით, ერთობლივი კვლევების ჩატარება, საზაფხულო სკოლების გამართვა, სხვადასხვა სახის ტრენინგების ჩატარება;
თანამშრომლობის მიმართულებები: აუდიო-ვიზუალური ხელოვნება;