ზოგადი მენეჯმენტი

GIPA-ს ზოგადი მენეჯმენტის სასერტიფიკატო პროგრამა შექმნილია ნებისმიერი განათლების მქონე პირებისათვის, რომელთაც სურვილი აქვთ განავითარონ მენეჯერული და სტრატეგიული ხედვის უნარები, რათა ეფექტური მონაწილეობა მიიღონ სახელმწიფო დაწესებულებების, საერთაშორისო, არასამთავრობო თუ კერძო ორგანიზაციების მართვაში. სასწავლო პროცესის განმავლობაში სტუდენტები მიიღებენ იმ ცოდნას, რომელიც წარმატებული ორგანიზაციების ჩამოყალიბებისა და მართვისთვის არის აუცილებელი.

სალექციო კურსები შემუშავებული და წარმოდგენილია ინსტიტუტის წამყვანი ლექტორების, პრაქტიკოსი მენეჯერებისა და პროფესიონალი კონსულტანტების მიერ, განათლების თანამედროვე მეთოდებსა და სასწავლო პროგრამებზე დაყრდნობით.

პროგრამის შინაარსი:

1. მენეჯმენტის საფუძვლები  

  • მენეჯმენტის არსი
  • მენეჯერული ფუნქციები
  • ლიდერობისა და ძალაუფლების საფუძვლები
  • ორგანიზაციის მართვა და ორგანიზაციული ქცევა
  • ორგანიზაციული სტრუქტურა და მენეჯმენტი
  • ეფექტური გუნდის შენება და მართვა
  • გადაწყვეტილების მიღება და ცვლილებების მართვა

2.  სტრატეგიული მენეჯმენტი

    • სტრატეგიის შემუშავება და დაგეგმვა
    • სტრატეგიული მიზნები და ამოცანები
    • სამოქმედო გეგმის განვითარების საფუძვლები

    3.  ბიზნეს მენეჯმენტი, ბიზნეს გეგმა 

      • ბიზნეს გარემოს აღწერა
      • ბიზნეს იდეების პროექტის სახით ჩამოყალიბება
      • ბიზნეს გარემოში არსებული რისკების იდენტიფიცირება
      • რისკების მართვის სისტემის მოდელის შექმნა
      • ბიზნეს გეგმის შედგენა 

      4.  ფინანსური მენეჯმენტი 

        • ფინანსური და მენეჯერული აღრიცხვის ძირითადი პრინციპები 
        • საბალანსო და მოგება-ზარალის ანგარიშგება
        • ფულადი სახსრების მოძრაობის ანგარიშგება და ბიუჯეტი
        • ფიქსირებული და ცვლადი ხარჯების იდენტიფიცირება

        5. ბრენდინგი 

          • ბრენდინგის არსი/რაობა
          • ბრენდინგის მნიშვნელობა შემოსავლების ზრდისათვის
          • იდეების ტრანსფორმაცია წარმატებულ ბიზნესში
          • გარემო და შიდა ფაქტორები და მათი გავლენა ბრენდზე
          • ახალი ბრენდის შექმნა
          • ბრენდის რეპოზიციონირება

          6.  ადამიანური რესურსების მართვა  

            • პერსონალის მართვის არსი, პრობლემები და მათი გადაჭრის ძირითადი გზები  
            • პერსონალის მართვის სტრატეგია და პოლიტიკა 
            • პერსონალის მოზიდვა და შერჩევა 
            • სამუშაოს ანალიზი და აღწერა
            • სამუშაოს შესრულების შეფასება 
            • შრომის მოტივირება და კარიერის მართვა

            7ორგანიზაციის სამართლებრივი რეგულაციები

              • მენეჯმენტის საკანონმდებლო ჩარჩო საქართველოში
              • იურიდიულ პირთა დაფუძნების პროცედურები და მათი მართვის სამართლებრივი მექანიზმები
              • დივიდენდის გაცემის სამართლებრივი წინაპირობები
              • ორგანიზაციის ლიკვიდაცია და რეორგანიზაცია

              8. საჯარო გამოსვლები და კომუნიკაციის უნარები 

                • საჯარო გამოსვლების ძირითადი პრინციპები
                • წარმატებული კომუნიკაციის მოდელები
                • ვერბალური და არავერბალური კომუნიკაციის პრინციპები

                9. დროის მენეჯმენტი და თვითმენეჯმენტი  

                • დროის დაგეგმვა და განაწილება
                • თვითდისციპლინა და თვითშეფასება
                • სტრესის მართვა

                სწავლის ხანგრძლივობა: 4 თვე, კვირაში სამჯერ ან ოთხჯერ, საღამოობით 19:00-დან 22:00-მდე. შაბათობით - დღის განმავლობაში.

                სწავლების ენა: ქართული 

                სერტიფიკატი:

                სწავლის დასრულების შემდეგ, მონაწილეებს გადაეცემათ ზოგადი მენეჯმენტის პროგრამის დამამთავრებელი სერტიფიკატი.

                სერტიფიკატი გაიცემა გრეიდების მიხედვით. 

                სერტიფიკატის აღების წინაპირობა: პროგრამის მანძილზე, მსმენელებმა განვლილ საგნებში უნდა ჩააბარონ გამოცდები. ასევე, კურსის ბოლოს უნდა წარმოადგინონ ინდივიდუალური პროექტი.

                გიორგი თურქია - სრული პროფესორი ეკონომიკის დარგში. აქვს ბიზნესის მენეჯმენტში ლექციების კითხვის 20-წლიანი გამოცდილება. ბიზნესის დაგეგმარებისა და მენეჯმენტის საკითხების ექსპერტი და კონსულტაციებს უწევს სახელმწიფო, კერძო და საერთაშორისო  ორგანიზაციებს. არის რამდენიმე პროექტის ინიციატორი და გამოცდების ეროვნული ცენტრის ჯგუფის სპეციალისტი. ასევე, ბიზნესის მიმართულებით ოთხი სახელმძღვანელოს ავტორი, მათ შორის წიგნების -  „ბიზნესის საფუძვლებისა“ და „ბიზნესის“ თანაავტორი.

                ალექსი ჩიქოვანი - სტრატეგიული ბრენდინგის სააგენტოს „LIVE“ - დამფუძნებელი, ბრენდ-კონსულტანტი. არის ლანკასტერის უნივერსიტეტის  ბიზნეს სკოლის ბიზნეს ადმინისტრირების მაგისტრი,  კორპორატიული სტრატეგიისა და ბრენდ მენეჯმენტის მიმართულებითაქვს ბრენდინგის, მარკეტინგისა და გაყიდვების სფეროში მუშაობის 15+ გამოცდილება

                ნიკოლოზ აბუაშვილი - საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტის  (GIPA) მმართველობის სკოლის პროფესორი, ეკონომიკის დოქტორი. აქვს ბიზნეს პრობლემების გადაწყვეტის 20+ წლიანი და კერძო და საჯარო ორგანიზაციებში მუშაობის მრავალწლიანი გამოცდილება. 1995 წლიდან ატარებს პროფესიულ ტრეინინგებსა და ეწევა აკადემიურ მოღვაწეობას. კითხულობდა ლექციებს თავისუფალი უნივერსიტეტის, კავკასიის უნივერსიტეტის, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტისა და ტენესის უნივერსიტეტის სტუდენტებისათვის. არის კომპანია „Business Infrastructure Solutions“–ის დამფუძნებელი პარტნიორი. მისი კომპენტენცია არის ბიზნესების ღირებულების ზრდა, მათი გაჯანსაღება და განვითარება, მარკეტინგის დაგეგმვა და განხორციელება, საინფორმაციო ტექნოლოგიების დანერგვა, პროექტების მართვა და პერსონალის განვითარება. 

                ლევან კოკაია - არის სამართლისა და სახელმწიფო მართვის მაგისტრი.  აქვს სახელმწიფო და კერძო სექტორებში მუშაობის 7 წლიანი და აკადემიურ სფეროში მუშაობის 5+ წლიანი გამოცდილება. არის 25 გამოქვეყნებული სამეცნიერო და ანალიტიკური პუბლიკაციის ავტორი, რომელიც შეეხება ნავთობის და გაზის ტრანსსასაზღვრო გადაზიდვის პროექტის ხელშეკრულებათა სამართლებრივ ანალიზს, ფინანსურ ბაზრებს, კაპიტალის ბაზრების და საინვესტიციო ფონდების სამართლებრივ რეგულირებას, კორპორაციულ მართვას, აგრეთვე საინვესტიციო, საერთაშორისო კერძო და ანტიმონოპოლიური სამართლის საკითებს.

                ანანო გორგოძე - განათლების საერთაშორისო ცენტრის სტიპენდიანტი, საერთაშორისო სამაგისტრო პროგრამის გამარჯვებული, ლონდონის სამეფო კოლეჯის მაგისტრი განათლების პოლიტიკის მიმართულებით. არის გამოცდილი აკადემიური საბჭოს წევრი, განათლების მენეჯმენტში მუშაობის გამოცდილებით. მისი ექსპერტიზა ფარავს არასამთავრობო ორგანიზაციებს, ასევე კერძო და საჯარო სექტორს. აქვს ანალიტიკური უნარ-ჩვევები, კვლევის, რედაქტირებისა, საჯარო გამოსვლების, ლიდერობისა და მენეჯმენტის ექსპერტიზა. მისი სამაგისტრო ხარისხი საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტში საჯარო მმართველობას უკავშირდება. 

                ეკატერინე ლომიძე - აქვს Meredith Collage-ის ბაკალავრისა და Campbell University-ის (აშშ) მაგისტრის ხარისხი ფსიქოთერაპიაში. 1997 წლიდან დღემდე, აქვს ადამიანური რესურსების მენეჯერის პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება. იყო ადამიანური რესურსების მართვის სამსახურის უფროსი შპს "მაგთიკომსა" და "თეგეტა მოტორსში". ამჟამად, სასტუმროების - "რადისონ ბლუ ივერიასა" და "რადისონ ქოლექშენ, წინანდლის მამულების" ადამიანური რესურსების მენეჯერია. არის Radisson Hotel Group-ის მასტერ ტრენერი. 2013 წლიდან დღემდე, ატარებს ტრენინგებს "რადისონ აკადემიაში. ასევე, სერტიფიცირებულ ტრენინგებს ტრენერებისთვის, სხვადასხვა მიმართულებით. 

                პაატა პაპავა - პროფესიული განვითარებისა ექსპერტი, 20+ წლის გამოცდილება ტრენინგების, კურიკულუმის განვითარებისა და ლიდერობის განათლების მიმართულებით. იგი არის ფილოსოფიისა და სოციოლოგიის ბაკალავრი და ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის განათლების მენეჯმენტის მაგისტრი. პაატა პაპავას აქვს ტრენინგების და კონსულტაციების ჩატარების გამოცდილება საქართველოში, მონღოლეთში, ყირგიზეთში, აზერბაიჯანში, ტანზანიაში, ომანში და სხვა ქვეყნებში. ტრენინგებს გარდა, პაატა ეწევა აკადემიურ საქმიანობას საბაკალავრო, სამაგისტრო და სადოქტორო პროგრამის სტუდენტებისათვის სხვადასხვა მიმართულებით: ეფექტური ტრენერობა, კრიტიკული აზროვნება და განათლების ფსიქოლოგია. 1999 წლიდან, იგი კოორდინიტრებს მასწავლებელთა პროფესიულ განვითარებას და სკოლის გაუმჯობესების საკითხებს ადგილობრივ და საერთაშორისო დონეზე. 2011 წლიდან 2018 წლამდე იგი იყო კითხვის გაუმჯობესების პროექტის ხელმძღვანელი USAID-ის პროექტში. 2016 წელს პაატა პაპავამ შექმნა ტრენერთა ტრენინგის საავტორო პროგრამა მსოფლიოს ინტელექტუალური საკუთრების ორგანიზაციისათვის (WIPO) და მას შემდეგ ამ მიმართულებით ატარებს ტრენინგებს საქართველოში, აზერბაიჯანსა და უკრაინაში. 2020 წლიდან პაატა არის განათლების ექსპერტი ინტელექტუალური საკუთრებისა და კრეატივის მიმართულებით EUGIPP-ის პროექტში. პაატა იყო ჩართული და კოორდინირება ტრენინგებისა და აკრედიტაციების სტანდარტების განვითარებას მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ცენტრში (TPDC). იგი არის ICT სტანდარტების მიხედვით ინტერნეტ განათლების გაიდლაინების თანაავტორი და ტრენერი. პაატა არის მასწავლებელთა სახელმძღვანელობისა და სტატიების ავტორი და რეცენზენტი. 

                2017 წლიდან პაატა პაპავა არის ტრენერთა და გუნდის ლიდერთა კომპანიის "Teamboat"-ის დამფუძნებელი პარტნიორი. 

                პროგრამის ღირებულება: 2200 ლარი

                გადახდის გრაფიკი: თანხის გადახდა ხდება 2 ეტაპად

                I ეტაპი – 1200 ლარი (სწავლის დაწყებიდან 1 კვირის განმავლობაში)

                II ეტაპი – 1000 ლარი (სწავლის დაწყების მეორე თვეს)

                ფასდაკლების სისტემა

                პროგრამა მოიცავს ინდივიდუალურ და კორპორაციულ ფასდაკლებებს. 

                ინდივიდუალური ფასდაკლება:

                1. GIPA – ს კურსდამთავრებულთათვის – 10%

                2. ოჯახის წევრების ერთ კურსზე ერთდროულად სწავლის შემთხვევაში – 10%

                კორპორატიული ფასდაკლება:

                იმ შემთხვევაში თუ ორგანიზაცია ფარავს თანამშრომლების განვითარების ხარჯებს, მოქმედებს შემდეგი ფასდაკლებები:

                1. ორი ან სამი თანამშრომელი – 10%

                2. ოთხი თანამშრომელი – 15%

                3. ხუთი ან მეტი თანამშრომელი – 20%

                *მონაწილეს შეუძლია ისარგებლოს ფასდაკლების მხოლოდ ერთი ვერსიით.

                გადახდა:

                გადახდა უნდა განხორციელდეს ორგანიზაციის ანგარიშზე. პირადი ნომერი და პროგრამის დასახელება უნდა მიეთითოს საგადახდო დავალებაში.

                საბანკო რეკვიზიტები:

                • სს „ თიბისი ბანკი“
                • საბანკო კოდი (მფო): TBCB GE 22
                • მიმღების დასახელება - ააიპ საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტი

                ანგარიშის ნომერი GE84TB1100000110700419 / GEL

                სასერტიფიკატო პროგრამით დაინტერესებულმა პირებმა უნდა შეავსონ სარეგისტრაციო ფორმა.

                რეგისტრაციის ბოლო ვადა არის 2026 წლის 27 თებერვალი. 

                რეგისტრაციის დასრულების შემდეგ, გასაუბრება ჩატარდება მიმღებ კომისიასთან.

                სწავლა დაიწყება 2026 წლის 9 მარტს.

                შერჩევის კრიტერიუმები:

                • მოტივაცია
                • კომუნიკაციის უნარი
                • სამუშაო გამოცდილება

                ნინო ომიაძე

                კოორდინატორი

                ტრენინგებისა და კონსულტაციების ცენტრი

                მის: მარი ბროსეს 2, თბილისი, 0108 

                ელ-ფოსტა: n.omiadze@gipa.ge

                მობ: (+995) 598 92 66 91