პერსონალის მართვის ფსიქოლოგია

საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტის (GIPA) ტრენინგების და კონსულტაციების ცენტრი აცხადებს მიღებას ზურაბ მხეიძის სასერტიფიკატო საავტორო პროგრამაზე - პერსონალის მართვის ფსიქოლოგია.

გთავაზობთ უნიკალურ პროგრამას, რომელიც განკუთვნილია ნებისმიერი რგოლის მენეჯერისათვის. პროგრამაში მთავარი აქცენტი გაკეთებულია პერსონალზე და მათი მართვის ფსიქოლოგიურ სპეციფიკაზე.

პერსონალის მართვა საკუთარი პერსონალის, ადამიანების კარგად ცოდნას ნიშნავს. ეს პროცესი ხელმძღვანელისაგან დიდ პროფესიონალიზმს და შემოქმედებით უნარს მოითხოვს. სამწუხაროდ, დღესდღეობით ბევრ საჯარო და კერძო ორგანიზაციაში, ამ საკითხის მიმართ სრული უყურადღებობა და ნაკლები ინტერესია. პრობლემას ქმნის არასწორი სტრუქტურით შექმნილი ორგანიზაციები. შთაბეჭდილება რჩება, რომ ორგანიზაციის სტრუქტურას ფინანსისტები და იურისტები ქმნიან, სადაც ხარჯების დაზოგვით და გარკვეული წესებით ცდილობენ თანამშრომლისგან იმ ქცევის მიღებას, რომელიც საჭიროა. მაგრამ, ეს ფაქტორები ვერ უზრუნველყოფს ადამიანების სამუშაო პოტენციალის სრულად გამოვლენას.

არსებული პრობლემიდან გამომდინარე, შეიქმნა პერსონალის მართვის სასერტიფიკატო პროგრამა, რომელიც ხელმძღვანელ პირებს სამუშაოს სწორად წარმართვაში, თანამშრომელთა მოტივაციაში, გუნდის შეკვრასა და მათი უნარებისა და მაღალი სამუშაო პოტენციალის ხანგრძლივად შენარჩუნებაში დაეხმარება.

ზურაბ მხეიძე - ექსპერტი ფსიქოლოგიის მიმართულებით (+30 წელი) და +25 წლიანი ტრენინგების ჩატარების და კონსულტირების გამოცდილება. მუშაობდა სხვადასხვა კერძო ორგანიზაციის ხარისხის და ადამიანური რესურების მართვის დეპარტამენტში, სახელმწიფო უშიშროების სამინისტროსა და საგარეო დაზვერვის ანალიტიკურ დეპარტამენტში. განხორციელებული აქვს +10 კვლევა ფსიქოლოგიის მიმართულებით. არის სოციალური ფსიქოლოგიის ასპირანტი და გავლილი აქვს პროფესიული ტრენინგები იენის, ვილნიუსის და ტარტუს უნივერსიტეტებში.

სწავლის ხანგრძლივობა: 10 კვირა. სწავლა დაიწყება 2019 წლის 23 თებერვალი.
ლექციები ჩატარდება კვირაში ერთხელ, შაბათობით 15:00-დან 18:00 საათამდე.
კურსის მოცულობა: 30 საათი
სწავლების ენა: ქართული

სასერტიფიკატო პროგრამით დაინტერესებულმა პირებმა უნდა გადმოაგზავნონ პირადობის მოწობის ასლი და CV საკონტაქტო მეილზე (n.kochiashvili@gipa.ge) და შეავსონ სააპლიკაციო ფორმა.

საბუთების მიღების ბოლო ვადაა 2019 წლის 21 თებერვალი

საბუთების მიღების შემდეგ, 22 თებერვალს ჩატარდება გასაუბრება მიმღებ კომისიასთან.

შერჩევის კრიტერიუმი:

1.მენეჯერულ პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 1 წლიანი გამოცდილება
2.მოტივაცია

პროგრამის ღირებულება: 800 ლარი

გადახდის გრაფიკი:

თანხის გადახდა ხდება 2 ეტაპად.
I ეტაპი
– 600 ლარი – 2019 წლის 2 მარტამდე
II ეტაპი –200 ლარი – 2019 წლის 23 მარტამდე

პროგრამაზე გათვალისწინებული არის შემდეგი სახის ფასდაკლებები:

1. GIPA – ს კურსდამთავრებულთათვის – 10%
2. ოჯახის წევრების ერთ კურსზე ერთდროულად სწავლის შემთხვევაში – 10%


კორპორატიული ფასდაკლება
ერთ ორგანიზაციაში დასაქმებული პირები სარგებლობენ შემდეგი სახის ფასდაკლებებით:

1. ორი ან სამი თანამშრომელი – 10%
2. ოთხი თანამშრომელი – 15%
3. ხუთი ან მეტი თანამშრომელი – 20%

პროგრამით დაინტერესებულ პირს შეუძლია ისარგებლოს მხოლოდ ერთი ფასდაკლებით

თანხა უნდა ჩაირიცხოს ქვემოთ მითითებულ საბანკო რეკვიზიტებზე:

საბანკო კოდი (მფო) – TBCB GE 22
მიმღების დასახელება – ააიპ საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტი
ანგარიშსწორების ანგარიში– GE84TB1100000110700419 / GEL

გადახდისას, დანიშნულებაში მიუთითეთ პირადი ნომერი და პროგრამის სახელწოდება.

სწავლის დასრულების შემდეგ, მონაწილეებს გადაეცემათ პერსონალის მართვის ფსიქოლოგიის პროგრამის დასრულების დამადასტურებელი სერტიფიკატი.

მოთხოვნა სერტიფიკატის მისაღებად:

  • ფინალურ გამოცდაში დადებითი შეფასების მიღება.

მსმენელების ცოდნა შეფასდება ლექტორის მიერ შემუშავებული განსაკუთრებული მიდგომის საფუძველზე, რომელსაც მონაწილეები გაეცნობიან პირველ შეხვედრაზე.

ნინო ქოჩიაშვილი

სასერტიფიკატო პროგრამების კოორდინატორი
ტრენინგებისა და კონსულტაციების ცენტრი
მის: მარი ბროსეს 2, მესამე სართული. 0108, თბილისი 
ელფოსტა: n.kochiashvili@gipa.ge
მობ: +995 599 77 86 86

ლექტორები

ზურაბ მხეიძე

ზურაბ მხეიძე

დაგვიკავშირდით

  • მარი ბროსეს 2, მესამე სართული, თბილისი, 0108
  • n.kochiashvili@gipa.ge