უმაღლესი საგანმანათლებლო პროგრამების აკრედიტაციის საბჭოს გადაწყვეტილებით, პროგრამა აკრედიტებულია 2032 წლამდე.
ციფრული მარკეტინგის 3-წლიანი საბაკალავრო პროგრამა წარმოადგენს ინოვაციურ, პრაქტიკაზე და დუალურ სწავლებაზე ორიენტირებულ სასწავლო პროგრამას, რომელიც ამზადებს სპეციალისტებს ციფრული ეკონომიკისა და თანამედროვე ბიზნესის მოთხოვნების შესაბამისად. პროგრამის მიზანია სტუდენტებს მისცეს ცოდნა და უნარ-ჩვევები, რომლებიც აუცილებელია მარკეტინგული გადაწყვეტილებების მიღებისა და მარკეტინგული კამპანიების დაგეგმვისთვის ინფორმაციული ტექნოლოგიებისა და ციფრული ინსტრუმენტების გამოყენებით.
პროგრამა სტუდენტებს სთავაზობს ციფრული მარკეტინგის სისტემურ და კომპლექსურ შესწავლას, რომელიც აერთიანებს თეორიულ სწავლებას და პრაქტიკულ საქმიანობას რეალურ სამუშაო გარემოში. სწავლების პროცესში სტუდენტები არა მხოლოდ ეცნობიან ციფრული მარკეტინგის თანამედროვე კონცეფციებს, არამედ მონაწილეობენ რეალურ პროექტებში, რომლებიც ხორციელდება ბიზნესთან, ორგანიზაციებთან და სტარტაპებთან თანამშრომლობით.
პროგრამის ძირითადი მიმართულებებია:
დუალური სწავლების კომპონენტი
პროგრამის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი უპირატესობაა დუალური სწავლების კომპონენტი, რომელიც სტუდენტებს აძლევს შესაძლებლობას სწავლის პარალელურად იმუშაონ რეალურ პროექტებზე და პრაქტიკულად გამოიყენონ მიღებული ცოდნა. დუალური კომპონენტი ხორციელდება პარტნიორ კომპანიებთან, ორგანიზაციებთან და GIPA-ს ტრენინგებისა და კვლევითი ცენტრების ბაზაზე.
დუალური სწავლების ფარგლებში სტუდენტები:
ეს მიდგომა სტუდენტებს ეხმარება აკადემიური ცოდნის და პრაქტიკული გამოცდილების ერთმანეთთან დაკავშირებაში, რაც მნიშვნელოვნად ზრდის მათ დასაქმების შესაძლებლობებს.
დუალური კომპონენტი ხორციელდება პროექტ დუგეორის ფარგლებში, რომელიც მხარდაჭერილია ფარგლებში, რომელიც მხარდაჭერილია ევროკავშირის მიერ.


პრაქტიკული უნარები და დასაქმებაზე ორიენტაცია
პროგრამა ეფუძნება „სწავლა კეთებით“ პრინციპს. სწავლების პროცესში ფართოდ გამოიყენება პრაქტიკული ქეისები, რეალური ბიზნეს-სიტუაციები და პროექტული სწავლება. შემთხვევების განხილვა მოიცავს პრობლემების კრიტიკულ გააზრებას, ალტერნატიული გადაწყვეტილებების შეფასებას და არგუმენტირებულ არჩევანს.
დუალური კომპონენტის წყალობით, სტუდენტები სწავლის პერიოდში ეტაპობრივად იძენენ სამუშაო გამოცდილებას, რაც მათ საშუალებას აძლევს სწრაფად ინტეგრირდნენ შრომის ბაზარზე.
კარიერული შესაძლებლობები სწავლის პერიოდში და დასრულების შემდეგ
სწავლის ეტაპების მიხედვით, სტუდენტს შეეძლება დასაქმდეს შემდეგ პოზიციებზე:
I კურსის დასრულების შემდეგ:
მენეჯერის თანაშემწე, მარკეტინგის ასისტენტი
II კურსის დასრულების შემდეგ:
ციფრული პროექტის მენეჯერი, ციფრული მარკეტინგის ანალიტიკოსი
III კურსის დასრულების შემდეგ:
ციფრული მარკეტინგის პროექტების მენეჯერად, სტარტაპის დამფუძნებელი ან თანადამფუძნებელი
მისაღები ადგილების რაოდენობა: 60
პროგრამის კოდი აბიტურიენტთა ცნობარში:
სწავლების ენა: ქართული
სწავლის დაწყების თარიღი: 15 სექტემბერი
ეროვნულ გამოცდებზე ჩასაბარებელი სავალდებულო საგნები:
*ეროვნულ გამოცდებზე ჩასაბარებელი არჩევითი საგნები: მე-4 საგნის ჩაბარება სავალდებულო არ არის.
საბაკალავრო პროგრამაზე დაიშვება პირი:
პირველკურსელთა რეგისტრაცია:
სტუდენტთა რეგისტრაცია იწარმოებს ელექტრონულად, 1 სექტემბრიდან - 12 სექტემბრის ჩათვლით: https://portal.gipa.ge/bachelor
რეგისტრაციისათვის სტუდენტმა უნდა ატვირთოს შემდეგი დოკუმენტები:
ხელშეკრულების გაფორმება:
მას შემდეგ, რაც სტუდენტი გაივლის ონლაინ რეგისტრაციას, ხელშეკრულება ხელმოსაწერად გაიგზავნება სტუდენტის მიერ სარეგისტრაციო განაცხადში მითითებულ ელექტრონულ ფოსტაზე (E-mail-ზე), პლატფორმა Signify-ის საშუალებით.
იმ პირველკურსელმა, რომელიც ხელშეკრულების გაფორმების დღისთვის არ იქნება სრულწლოვანი (18 წლის), სარეგისტრაციო განაცხადის შესაბამის ველში უნდა მიუთითოს კანონიერი წარმომადგენლის (მაგ: მშობელი) ელექტრონული ფოსტა (E-mail), რომელზეც ხელშეკრულება ხელმოსაწერად გაიგზავნება.
იმ პირველკურსელმა, რომელიც ხელშეკრულების გაფორმების დღისთვის არ იქნება სრულწლოვანი (18 წლის), სარეგისტრაციო განაცხადის შესაბამის ველში უნდა ატვირთოს კანონიერი წარმომადგენლობის დამადასტურებელი ნოტარიულად დამოწმებული/დედანი დოკუმენტაცია.
სწავლის წლიური ღირებულება - 5500 ლარი
სტუდენტურ კემპებში მონაწილეთათვის და GIPA golden ticket მფლობელებისთვის სწავლის ღირებულება - 4900 ლარი
ინფორმაცია სხვა სახის დაფინანსების ან სტიპენდიის პირობებზე განახლების პროცესშია.
გადახდა:
სწავლის საფასურის გადახდა უნდა განხორციელდეს ორგანიზაციის ანგარიშზე.
დანიშნულებაში მიუთითეთ სტუდენტის სახელი, გვარი, პირადი ნომერი და სასწავლო პროგრამის დასახელება.
საბანკო რეკვიზიტები:
საბანკო კოდი (მფო) – TBCB GE 22
მიმღების დასახელება – ააიპ საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტი
ანგარიშსწორების ანგარიში– GE84TB1100000110700419 / GEL
საქართველოს საზოგადოებრივი საქმეთა ინსტიტუტის ციფრული მარკეტინგის საბაკალავრო პროგრამა აქტიურად არის ჩართული საერთაშორისო პარტნიორობაში.
ციფრული მარკეტინგის საბაკალავრო პროგრამის სტუდენტებს აქვთ შესაძლებლობა მიიღონ მონაწილეობა შემდეგი უნივერსიტეტების გაცვლით პროგრამებში:
ჩრდილოეთ არიზონის უნივერსიტეტი (აშშ) Northern Arizona University, NAU;

ჩრდილოეთ არიზონის უნივერსიტეტთან ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმსა და სტუდენტთა გაცვლის შესახებ შეთანხმებას ხელი მოეწერა 2019 წელს. თანამშრომლობის ფარგლებში GIPA-ს სტუდენტებს სწავლის საფასურის გადახდის გარეშე ეძლევათ შესაძლებლობა ერთი სემესტრი გაიარონ ფლეგსტაფში.
სანტიაგო დე კომპოსტელას უნივერსიტეტი (ესპანეთი) University of Santiago de Compostela

სანტიაგო დე კომპოსტელას უნივერსიტეტთან ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმსა და სტუდენტთა გაცვლის შესახებ შეთანხმებას ხელი მოეწერა 2018 წელს. თანამშრომლობის ფარგლებში GIPA-ს სტუდენტებს სწავლის საფასურის გადახდის გარეშე ეძლევათ შესაძლებლობა ერთი სემესტრი გაიარონ სანტიაგო დე კომპოსტელაში.
ჰააგის გამოყენებითი მეცნიერებების უნივერსიტეტი (ნიდერლანდები) The Hague University of Applied Sciences

ჰააგის გამოყენებითი მეცნიერებების უნივერსიტეტთან ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმსა და სტუდენტთა გაცვლის შესახებ შეთანხმებას ხელი მოეწერა 2018 წელს. თანამშრომლობის ფარგლებში GIPA-ს სტუდენტებს სწავლის საფასურის გადახდის გარეშე ეძლევათ შესაძლებლობა ერთი სემესტრი გაიარონ ჰააგაში.
ლილის კათოლიკური უნივერსიტეტი (საფრანგეთი) Lille Catholic University

ლილის კათოლიკურ უნივერსიტეტთან ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმსა და სტუდენტთა გაცვლის შესახებ შეთანხმებას ხელი მოეწერა 2019 წელს. თანამშრომლობის ფარგლებში GIPA-ს სტუდენტებს სწავლის საფასურის გადახდის გარეშე ეძლევათ შესაძლებლობა ერთი სემესტრი გაიარონ ლილში.
EDHEC-ის ბიზნეს სკოლა (საფრანგეთი) EDHEC Business School

EDHEC-ის ბიზნეს სკოლასთან ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმსა და სტუდენტთა გაცვლის შესახებ შეთანხმებას ხელი მოეწერა 2019 წელს. თანამშრომლობის ფარგლებში GIPA-ს სტუდენტებს სწავლის საფასურის გადახდის გარეშე ეძლევათ შესაძლებლობა ერთი სემესტრი გაიარონ ნიცაში ან ლილში.
ლაიფციგის გამოყენებითი მეცნიერებების უნივერსიტეტი (გერმანია) Leipzig University of Applied Sciences

ლაიფციგის გამოყენებითი მეცნიერებების უნივერსიტეტთან ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმსა და სტუდენტთა გაცვლის შესახებ შეთანხმებას ხელი მოეწერა 2019 წელს. თანამშრომლობის ფარგლებში GIPA-ს სტუდენტებს სწავლის საფასურის გადახდის გარეშე ეძლევათ შესაძლებლობა ერთი სემესტრი გაიარონ ლაიფციგში.
ჰანოვერის უნივერსიტეტი (გერმანია) Leibniz Universität Hannover

ჰანოვერის უნივერსიტეტთან ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმსა და სტუდენტთა გაცვლის შესახებ შეთანხმებას ხელი მოეწერა 2019 წელს. თანამშრომლობის ფარგლებში GIPA-ს სტუდენტებს სწავლის საფასურის გადახდის გარეშე ეძლევათ შესაძლებლობა ერთი სემესტრი გაიარონ ჰამოვერში.
ბრატისლავის ეკონომიკის უნივერსიტეტი (სლოვაკეთი)
ბრატისლავას უნივერსიტეტთან თანამშრომლობა ხორციელდება „Erasmus+ “-ის პროგრამის ფარგლებში და გულისხმობს
სტუდენტების, ადმინისტრაციული და აკადემიური პერსონალის გაცვლას; ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმს ხელი მოეწერა 2017 წლის მარტში. აღნიშნული თანამშრომლობის ფარგლებში გვაქვს შესაძლებლობა ყოველწლიურად 2 სტუდენტი უფასოდ გავუშვათ სასწავლებლად ბრატისლავაში ერთი სემესტრით. სტუდენტებს სრულად უფინანსედებათ ერთი სემესტრის გავლასთან დაკავშირებული ხარჯები (მგზავრობა, ცხოვრების ხარჯები და სტიპენდია).
ვარნას უნივერსიტეტი (ბულგარეთი)
კალიარის უნივერსიტეტი (იტალია)
ბიზნესის და ფინანსების სკოლა (ლატვია)
ვარშავის ეკონომიკის სკოლა (პოლონეთი)
ეკონომიკის სფეროში პოლონეთის წამყვანი სახელმწიფო უნივერსიტეტი. ვარშავის ეკონომიკის სკოლასთან სტუდენტთა გაცვლის შესახებ შეთანხმებას ხელი მოეწერა 2018 წლის ივნისში, რომლის ფარგლებშიც GIPA-ს სტუდენტებს სწავლის საფასურის გადახდის გარეშე ეძლევათ შესაძლებლობა ერთი სემესტრი გაიარონ ვარშავაში.
პრაღის ეკონომიკის უნივერსიტეტი (ჩეხეთი)

პრაღის ეკონომიკის უნივერსიტეტთან ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმსა და სტუდენტთა გაცვლის შესახებ შეთანხმებას ხელი მოეწერა 2018 წლის მაისში. აღნიშნული თანამშრომლობის ფარგლებში GIPA-ს სტუდენტებს სწავლის საფასურის გადახდის გარეშე ეძლევათ შესაძლებლობა ერთი სემესტრი გაიარონ პრაღაში.
ეროვნული და მსოფლიო ეკონომიკის უნივერსიტეტ (Bulgaria, Sofia)

ეროვნული და მსოფლიო ეკონომიკის უნივერსიტეტთან აკადემიური თანამშრომლობის შესახებ შეთანხმებას ხელი მოეწერა 2017 წლის აგვისტოში. აღნიშნული თანამშრომლობის ფარგლებში, რომლის ფარგლებშიც GIPA-ს სტუდენტებს სწავლის საფასურის გადახდის გარეშე ეძლევათ შესაძლებლობა ერთი სემესტრი გაიარონ ბულგარეთში.
დაბროვა გორნიცას უნივერსიტეტი (Poland, Dąbrowa Górnicza)

დაბროვა გორნიცას უნივერსიტეტთან სტუდენტთა გაცვლის შესახებ შეთანხმებას ხელი მოეწერა 2018 წლის მაისში, რომლის ფარგლებშიც GIPA-ს სტუდენტებს სწავლის საფასურის გადახდის გარეშე ეძლევათ შესაძლებლობა ერთი სემესტრი გაიარონ გორნიცაში.
რიჟეკას უნივერსიტეტი (Croatia, Rijeka)

რიჟეკას უნივერსიტეტთან სტუდენტთა გაცვლის შესახებ შეთანხმებას ხელი მოეწერა 2018 წლის ივლისში, რომლის ფარგლებშიც GIPA-ს სტუდენტებს სწავლის საფასურის გადახდის გარეშე ეძლევათ შესაძლებლობა ერთი სემესტრი გაიარონ რიჟეკაში.
ბერლინის ეკონომიკისა და სამართლის სკოლა (Germany, Berlin)
![]()
ბერლინის ეკონომიკისა და სამართლის სკოლასთან ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმსა და სტუდენტთა გაცვლის შესახებ შეთანხმებას ხელი მოეწერა 2019 წლის თებერვალში. აღნიშნული თანამშრომლობის ფარგლებში GIPA-ს სტუდენტებს სწავლის საფასურის გადახდის გარეშე ეძლევათ შესაძლებლობა ერთი სემესტრი გაიარონ ბერლინში.

UC Leuven Limburg
UC Leuven-Limburg არის სიდიდით მეორე გამოყენებითი მეცნიერების უნივერსიტეტი ბელგიაში, სადაც დაახლოებით 15,000 სტუდენტია და 2,000 პროფესორი. დაწესებულებას აქვს 9 სხვადასხვა კამპუსი, რომლებიც განლაგებულია ქალაქ ლეუვენსა და ჰასელტს(ლიმბურგი) შორის. ლეუვენ-ლიმბურგი ფოკუსირებულია პრაქტიკულ განათლებასა და გამოყენებებით კვლევებზე.
UC Leuven Limburg-თან აკადემიური თანამშრომლობის შეთანხმებას ხელი მოეწერა 2020 წლის იანვარში, რომლის ფარგლებშიც გათვალისწინებულია თანამშრომლობა სტუდენტებისა და ადმინისტრაციული/აკადემიური პერსონალის გაცვლის მიმართულებით,
თანამშრომლობის მიმართულებები: ეკონომიკა, ბიზნეს მენეჯმენტი, კომუნიკაცია, სამართალი;
![]()
Fontys-ის გამოყენებითი მეცნიერებების უნივერსიტეტი
ფონტისის გამოყენებითი მეცნიერების უნივერსიტეტი არის ჰოლანდიის გამოყენებითი მეცნიერების ერთ ერთი წამყვანი უნივერსიტეტი, სადაც 44000-ზე მეტი სტუდენტი სწავლობს ნიდერლანდების სამხრეთით მდებარე რამდენიმე კამპუსში. Fontys– ის სამი უდიდესი კამპუსი მდებარეობს ეინდჰოვენში, ტილბურგსა და ვენლოში.
ურთიერთ თანამშრომლობის მემორანდუმსა და სტუდენტთა გაცვლის შესახებ შეთანხმებას ხელი მოეწერა 2020 წლის ოქტომბერში. ზემოთ აღნიშნული შეთანხმების საფუძველზე, ორ უნივერსიტეტს შორის დაინერგა სტუდენტების გაცვლითი პროგრამა, რომლის ფარგლებში, ყოველწლიურად შესაძლებელია 2-2 სტუდენტის გაგზავნა პარტნიორ უნივერსიტეტში სწავლების სრული სემესტრის გასავლელად.
თანამშრომლობის მიმართულებები: ICT, ბიზნესი;

პასაუს უნივერსიტეტი
პასაუს უნივერსიტეტი არის სახელმწიფო კვლევითი უნივერსიტეტი, რომელიც მდებარეობს გერმანიაში, ქვემო ბავარიაში, ქ. პასაუში. იგი დაარსდა 1973 წელს, და ითვლება ყველაზე ახალგაზრდა უნივერსიტეტად ბავარიაში და აქვს ყველაზე თანამედროვე კამპუსი ბავარიის მხარეში.
ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმსა და სტუდენტთა გაცვლის შესახებ შეთანხმებას ხელი მოეწერა 2020 წელს. ზემოაღნიშნული შეთანხმების საფუძველზე, ორ უნივერსიტეტს შორის დაინერგა სტუდენტების გაცვლითი პროგრამა, რომლის ფარგლებში, ყოველწლიურად შესაძლებელია 4-4 სტუდენტის გაგზავნა პარტნიორ უნივერსიტეტში სწავლების სრული სემესტრის გასავლელად.
თანამშრომლობის მიმართულებები: ყველა;

დარმსტადის გამოყენებითი მეცნიერებების უნივერსიტეტი
დარმშტადტის გამოყენებითი მეცნიერების უნივერსიტეტი, იგივე h_da, არის გამოყენებითი მეცნიერების უნივერსიტეტი, რომელიც მდებარეობს ქ. დარმშტადტში, გერმანია. h_da არის IT კლასტერის Rhine-Main-Neckar, "გერმანიის სილიკონის ველი" და ATHENE, IT წევრი, რომელიც უსაფრთხოების უდიდესი კვლევითი ინსტიტუტია ევროპაში.
ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმსა და სტუდენტთა გაცვლის შესახებ შეთანხმებას ხელი მოეწერა 2020 წელს. ზემოაღნიშნული შეთანხმების საფუძველზე, ორ უნივერსიტეტს შორის დაინერგა სტუდენტების გაცვლითი პროგრამა, რომლის ფარგლებში, ყოველწლიურად შესაძლებელია 4-4 სტუდენტის გაგზავნა პარტნიორ უნივერსიტეტში სწავლების სრული სემესტრის გასავლელად.
თანამშრომლობის მიმართულებები: ყველა;

რომის საპიენცის უნივერსიტეტი
დაარსებული 1303 წელს, Sapienza არის უძველესი უნივერსიტეტი რომში და ერთ ერთი
უმსხვილესი ევროპაში. მისი მისიაა წვლილი შეიტანოს ცოდნაზე დაფუძნებული
საზოგადოების განვითარებაში კვლევის, საუკეთესო გამოცდილების, ხარისხიანი
განათლებისა და საერთაშორისო თანამშრომლობის გზით.
სტუდენტთა გაცვლის შესახებ შეთანხმებას ხელი მოეწერა 2022 წლის მარტში.
ზემოაღნიშნული შეთანხმების საფუძველზე, ორ უნივერსიტეტს შორის დაინერგა
სტუდენტთა გაცვლითი პროგრამა, რომლის ფარგლებში, ყოველწლიურად
შესაძლებელია 4-4 სტუდენტის გაგზავნა პარტნიორ უნივერსიტეტში სწავლების სრული
სემესტრის გასავლელად.
თანამშრომლობის მიმართულებები: ყველა;
![]()
ბუდაპეშტის მეტროპოლიტან უნივერსიტეტი
ბუდაპეშტის მეტროპოლიტან უნივერსიტეტი არის უმაღლესი განათლების აკრედიტირებული კერძო ინსტიტუტი, რომელიც დაარსდა 2000 წელა ქ. ბუდაპეშტში, უნგრეთი.
ურთიერთ თანამშრომლობის მემორანდუმსა და სტუდენტთა გაცვლის შესახებ შეთანხმებას ხელი მოეწერა 2019 წელს. ზემოთ აღნიშნული შეთანხმების საფუძველზე, ორ უნივერსიტეტს შორის დაინერგა სტუდენტების გაცვლითი პროგრამა, რომლის ფარგლებში, ყოველწლიურად შესაძლებელია 2-2 სტუდენტის გაგზავნა პარტნიორ უნივერსიტეტში სწავლების სრული სემესტრის გასავლელად.
თანამშრომლობის მიმართულებები: ყველა;

ვიტაუტას მაგნუს უნივერსიტეტი
ვიტაუტას მაგნუსის უნივერსიტეტი (VMU) არის სახელმწიფო უნივერსიტეტი, რომელიც მდებარეობს ქ. კაუნასში, ლიტვა. უნივერსიტეტი დაარსდა 1922 წელს ომის პერიოდში, როგორც ალტერნატიული ეროვნული უნივერსიტეტი. თავდაპირველად მას ლიტვის უნივერსიტეტს უწოდებდნენ, მაგრამ 1930 წელს უნივერსიტეტს სახელად უწოდეს Vytautas Magnus University, რომელიც აღნიშნავს ლიტვის მმართველის ვიტაუტას დიდის გარდაცვალების 500 წლის იუბილეს. VMU ლიტვის ერთ-ერთი წამყვანი უნივერსიტეტია და მასში სწავლობს დაახლოებით 8 800 სტუდენტი.
აკადემიური თანამშრომლობის მემორანდუმს ხელი მოეწერა 2017 წლის ივლისში.
თანამშრომლობის მიმართულებები: ყველა;

Hanze-ს გამოყენებითი მეცნიერებების უნივერსიტეტი
ჰანზეს გამოყენებითი მეცნიერების უნივერსიტეტი არის უმსხვილესი ტექნიკური და პროფესიული უნივერსიტეტი ჩრდილოეთ ნიდერლანდებში და მდებარეობს ქ. გრონინგენში. Hanze UAS გთავაზობთ სხვადასხვა საბაკალავრო და სამაგისტრო პროგრამებს ჰოლანდიურ, ინგლისურ და გერმანულ ენებზე და მჭიდროდ თანამშრომლობს საერთაშორისო პარტნიორ ინსტიტუტებთან.
ურთიერთ თანამშრომლობის მემორანდუმსა და სტუდენტთა გაცვლის შესახებ შეთანხმებას ხელი მოეწერა 2020 წლის ივლისში. ზემოთ აღნიშნული შეთანხმების საფუძველზე, ორ უნივერსიტეტს შორის დაინერგა სტუდენტების გაცვლითი პროგრამა, რომლის ფარგლებში, ყოველწლიურად შესაძლებელია 2-2 სტუდენტის გაგზავნა პარტნიორ უნივერსიტეტში სწავლების სრული სემესტრის გასავლელად.

NBS ჩრდილოეთ ბიზნეს სკოლა
NBS ჩრდილოეთ ბიზნესის სკოლის - გამოყენებითი მეცნიერების უნივერსიტეტის ფორმირება 2007 წელს დაიწყო ჰამბურგის რეგიონში მდებარე კომპანიებისა და სავაჭრო ასოციაციების მიერ. იგი სტუდენტებს სთავაზობს უნივერსიტეტის დიპლომის მიღების ორ გზას: მათ შეუძლიათ ისწავლონ ნახევარ განაკვეთზე კომპანიაში მუშაობის დროს (ლექციები ტარდება პარასკევ საღამოს და შაბათს) ან ტრადიციულად სრულ განაკვეთზე სამუშაო დღეებში.
ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმს ხელი მოეწერა 2020 წელს.
თანამშრომლობის მიმართულებები: ბიზნესი, ეკონომიკა, უსაფრთხოების მენეჯმენტი;
![]()
BSP ბიზნესისა და სამართლის სკოლა
BSP ბიზნესისა და სამართლის სკოლა არის სახელმწიფოს მიერ აღიარებული, კერძო
მენეჯმენტის უნივერსიტეტი, რომელიც მდებარეობს ბერლინსა და ჰამბურგში. ის
ოფიციალურად იქნა აღიარებული ბრანდენბურგის მეცნიერების, კვლევისა და
კულტურის სამინისტროს მიერ 2009 წლის დეკემბერში. და ფუნქციონირება დაიწყო
2010 წლის დასაწყისში ბიზნესისა და მენეჯმენტის ფაკულტეტით და მისი პრაქტიკული
კურსებით მენეჯმენტის/ბიზნესის ადმინისტრირებისა და ბიზნესის ფსიქოლოგიის
სფეროებში.
სტუდენტთა გაცვლის შესახებ შეთანხმებას ხელი მოეწერა 2022 წელს. ზემოაღნიშნული
შეთანხმების საფუძველზე, ორ უნივერსიტეტს შორის დაინერგა სტუდენტების
გაცვლითი პროგრამა, რომლის ფარგლებში, ყოველწლიურად შესაძლებელია 4-4
სტუდენტის გაგზავნა პარტნიორ უნივერსიტეტში სწავლების სრული სემესტრის
გასავლელად.
თანამშრომლობის მიმართულებები: ბიზნესი.

Mines-Télécom-ის ბიზნეს სკოლა:
ურთიერთ თანამშრომლობის მემორანდუმსა და სტუდენტთა გაცვლის შესახებ შეთანხმებას ხელი მოეწერა 2020 წელს. ზემოთ აღნიშნული შეთანხმების საფუძველზე, ორ უნივერსიტეტს შორის დაინერგა სტუდენტების გაცვლითი პროგრამა, რომლის ფარგლებში, ყოველწლიურად შესაძლებელია 4-4 სტუდენტის გაგზავნა პარტნიორ უნივერსიტეტში სწავლების სრული სემესტრის გასავლელად.
თანამშრომლობის მიმართულებები: ბიზნესი, ICT, მენეჯმენტი;

კლერმონ ოვერნის უნივერსიტეტი:
ურთიერთ თანამშრომლობის მემორანდუმსა და სტუდენტთა გაცვლის შესახებ შეთანხმებას ხელი მოეწერა 2020 წელს. ზემოთ აღნიშნული შეთანხმების საფუძველზე, ორ უნივერსიტეტს შორის დაინერგა სტუდენტების გაცვლითი პროგრამა, რომლის ფარგლებში, ყოველწლიურად შესაძლებელია 2-2 სტუდენტის გაგზავნა პარტნიორ უნივერსიტეტში სწავლების სრული სემესტრის გასავლელად.
თანამშრომლობის მიმართულებები: ეკონომიკა, ბიზნესი, ფინანსები;
გარდა ამისა, 2020 წლიდან GIPA-სა და კლერმონ ოვერნის უნივერსიტეტს შორის თანამშრომლობა ხორციელდება ასევე „Erasmus+“-ის პროგრამის ფარგლებში; (International Credit Mobility: -სტუდენტებისა და ადმინისტრაციული/აკადემიური პერსონალის გაცვლა);
თანამშრომლობის მიმართულებები: ეკონომიკა, ბიზნესი, ფინანსები;

ამიენსის ბიზნეს სკოლა:
ურთიერთ თანამშრომლობის მემორანდუმსა და სტუდენტთა გაცვლის შესახებ შეთანხმებას ხელი მოეწერა 2020 წელს. ზემოთ აღნიშნული შეთანხმების საფუძველზე, ორ უნივერსიტეტს შორის დაინერგა სტუდენტების გაცვლითი პროგრამა, რომლის ფარგლებში, ყოველწლიურად შესაძლებელია 4-4 სტუდენტის გაგზავნა პარტნიორ უნივერსიტეტში სწავლების სრული სემესტრის გასავლელად.
თანამშრომლობის მიმართულებები: ბიზნესი, ეკონომიკა;

მონდრაგონის უნივერსიტეტი არის არაკომერციული კოოპერატიული კერძო
უნივერსიტეტი ბასკების ქვეყანაში, რომელიც ოფიციალურად დაარსდა და აღიარებულია
1997 წელს. ის არის მონდრაგონის კორპორაციის ნაწილი. მისი მთავარი კამპუსი
მდებარეობს ქ. მონპრაგონში, (გიპუსკოას პროვინცია). 2019 წლის თებერვლის
მონაცემებით, მას ჰყავდა დაახლოებით 5000 სტუდენტი, რომლებიც სწავლობდნენ 22
საბაკალავრო და 13 სამაგისტრო პროგრამაზე.
ურთიერთ თანამშრომლობის მემორანდუმსა და სტუდენტთა გაცვლის შესახებ
შეთანხმებას ხელი მოეწერა 2020 წელს. ზემოთ აღნიშნული შეთანხმების საფუძველზე,
ორ უნივერსიტეტს შორის დაინერგა სტუდენტების გაცვლითი პროგრამა, რომლის
ფარგლებში, ყოველწლიურად შესაძლებელია 4-4 სტუდენტის გაგზავნა პარტნიორ
უნივერსიტეტში სწავლების სრული სემესტრის გასავლელად.
თანამშრომლობის მიმართულება: ბიზნესის ადმინისტრირება

ვიტაუტას მაგნუს უნივერსიტეტი
ვიტაუტას მაგნუსის უნივერსიტეტი (VMU) არის სახელმწიფო უნივერსიტეტი, რომელიც მდებარეობს ქ. კაუნასში, ლიტვა. უნივერსიტეტი დაარსდა 1922 წელს ომის პერიოდში, როგორც ალტერნატიული ეროვნული უნივერსიტეტი. თავდაპირველად მას ლიტვის უნივერსიტეტს უწოდებდნენ, მაგრამ 1930 წელს უნივერსიტეტს სახელად უწოდეს Vytautas Magnus University, რომელიც აღნიშნავს ლიტვის მმართველის ვიტაუტას დიდის გარდაცვალების 500 წლის იუბილეს. VMU ლიტვის ერთ-ერთი წამყვანი უნივერსიტეტია და მასში სწავლობს დაახლოებით 8 800 სტუდენტი.
აკადემიური თანამშრომლობის მემორანდუმს ხელი მოეწერა 2017 წლის ივლისში.
თანამშრომლობის მიმართულებები: ყველა;

ოსტრავას უნივერსიტეტი:
ოსტრავას უნივერსიტეტი არის საჯარო უნივერსიტეტი, რომელიც მდებარეობს ქალაქ
ოსტრავაში, მორავია-სილეზიის რეგიონში, ჩეხეთის რესპუბლიკა. იგი დაარსდა 1991
წელს, წარმოადგენს უახლეს საჯარო უნივერსიტეტს ოსტრავაში. იგი შედგება ექვსი
ფაკულტეტისა და ორი ინსტიტუტისგან, რომლებიც უზრუნველყოფენ
საუნივერსიტეტო განათლებას.
ურთიერთ თანამშრომლობის მემორანდუმსა და სტუდენტთა გაცვლის შესახებ
შეთანხმებას ხელი მოეწერა 2023 წელს. ზემოთ აღნიშნული შეთანხმების საფუძველზე,
ორ უნივერსიტეტს შორის დაინერგა სტუდენტების გაცვლითი პროგრამა, რომლის
ფარგლებში, ყოველწლიურად შესაძლებელია 4-4 სტუდენტის გაგზავნა პარტნიორ
უნივერსიტეტში სწავლების სრული სემესტრის გასავლელად.
თანამშრომლობის მიმართულება: პოლიტიკური მეცნიერება, ბიზნესი, ეკონომიკა; სამართალი;

ვინდესჰაიმის გამოყენებითი მეცნიერებების უნივერსიტეტი:
ვინდესჰაიმის გამოყენებითი მეცნიერებათა უნივერსიტეტი არის ჰოლანდიური
პროფესიული საუნივერსიტეტო ინსტიტუტი უმაღლესი განათლებისა და კვლევისთვის.
27000-ზე მეტი სტუდენტით და 3000-ზე მეტი პერსონალით ზვოლესა და ალმერეს
უბნებზე, ვინდესჰაიმი არის ერთ-ერთი ყველაზე დიდი გამოყენებითი მეცნიერებების
უნივერსიტეტი ნიდერლანდებში.
2022-2025 წწ. GIPA-სა და Windesheim-ის გამოყენებითი მეცნიერებების უნივერსიტეტს
შორის თანამშრომლობა ხორციელდება „Erasmus+“-ის პროგრამის ფარგლებში;
(International Credit Mobility: -სტუდენტებისა და ადმინისტრაციული/აკადემიური
პერსონალის გაცვლა);
თანამშრომლობის მიმართულებები: ბიზნესი; სართაშორისო ურთიერთობები;

ლაიდენის გამოყენებითი მეცნიერებების უნივერსიტეტი:
უნივერსიტეტი გთავაზობთ საბაკალავრო და სამაგისტრო პროგრამებს, და ახორციელებს გამოყენებით კვლევებს სხვადასხვა სფეროში, დაწყებული ჯანდაცვისა და სოციალური სამუშაოებიდან ეკონომიკამდე, და ტექნოლოგიებიდან განათლებამდე. განათლება ორიენტირებულია კომპეტენციებზე, სთავაზობს არჩევანის თავისუფლებას და გამოწვევას უქმნის სტუდენტებს საკუთარი პოტენციალის რეალიზებაში. ის ხელს უწყობს და მხარს უჭერს სტუდენტებს თავიანთი ცოდნისა და უნარების განვითარებაში, რათა ისინი კარგად იყვნენ მომზადებულნი თავიანთი მომავალი კარიერისთვის.
უნივერსიტეტებს შორის თანამშრომლობის შეთანხმებას ხელი მოეწერა 2023 წლის იანვარში.
თანამშრომლობის მიმართულებები: ბიზნესი, საჯარო მმართველობა, საერთაშორისო ურთიერთობები;

კორდობას უნივერსიტეტი:
კორდობას უნივერსიტეტი დაარსდა 1972 წელს, ქ. კორდობაში, ანდალუსია, ესპანეთი. ის გთავაზობთ ბაკალავრიატისა და მაგისტრატურის პროგრამებს ჰუმანიტარულ მეცნიერებებში, სოციალურ მეცნიერებებში, ჯანმრთელობის მეცნიერებებში, ბუნებისმეტყველებასა და ინჟინერიაში. UCO ესპანეთის ერთ-ერთი წამყვანი სამეცნიერო დაწესებულებაა; განსხვავება, რომელიც კიდევ უფრო განმტკიცდება „რაბანალესის 21 სამეცნიერო და ტექნოლოგიური პარკისა“ და „მაიმონიდესის ბიოსამედიცინო კვლევის ინსტიტუტის“ შექმნით. UCO არის საერთაშორისო ლიდერი სოფლის მეურნეობის სფეროში.
GIPA-სა და კორდობას უნივერსიტეტს შორის თანამშრომლობა ხორციელდება 2019 წლიდან „Erasmus+“-ის პროგრამის ფარგლებში; (International Credit Mobility: -სტუდენტებისა და ადმინისტრაციული/აკადემიური პერსონალის გაცვლა);
თანამშრომლობის მიმართულებები: ბიზნესის ადმინისტრირება, ფსიქოლოგია; სამართალი;
![]()
ვიძემეს გამოყენებითი მეცნიერებების უნივერსიტეტი:
ვიძემის გამოყენებითი მეცნიერების უნივერსიტეტი (ViA) არის სახელმწიფო უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება, რომელიც გთავაზობთ 17 სასწავლო პროგრამას საზოგადოებისა და მეცნიერების ფაკულტეტზე და საინჟინრო ფაკულტეტზე. ვიძემის გამოყენებითი მეცნიერების უნივერსიტეტი დაარსდა 1996 წელს და 2001 წელს მას მიენიჭა სახელმწიფო უნივერსიტეტის სტატუსი. 2002 წელს იგი აკრედიტირებული იქნა განუსაზღვრელი ვადით.
სტუდენტთა გაცვლის შესახებ შეთანხმებას ხელი მოეწერა 2019 წლის იანვარში. ზემოაღნიშნული შეთანხმების საფუძველზე, ორ უნივერსიტეტს შორის დაინერგა სტუდენტთა გაცვლითი პროგრამა, რომლის ფარგლებში, ყოველწლიურად შესაძლებელია 2-2 სტუდენტის გაგზავნა პარტნიორ უნივერსიტეტში სწავლების სრული სემესტრის გასავლელად.
თანამშრომლობის მიმართულებები: ბიზნესი, ICT, მედია, მმართველობა;
1. რამდენი ხანი გრძელდება სწავლა?
სწავლა გრძელდება 3 წელი - 6 სტანდარტული სემესტრი
2. რას ვისწავლი?
სტუდენტი შეისწავლის ბიზნესის საბაზისო საკითხებს. პროგრამა ფოკუსირებულია მარკეტინგისთვის საჭირო ცოდნისა და უნარების გამომუშავებასა და შესწავლაზე, მარკეტინგში ციფრული ტექნოლოგიების გამოყენებაზე.
ისწავლი:
3. სად შეიძლება ვიმუშაო?
ციფრული მარკეტერის სპეციალობა ერთ-ერთი მოთხოვნადი პროფესიაა. ციფრული მარკეტინგის ყველა მიმართულებას და სფეროს სჭირდება. შენ შეგიძლია იმუშაო:
კერძო კომპანიებში: ბანკებში, საცალო და საბითუმო ვაჭრობაში, მარკეტინგულ კომპანიებში, ტექნოლოგიურ კომპანიებში და სხვა.
სამთავრობო სექტორში: განათლების, ჯანდაცვის და ნებისმიერი სხვა მიმართულებით. შეგიძლია იყო ფრილანსერი, წამოიწყო სტარტაპი.
4. რას ნიშნავს მარკეტინგის ლაბორატორია?
ეს არის სწავლის პროცესი კეთებით, სწავლის პროცესში რეალური პროექტების კეთება.
5. რა პროექტებში მომიწევს ჩართვა?
სტუდენტმა თვითონ უნდა დააინიციროს პროექტი და მოახდინოს მისი რეალიზაცია. სტუდენტი ასევე ერთვება მისი ლექტორის მიერ შემოთავაზებული რეალური ბიზნეს პროექტების განხორციელებაში.
6. არის თუ არა გაცვლითი პროგრამები?
ჩვენი ფაკულტეტის სტუდენტები სარგებლობენ გაცვლითი პროგრამების მრავალფეროვნებით. ქვეყნებისა და უნივერსიტეტების ჩამონათვალი ყოველწლიურად ახლდება. მაგალითად, ბოლო სამი წლის მანძილზე, ჩვენი სტუდენტები გაცვლითი პროგრამის ფარგლებში გაემგზავრნენ: კვიპროსში,
ხორვატიაში, საფრანგეთში, გერმანიაში, პოლონეთში, სლოვაკეთში, ჩეხეთში, ესპანეთში, იტალიაში, უნგრეთში, ბულგარეთში, ჰოლანდიაში, აშშ-სა და ბელგიაში.
7. რით განსხვავდება ციფრული მარკეტინგის პროგრამა ბიზნესის ადმინისტრირების პროგრამისგან?
ბიზნეს ადმინისტრირების პროგრამა ფოკუსირებულია ბიზნეს პროცესების, მენეჯმენტის, მარკეტინგისა და ფინანსების შესწავლაზე, ხოლო ციფრული მარკეტინგის პროგრამა სტუდენტებს აძლევს მარკეტერისთვის საჭირო ცოდნას ფინანსებში, მენეჯმენტსა და ბიზნეს პროცესებში და ფოკუსირებულია მარკეტინგის და ციფრული მარკეტინგის ინსტრუმენტების შესწავლაზე.
ვანო ცერცვაძე
პროგრამის ხელმძღვანელი
ელ. ფოსტა: v.tsertsvadze@gipa.ge
მობ: +995 599 449 850
მისამართი: თბილისი, "რუსთავის გზატკეცილი #22ა"