General Management

eng_

GIPA-ს ზოგადი მენეჯმენტის სასერტიფიკატო პროგრამა შექმნილია ნებისმიერი განათლების მქონე პირებისათვის, რომელთაც სურვილი აქვთ შეისწავლონ მენეჯმენტის საფუძვლები, რათა ეფექტური მონაწილეობა მიიღონ სახელმწიფო დაწესებულებების, საერთაშორისო, არასამთავრობო თუ კერძო ორგანიზაციების მართვაში. პროგრამის მიზანია მსმენელთათვის მენეჯმენტის, როგორც დამოუკიდებელი დისციპლინის გაცნობა. სასწავლო პროცესის განმავლობაში სტუდენტები მიიღებენ იმ ცოდნას, რომელიც წარმატებული ორგანიზაციების ჩამოყალიბებისა და მართვისთვის არის აუცილებელი.

სალექციო კურსები შემუშავებული და წარმოდგენილია ინსტიტუტის წამყვანი ლექტორების, პრაქტიკოსი მენეჯერებისა და პროფესიონალი კონსულტანტების მიერ, განათლების თანამედროვე მეთოდებსა და სასწავლო პროგრამებზე დაყრდნობით.

1. ორგანიზაციული მენეჯმენტი / 8 შეხვედრა – ლექტორი: მამუკა მახათაძე

კურსის მიზანია მსმენელებს გააცნოს მენეჯმენტის სხვადასხვა ტიპები, რათა მათ შეძლონ ორგანიზაციული წარმადობისა და ეფექტურობის ამაღლება. კურსი მოიცავს ისეთ საკითხებს, როგორიც არის მმართველობითი პრაქტიკა; ორგანიზაციული ეფექტურობა; კოორდინაციისა და კონტროლის მექანიზმები; მონაწილეობითი მენეჯმენტი და სხვა.

2. საჯარო გამოსვლები/პრეზენტაციები / 6 შეხვედრა – ლექტორი: ეკა ჯოჯუა

კურსის მიზანია, შეასწავლოს მონაწილეებს საჯარო გამოსვლის ტექნიკა და აღჭურვოს ისინი იმ უნარებით, რაც საჭიროა ეფექტური პრეზენტაციისათვის. მსმენელები შეისწავლიან, თუ როგორ უნდა მოამზადონ საჯარო გამოსვლა და პრაქტიკული სავარჯიშოების საშუალებით შეეცდებიან, პრაქტიკულად გამოიყენონ მიღებული ცოდნა. მონაწილეები ასევე შეისწავლიან ეფექტური პრეზენტაციის მომზადებას PowerPoint ფორმატში.

3. ადამიანური რესურსების მართვა / 6 შეხვედრა – ლექტორი: მაცაცო პაპავა, ნანა თვალაბეიშვილი

კურსის მიზანია, შესძინოს სტუდენტებს თეორიული ცოდნა ადამიანური რესურსების მართვის სფეროში და ჩამოუყალიბოს კომპლექსური აზროვნება ადამიანური რესურსების მართვასთან დაკავშირებულ საკითხებზე. კურსი მოიცავს შემდეგ ძირითად საკითხებს: პერსონალის მართვის არსი, პრობლემები და მათი გადაჭრის ძირითადი გზები; პერსონალის მართვის სტრატეგია და პოლიტიკა; პერსონალის მოზიდვა და შერჩევა; სამუშაოს ანალიზი, აღწერა და სპეციფიკაცია; პერსონალის ტესტირება; მომუშავის და სამუშაოს შესრულების შეფასება; შრომის მოტივირება და კარიერის მართვა.

4. ბიზნეს მენეჯმენტი / 10 შეხვედრა – ლექტორი: გიორგი თურქია

კურსი წარმოადგენს შესავალს თანამედროვე ბიზნესის კონცეფციებში, მეთოდებში, სტრუქტურებსა და ფილოსოფიაში. მსმენელი გაეცნობა ბიზნესის ენას, ცნებებსა და გარემოს. ეს კურსი დაეხმარება მსმენელს ბიზნესის სამყაროში და მის გარშემო არსებული პრიორიტეტებისა და პრობლემების დადგენაში. კურსის გავლის შემდეგ მსმენელი შეძლებს ბიზნეს გარემოს აღწერას და მასზე მსჯელობას, ბიზნეს იდეის პროექტის სახით ჩამოყალიბებას. კურსის განმავლობაში საუბარი იქნება ბიზნესის გარშემო არსებულ რისკებზე, მათ კლასიფიცირებაზე წარმოშობისა და ხასიათის მიხედვით. სტუდენტებს დაევალებათ კონკრეტული ბიზნესის მაგალითზე რისკების მართვის სისტემის მოდელის შექმნა. კურსი მოიცავს ბიზნეს ხელშეკრულებების ტიპების ანალიზს და სტუდენტები პრაქტიკაში გაანალიზებენ სხვადასხვა ტიპის კონტრაქტებს.

5. ბიზნეს გეგმა / 5 შეხვედრა – ლექტორი: გიორგი თურქია

კურსი მსმენელებს დაეხმარება უკეთ გაიაზრონ ბიზნეს გეგმის არსი და მისი როლი საქმიანობის სწორად დაგეგმვის, დაგეგმილი საქმიანობის ცხოვრებაში წარმატებულად გატარებისა და საქმიანობისთვის საჭირო ფინანსების მოზიდვის თვალსაზრისით. მსმენელები გაერკვევიან ბიზნეს გეგმის დანიშნულებასა და სტრუქტურაში, გაეცნობიან ბიზნესის ნაირსახეობებს. კურსის განმავლობაში მონაწილეები შეასრულებენ ბიზნეს გეგმის მომზადებისათვის საჭირო სამუშაოს და წარადგენენ მას საბოლოო სახით.

6. ფინანსური მენეჯმენტი და ფინანსური აღრიცხვა / 5 შეხვედრა – ლექტორი: გიორგი თურქია

მსმენელები გაერკვევიან ფინანსური და მენეჯერული აღრიცხვის ძირითად პრინციპებსა და ელემენტებში, განასხვავებენ და გაანალიზებენ საბალანსო ანგარიშგებას, მოგება-ზარალის ანგარიშგებას, ფულადი სახსრების მოძრაობის ანგარიშგებას და ბიუჯეტს. შეეძლებათ კავშირების დანახვა საბალანსო ანგარიშგებას, მოგება-ზარალის ანგარიშგებასა და ფულადი სახსრების მოძრაობის ანგარიშგებას შორის. მსმენელები შეძლებენ ფიქსირებული და ცვლადი ხარჯების იდენტიფიკაციას. ნულოვანი მოგების ანალიზის ჩატარებას და კონტრიბუციული ფორმატის მოგება-ზარალის ანგარიშის შედგენას.

7. ბრენდინგი / 8 შეხვედრა – ლექტორი: შოთა ჩინჩალაძე

სასწავლო კურსის მიზანია სტუდენტებს შეასწავლოს პრაქტიკული ბრენდინგი, რის შემდგომაც კურსდამთავრებული შეძლებს ცხოვრებაში გაატაროს ბრენდინგის ხელოვნება, იქნება ეს ახალი ბრენდის შექმნა, არსებულის რე-პოზიციონირება თუ ბრენდის განვითარების სწორი მართვის განხორციელება. კურსის სწავლების მეთოდი არის ინტერაქტიული, რათა სტუდენტებმა მაქსიმალურად შეძლონ საკუთარი იდეებისა და მოსაზრებების გამოხატვა.

8. კომუნიკაციის უნარები / 3 შეხვედრა – ლექტორი: ლევან ზარდალიშვილი

მონაწილეები გაეცნობიან არავერბალური და ვერბალური კომუნიკაციის არსს და მნიშვნელობას ადამიანთა ურთიერთობის პროცესში. პრაქტიკული სავარჯიშოების ბაზაზე მსმენელები შეისწავლიან სხეულის ენის გამოვლინებებს და მის საფუძველზე ადამიანის ფსიქიკიური მდგომარეობის შეფასებას, რაც საშუალებას მისცემთ განსაზღვრონ მოსაუბრეების დამოკიდებულება / განწყობა მათ მიმართ, რაც შეადგენს ეფექტური კომუნიკაციის აუცილებელ კომპონენტს. ტრენინგების კურსის ამ ნაწილში მონაწილეები გაეცნობიან ფსიქიკური თვითრეგულაციის შექმნის ისტორიას, თვითშთაგონებას და მისი მეთოდების პრაქტიკულ გამოყენებას.

9 . დროის მენეჯმენტი და თვითმენეჯმენტი – / 3 შეხვედრა – ლექტორი: დალი ცატავა

მონაწილეები გაეცნობიან დროის დაგეგმვის და განაწილების საფუძვლებს, თვითდისციპლინის მნიშვნელობას, ხედვისა და თვითშეფასებისა და საკუთარი თავის გაგების აუცილებლობას, შეისწავლიან როგორ მართონ სტრესი.

10. ფინალური პროექტი – განვლილი საგნების საფუძველზე, მონაწილეები ბოლოს მოამზადებენ და წარადგენენ ფინალურ პროექტს / ბიზნეს გეგმას.

სწავლის ხანგრძლივობა: 4 თვე, საღამოობით 19:00-დან 22:00-მდე. შაბათობით დღის განმავლობაში.

კურსის მოცულობა: 170 საათი

სწავლების ენა: ქართული

სასერტიფიკატო პროგრამით დაინტერესებულმა პირებმა უნდა გადმოაგზავნონ პირადობის მოწობის ასლი და ავტობიოგრაფია (CV) საკონტაქტო მეილზე (s.sukhiashvili@gipa.ge) და შეავსონ სააპლიკაციო ფორმა.

საბუთების მიღების ბოლო ვადა არის 2018 წლის 28 თებერვალი. სწავლა დაიწყება 2018 წლის 5 მარტიდან.

საბუთების მიღების შემდეგ, ჩატარდება გასაუბრება მიმღებ კომისიასთან.

შერჩევის კრიტერიუმები:

  • მოტივაცია
  •  კომუნიკაციის უნარი
  •  სამუშაო გამოცდილება

პროგრამის ღირებულება: 2000 ლარი

გადახდის გრაფიკი: თანხის ნაწილი, 1000 ლარი უნდა ჩაირიცხოს სწავლის დაწყებიდან პირველი კვირის განმავლობაში და 1000 ლარი სწავლის შუა პერიოდში.

პროგრამაზე გათვალისწინებული არის შემდეგი სახის ფასდაკლებები:

1. GIPA – ს კურსდამთავრებულთათვის – 10%
2. ოჯახის წევრების ერთ კურსზე ერთდროულად სწავლის შემთხვევაში – 10%
3. მრავალშვილიანი ოჯახის შვილი და/ან მშობელი (სამი და მეტი შვილი) – 10%

კორპორატიული ფასდაკლება:

1. ორი ან სამი თანამშრომელი – 10%
2. ოთხი თანამშრომელი – 15%
3. ხუთი ან მეტი თანამშრომელი – 20%

*მონაწილეს შეუძლია ისარგებლოს ფასდაკლების მხოლოდ ერთი ვერსიით.

საბანკო რეკვიზიტები:

სს „ თიბისი ბანკი“
საბანკო კოდი (მფო): TBCB GE 22
მიმღების დასახელება - ააიპ საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტი
ანგარიშის ნომერი - GE84TB1100000110700419 / GEL

გადახდისას, დანიშნულებაში მიუთითეთ პირადი ნომერი და პროგრამის სახელწოდება.

სწავლის დასრულების შემდეგ მონაწილეებს გადაეცემათ ზოგადი მენეჯმენტის პროგრამის დამამთავრებელი სერტიფიკატი.

სერტიფიკატის აღების წინაპირობა: პროგრამის მანძილზე, მსმენელებმა განვლილ საგნებში უნდა ჩააბარონ გამოცდები. ასევე, კურსის ბოლოს უნდა წარმოადგინონ ინდივიდუალური პროექტი.