ფინანსების მენეჯმენტი

GIPA-ს ფინანსების მენეჯმენტის სასერტიფიკატო პროგრამა განკუთვნილია როგორც დამწყები მენეჯერებისათვის, რომელთაც არ აქვთ პრაქტიკული გამოცდილება და გეგმავენ წარმატებული კარიერის განხორციელებას მენეჯერულ პოზიციაზე, ასევე მოქმედი ფინანსური მენეჯერებისათვის, რომელთაც სურვილი აქვთ გაიღრმავონ ცოდნა ფინანსებში. 

პროგრამის შინაარსი:

1.  Excel-ის გამოყენება ფინანსებში

  • მონაცემების მათემატიკური,ფინანსური და სტატისტიკური დამუშავება
  • მონაცემების შეგროვება, ორგანიზება, კლასიფიცირება,  სისტემატიზაცია
  • მონაცემთა პროფესიული დამუშავება და  აღწერითი ანალიზი
  • რთული ცხრილების დინამიური გარდაქმნებით დამუშავება

2. ფინანსების დაგეგმვაანალიზი და მართვა

  • ფულის ღირებულება დროში, PV, FV, დისკონტირება
  • IRR, NPV, WACC, MIRR, What - if Analysis გამოყენება
  • IPMT,PPMT, NPER, RATE, ეფექტური და ნომინალური პროცენტი
  • ხარჯების სტრუქტურა, ფიქსირებული და ცვლადი ხარჯები, დანახარჯი ერთეულ პროდუქტზე, ფასნამატი
  • მოგება ზარალის ანგარიში, კონტრიბუციული ფორმატის მოგება ზარალი
  • ტენდენციისა და შედარებითი ანალიზი, ROI, ROE, ROS, ROA, დავალიანების კოეფიციენტები
  • PAYBACK PERIOD, ბიზნესის შეფასება, ბიზნესის ტერმინალური ღირებულება, გორდონის მოდელი

3. სტატისტიკის გამოყენება ფინანსების დაგეგმვაში

  • სავალუტო რისკები
  • გაყიდვების პროგნოზირება და დაგეგმვა
  • ხარჯების პროგნოზირება და დაგეგმვა
  • ბიუჯეტირება

4.  საბუღალტრო პლატფორმებიდან მონაცემების ამოღება და ანგარიშგების მომზადება

  • მოგება-ზარალის მომზადება
  • საბალანსო ანგარიშგების მომზადება
  • ფულადი სახსრების მოძრაობის ანგარიშგების მომზადება
  • ფინანსური ანგარიშგების მომზადება 

5. ფინალური პროექტი - განვლილი საგნების საფუძველზე, მონაწილეები მოამზადებენ და წარადგენენ ფინალურ პროექტს/ბიზნეს გეგმას. 

სწავლის ხანგრძლივობა: 3 თვე, ლექციები ჩატარდება კვირაში 3-ჯერ, კვირის დღეებში- 19:00-დან 22:00-მდე; შაბათობით – დღის განმავლობაში.

სწავლების ენა: ქართული

სწავლის დასრულების შემდეგ მონაწილეებს გადაეცემათ ფინანსების მენეჯმენტის პროგრამის დამამთავრებელი სერტიფიკატი.

სერტიფიკატი გაიცემა გრეიდების მიხედვით.

სერტიფიკატის აღების წინაპირობა: პროგრამის მანძილზე, მსმენელებმა განვლილ საგნებში უნდა ჩააბარონ გამოცდები. ასევე, კურსის ბოლოს, უნდა წარმოადგინონ ინდივიდუალური პროექტი.

გიორგი თურქია - სრული პროფესორი ეკონომიკის დარგში. აქვს ბიზნესის მენეჯმენტში ლექციების კითხვის 20-წლიანი გამოცდილება. არის ბიზნესის დაგეგმარებისა და მენეჯმენტის საკითხების ექსპერტი და კონსულტაციებს უწევს სახელმწიფო, კერძო და საერთაშორისო  ორგანიზაციებს. არის რამდენიმე პროექტის ინიციატორი და გამოცდების ეროვნული ცენტრის ჯგუფის სპეციალისტი. ასევე, ბიზნესის მიმართულებით ოთხი სახელმძღვანელოს ავტორი, მათ შორის წიგნების -  „ბიზნესის საფუძვლებისა“ და „ბიზნესის“ თანაავტორი.

ჯულიეტა გაგლოშვილი - ინჟინერიის დოქტორი ინფორმატიკაში. ინფორმაციული ტექნოლოგიების მიმართულებისა და  თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტის კომპიუტერულ მეცნიერებათა მიმართულების სასწავლო - სამეცნიერო ლაბორატორიის ხელმძღვანელი. არის მრავალი პუბლიკაციის თანაავტორი და სამეცნიერო კონფერენციების მონაწილე. აქვს პროექტებზე მუშაობისა და განხორციელების მრავალწლიანი გამოცდილება საინფორმაციო ტექნოლოგიების მიმართულებით. 

ნინო ლაბაძე - მაგისტრი ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური აღრიცხვისა და აუდიტის განხრით. არის ACCA წევრი. აქვს მრავალწლიანი სამუშაო გამოცდილება ფინანსების სხვადასხვა მიმართულებით. ასევე, ბუღალტერიის, საგადასახადო აუდიტისა და ფინანსური აუდიტის განხრით. მისი გამოცდილება მოიცავს როგორც წარმოებასა და სამშენებლო სფეროებს, ასევე ვაჭრობას, მომსახურების სხვადასხვა დარგებსა და სხვა. ამჟამად, აქტიურად არის ჩართული ფინანსური აღრიცხვის საერთაშორისო სტანდარტების დანერგვაზე კომპანიებში.

პროგრამის ღირებულება1800 ლარი

გადახდის გრაფიკი: თანხის გადახდა ხდება 2 ეტაპად

I ეტაპი – 1000 ლარი (სწავლის დაწყებიდან 1 კვირის განმავლობაში)

II ეტაპი – 800 ლარი (სწავლის დაწყების მეორე თვეს)

ფასდაკლების სისტემა

პროგრამა მოიცავს ინდივიდუალურ და კორპორაციულ ფასდაკლებებს. 

ინდივიდუალური ფასდაკლება:

1. GIPA – ს კურსდამთავრებულთათვის – 10%

2. ოჯახის წევრების ერთ კურსზე ერთდროულად სწავლის შემთხვევაში – 10%

კორპორატიული ფასდაკლება:

იმ შემთხვევაში თუ ორგანიზაცია ფარავს თანამშრომლების განვითარების ხარჯებს, მოქმედებს შემდეგი ფასდაკლებები:

1. ორი ან სამი თანამშრომელი – 10%

2. ოთხი თანამშრომელი – 15%

3. ხუთი ან მეტი თანამშრომელი – 20%

*მონაწილეს შეუძლია ისარგებლოს ფასდაკლების მხოლოდ ერთი ვერსიით.

გადახდა:

გადახდა უნდა განხორციელდეს ორგანიზაციის ანგარიშზე. პირადი ნომერი და პროგრამის დასახელება უნდა მიეთითოს საგადახდო დავალებაში.

საბანკო რეკვიზიტები:

  • სს „ თიბისი ბანკი“
  • საბანკო კოდი (მფო): TBCB GE 22
  • მიმღების დასახელება - ააიპ საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტი

ანგარიშის ნომერი - GE84TB1100000110700419 / GEL

სასერტიფიკატო პროგრამით დაინტერესებულმა პირებმა უნდა შეავსონ სარეგისტრაციო ფორმა.

რეგისტრაციის ბოლო ვადა არის 2024 წლის 14 ოქტომბერი.

რეგისტრაციის დასრულების შემდეგ, გასაუბრება ჩატარდება მიმღებ კომისიასთან.

სწავლა დაიწყება 2024 წლის 17 ოქტომბერს.

შერჩევის კრიტერიუმები:

  • მოტივაცია
  • კომუნიკაციის უნარი
  • სამუშაო გამოცდილება.

თეონა სუხიაშვილი

კოორდინატორი

ტრენინგებისა და კონსულტაციების ცენტრი

მის: მარი ბროსეს 2, თბილისი, 0108

ელ-ფოსტა: t.sukhiashvili@gipa.ge

მობ: +995 598 119 212