ლიდერობა და გუნდის მართვა

პროგრამის მთავარი თემაა გუნდური მუშაობის კულტურა, როგორც წარმატების საფუძველი ნებისმიერ საქმეში, იქნება ეს ბიზნესი, პოლიტიკა, სპორტი თუ ხელოვნება. კარგად შეთამაშებული ჯგუფი საქმიანობის აუცილებელი ფუნდამენტია და სწორედ მას ეფუძნება განსაკუთრებული მიღწევები.

წარმოიდგინეთ პროექტი ან ორგანიზაცია, რომელშიც ადამიანებმა იციან, თუ რატომ სჭირდებათ გუნდი და როგორ შექმნან ჯანსაღი გუნდური კლიმატი. ისინი ერთად ქმნიან ხედვას, თანამშრომლობის წესებს, ფსიქოლოგიურად უსაფრთხო გარემოს, საკვანძო გადაწყვეტილებებს და მაღალ მოსწრებაზე ორიენტირებულ სამუშაო დინამიკას. სამწუხარო ფაქტი ისაა, რომ ჯგუფების უმრავლესობა ვერ უმკლავდება სხვადასხვა ტიპის დისფუნქციებსა და შტორმებს.

პროგრამა ორიენტირებულია იმ მენეჯერებისა და ადამიანური რესურსების სპეციალისტებისთვის, რომლებსაც 2-3 და მეტი წლის გამოცდილება აქვთ მენეჯმენტში. ის ეფუძნება მსოფლიოში ფართოდ გავრცელებულ თანამედროვე კონცეფციებსა და საქართველოში მოქმედ ადგილობრივ თუ საერთაშორისო ორგანიზაციებთან დაგროვილ მდიდარ გამოცდილებას. პროგრამა, ძირითადად, ინტერაქტიული ლექციების, ფასილიტირებული ვორქშოფების, მიზნობრივი პრაქტიკუმებისა და ჯგუფური ქოუჩინგის სესიებისგან შედგება.  

პროგრამის ფარგლებში დავსვამთ და ვუპასუხებთ რთულ შეკითხვებს გუნდის მართვისა და ლიდერობის საკითხებზე:

  • როდის გვჭირდება გუნდი და რას ნიშნავს სინამდვილეში გუნდური მუშაობა?
  • როგორ დავნერგოთ გუნდური მუშაობის კულტურა საერთო იდენტობასა და ღირებულებებზე დაფუძნებით?
  • როგორ ვითარდება გუნდური დინამიკა და როგორ მიდის გუნდი პიკურ მოსწრებამდე?
  • რა ტიპის დისფუნქციებთან უწევთ შეჭიდება გუნდის წევრებსა და ლიდერებს?
  • რა ინსტრუმენტებით ვაფასებთ გუნდის მოსწრებას და როგორ ვიყენებთ ანალიტიკას გუნდის გასაძლიერებლად?
  • როგორ მუშაობენ ლიდერები და HR სპეციალისტები გუნდის განვითარების პროცესში?

პროგრამა დაფუძნებულია გამოცდილებით სწავლის (experiential learning) მეთოდოლოგიაზე. შესაბამისად, სწავლისას მონაწილეები გაივლიან ოთხ საკვანძო ფაზას: (1) უნიკალურ გამოცდილებებში ჩართვა, (2) რეფლექსია, (3) განზოგადება და (4) რეალურ სამუშაო კონტექსტში გადატანა. პროგრამაში მონაწილეობის შედეგად, მონაწილეები შექმნიან ლიდერის პორტფოლიოს. პორტფოლიოში აღიწერება ახლად შექმნილი ჯგუფის გაგუნდების ან არსებული გუნდის ტრანსფორმირების უნიკალური თავგადასავალი. ლიდერის პორტფოლიოს ძირითადი დოკუმენტებია:

  • რეფლექსიური დღიური;
  • გუნდის პროფილი და ინტერპერსონალური მიმართებები;
  • გუნდის საჭიროებათა ანალიზი;
  • გუნდის კოდექსი: ხედვა და მიზნები, ღირებულებები და ნორმები, როლები და კომპეტენციები;
  • გუნდის მოსწრების გაუმჯობესების გეგმა: მოტივაცია, კომპეტენციები, გარემო.

 პროგრამის დასრულების შედეგად მონაწილეებს შეეძლებათ:

  • წარმატებული გუნდის და მისი განვითარების საფეხურების დახასიათება;
  • გუნდის გაძლიერების ციკლის დაგეგმვა საჭიროებათა ანალიზის შედეგებზე დაყრდნობით;
  • ლიდერობის ინდივიდუალური სტილისა და მიდგომების გააქტიურება გუნდის მართვასა და ტრანსფორმაციაში;
  • ლიდერობის თანამედროვე ტერმინოლოგიის გამოყენება კომუნიკაციაში (ინგლისურ და ქართულ ენებზე).

საბოლოოდ, წარმატებულმა მონაწილემ უნდა შეძლოს სამუშაო ჯგუფის პერფორმანსის გაუმჯობესება მაშინაც კი, როცა წევრები ერთმანეთისთვის სრულიად „უცხო“ ადამიანები არიან. მნიშვნელოვანია, რომ მონაწილე სამ როლში გააძლიერებს საკუთარ პერფორმანსს:

ა) მე, როგორც კონკრეტული ჯგუფის მენეჯერი;

ბ) მე, როგორც წარმატებული გუნდის ლიდერი;

გ) მე, როგორც პიროვნული თვითგანვითარების ავტორი. 

პროგრამის შინაარსი

 

  1. მაღალი მოსწრების მქონე გუნდებ (High Performing Teams) 
  • განსხვავება გუნდსა და თანამოქმედ ინდივიდთა ჯგუფს შორის
  • ეფექტური გუნდის საკვანძო მახასიათებლები და განვითარების საფეხურები
  • გუნდის ძირითადი დისფუნქციები და მათი ამოცნობა

პრაქტიკუმი: გუნდის დისფუნქციების იდენტიფიცირება  

  1. მიზნების იერარქია
  • დანიშნულება და ხედვა
  • მიზნების გაზიარება და გუნდის ორიენტირება მისაღწევ შედეგებზე
  • გუნდური მიზნები და ინდივიდუალური ინტერესები (WIIFM / WIIFU)

პრაქტიკუმი: გუნდის მიზნების გაწერა

  1. გუნდის კულტურა და ნორმები 
  • გუნდის კულტურის ხილული და უხილავი მხარეები
  • ეფექტური კომუნიკაცია და კომუნიკაციის ნორმები - მოსმენის ძალა
  • ემოციური ინტელექტი და კონფლიქტის მნიშვნელობა გუნდის განვითარებაში

პრაქტიკუმი: კონფლიქტის მოგვარება გუნდში

  1. ეფექტური უკუკავშირი 
  • უკუკავშირის მნიშვნელობა და გავლენა გუნდში
  • საბაზისო პრინციპები და ნორმები
  • ფორმები და სტრატეგიები: მყისიერი და პერიოდული უკუკავშირი

პრაქტიკუმი: უკუკავშირის მიწოდება და მიღება

  1. გუნდის წევრები და მათი როლები 
  • როლის არსი და ინდივიდუალური როლების მნიშვნელობა გუნდში
  • როლების განსაზღვრის ინსტრუმენტები (RACI მატრიცა)
  • როლების დაკავშირება კომპეტენციებსა და ანგარიშვალდებულებასთან

პრაქტიკუმი: RACI მატრიცის შევსება და KPI-ები

  1. გადაწყვეტები და გადაწყვეტილებები (Solutions & Decisions) 
  • პრობლემაზე სწორად ფოკუსირება
  • გადაწყვეტის პროცესი და ტიპური ბარიერები
  • გუნდში გადაწყვეტილების მიღების ნორმები

პრაქტიკუმი: გუნდური გადაწყვეტილების მიღება

  1. გუნდის მოსწრების შეფასება (performance appraisals) 
  • გუნდის მოსწრების შეფასების ძირითადი მიდგომები
  • ფორმები და ინსტრუმენტები - Leadership Scanner
  • გუნდის გაძლიერებაზე ორიენტირებული ციკლის დაგეგმვა

პრაქტიკუმი: გუნდის დიაგნოსტირება  

  1. ლიდერობა და ლიდერის ძირითადი კომპეტენციები 
  • მენტორინგის, ქოუჩინგისა და ფასილიტაციის გამოყენება ლიდერობაში
  • გუნდის წევრთა მოტივირება და ემოციური ინტელექტი
  • ხელოვნური ინტელექტის გამოყენება ლიდერობაში

პრაქტიკუმი: წარმატებული ლიდერობის ქეისი

მასტერკლასები და სიმულაციები

პროგრამის ფარგლებში, მონაწილეებს ელით სამუშაო შეხვედრები და თემატური მასტერკლასები მოწვეულ ლიდერებთან:

 

ლაშა ბოკუჩავა  

Leadership Scanner-ის მმართველი პარტნიორი  

გიორგი ჩუმაშვილი

TNET-ის გენერალური დირექტორი

ქეთევან გოგუაძე

ATC-ის (Aerostructure Technologies Cyclone) ადამიანური რესურსებისა და ადმინისტრაციის ხელმძღვანელი

ნანა მიქაშავიძე

ტერაბანკის სამეთვალყურეო საბჭოს დამოუკიდებელი წევრი, ალტე უნივერსიტეტის ბიზნესის სკოლოს დეკანი, საკონსულტაციო კომპანია „ვიზარდის“ დამფუძნებელი დირექტორი

ნინო მიქავა

მენეჯმენტის საკონსულტაციო კომპანია "HEMACO"-ს დირექტორი; ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი, მენეჯმენტის საბაკალავრო პროგრამის ხელმძღვანელი

პაატა პაპავა - პროფესიული განვითარებისა ექსპერტი, 20+ წლის გამოცდილება ტრენინგების, კურიკულუმის განვითარებისა და ლიდერობის განათლების მიმართულებით. იგი არის ფილოსოფიისა და სოციოლოგიის ბაკალავრი და ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის განათლების მენეჯმენტის მაგისტრი. პაატა პაპავას აქვს ტრენინგების და კონსულტაციების ჩატარების გამოცდილება საქართველოში, მონღოლეთში, ყირგიზეთში, აზერბაიჯანში, ტანზანიაში, ომანში და სხვა ქვეყნებში. ტრენინგებს გარდა, პაატა ეწევა აკადემიურ საქმიანობას საბაკალავრო, სამაგისტრო და სადოქტორო პროგრამის სტუდენტებისათვის სხვადასხვა მიმართულებით: ეფექტური ტრენერობა, კრიტიკული აზროვნება და განათლების ფსიქოლოგია. 1999 წლიდან, იგი კოორდინიტრებს მასწავლებელთა პროფესიულ განვითარებას და სკოლის გაუმჯობესების საკითხებს ადგილობრივ და საერთაშორისო დონეზე. 2011 წლიდან 2018 წლამდე იგი იყო კითხვის გაუმჯობესების პროექტის ხელმძღვანელი USAID-ის პროექტში. 2016 წელს პაატა პაპავამ შექმნა ტრენერთა ტრენინგის საავტორო პროგრამა მსოფლიოს ინტელექტუალური საკუთრების ორგანიზაციისათვის (WIPO) და მას შემდეგ ამ მიმართულებით ატარებს ტრენინგებს საქართველოში, აზერბაიჯანსა და უკრაინაში. 2020 წლიდან პაატა არის განათლების ექსპერტი ინტელექტუალური საკუთრებისა და კრეატივის მიმართულებით EUGIPP-ის პროექტში. პაატა იყო ჩართული და კოორდინირება ტრენინგებისა და აკრედიტაციების სტანდარტების განვითარებას მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ცენტრში (TPDC). იგი არის ICT სტანდარტების მიხედვით ინტერნეტ განათლების გაიდლაინების თანაავტორი და ტრენერი. პაატა არის მასწავლებელთა სახელმძღვანელობისა და სტატიების ავტორი და რეცენზენტი. 

2017 წლიდან პაატა პაპავა არის ტრენერთა და გუნდის ლიდერთა კომპანიის "Teamboat"-ის დამფუძნებელი პარტნიორი. 

თამარ ჯანანაშვილი - ტრენერი და კონსულტანტი, ფსიქოლოგიის დოქტორანტი. 2017 წელს მიიღო მაგისტრის ხარისხი ფსიქოდიაგნოსტიკასა და კონსულტირებაში. არის სისტემური განლაგების სერტიფიცირებული ფასილიტატორი. აქვს ათ წელზე მეტი სამუშაო გამოცდილება ადგილობრივი და საერთაშორისო ტრენინგების მიმართულებით. 2019 წლიდან კომპანია „თიმბოუთში“ ჩართულია პროგრამების დიზაინსა და კორპორაციული გუნდებისთვის ტრენინგების განხორციელებაში.

გიორგი ჩუმაშვილი - ანტრეპრენერი, TNET-ის გენერალური დირექტორი. მიიღო განათლება ESM-სა და მანჩესტერის უნივერსიტეტში. 2004 წლიდან შექმნა სხვადასხვა ორგანიზაცია და პლატფორმა. სუპერმარკეტების ქსელი „იოლი“ (დღევანდელი„სპარი“), უძრავი ქონების ეკოსისტემა allproperty.ge. გიორგი ჩუმაშვილს მონაწილეობა აქვს მიღებული „გუდვილის“ რეაბილიტაციის პროცესში, როგორც რეაბილიტაციის მმართველს; „ორი ნაბიჯის“ კონცეპტუალური ხედვის ჩამოყალიბებაში (დღეს ეს ქსელი კლასიკური გაგებით დისკაუნტერია, შეზღუდული ასორტიმენტით), როგორც არააღმასრულებელ დირექტორს და მისი, როგორც დამფუძნებლის სახელი ასევე უკავშირდება „დეგუსტოს“, დღეს უკვე საკმაოდ პოპულარული კვების ობიექტების ქსელს.

ნინო მიქავა - HEMACO-ს დამფუძნებელი დირექტორი, ბიზნესის ადმინისტრირების მაგისტრი, დოქტორი საზოგადოებრივი ჯანდაცვის სფეროში.  ნინო მიქავას აქვს სადაზღვევო და ჯანდაცვის სექტორების მენეჯმენტში მუშაობის 18-წლიანი გამოცდილება. აქვს ექსპერტული ცოდნა ბიზნესის ადმინისტრირების, ჯანდაცვის მენეჯმენტის, გლობალური ჯანდაცვის მიმართულებით. იგი არის MASHAV-ის პროგრამის კურსდამთავრებული. მისი ინიციატივით ისრაელის საელჩომ საქართველოში და MASHAV-ის სატრენინგო ცენტრმა ციფრული ჯანდაცვის კურსი ჩაატარა საქართველოს ჯანდაცვის სფეროს მუშაკებისათვის 2021 წლის დეკემბერში. გავლილი აქვს ჯანდაცვის მენეჯმენტის კურსი სკრენტონის უნივერსიტეტის პროგრამით, გლობალური ჯანდაცვის კურსი ტრომსოს უნივერსიტეტში.

ნანა მიქაშავიძე -  კომპანია “Wizzard”-ის დამფუძნებელი დირექტორი. იკავებდა აღმასრულებელი დირექტორის პოზიციას სს „თიბისი ლიზინგში“; არის ბიზნეს ქოუჩი და სერტიფიცირებული პროფესიონალი გენერატიულ ქოუჩინგში, სოციალურ პანორამასა და სხეულზე ორიენტირებულ ფსიქოთერაპიაში. აქვს ფინანსურ სექტორში მუშაობის 20-წლიანი გამოცდილება. ტერაბანკის სამეთვალყურეო საბჭოს წევრობის პარალელურად, იგი ქართული ICT კლასტერის დირექტორია.

ქეთევან გოგუაძე - ადამიანური რესურსების მართვის პროფესიონალი, 2018 წლიდან ATC Aero-Structure Technologies Cyclone-ის ადამიანური რესურსებისა და ადმინისტრაციის ხელმძღვანელი, ზედამხედველობას უწევს HR-ის სტრატეგიულ დაგეგმვას, თანამშრომელთა განვითარებას, დაქირავებას და პროცესის მართვას. ქეთევანი ფლობს ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პოლიტიკური სოციოლოგიის მაგისტრის ხარისხს.

პროგრამის ღირებულება: 2400 ლარი

თანხის გადახდა ხდება 2 ეტაპად

I ეტაპი – 1800 ლარი (სწავლის დაწყებიდან 1 კვირის განმავლობაში)

II ეტაპი – 600 ლარი (სწავლის დაწყების მეორე თვეს)

ფასდაკლების სისტემა

პროგრამა მოიცავს ინდივიდუალურ და კორპორაციულ ფასდაკლებებს. 

ინდივიდუალური ფასდაკლება:

1. GIPA – ს კურსდამთავრებულთათვის – 10%

2. ოჯახის წევრების ერთ კურსზე ერთდროულად სწავლის შემთხვევაში – 10%

კორპორატიული ფასდაკლება:

იმ შემთხვევაში თუ ორგანიზაცია ფარავს თანამშრომლების განვითარების ხარჯებს, მოქმედებს შემდეგი ფასდაკლებები:

1. ორი ან სამი თანამშრომელი – 10%

2. ოთხი თანამშრომელი – 15%

3. ხუთი ან მეტი თანამშრომელი – 20%

*მონაწილეს შეუძლია ისარგებლოს ფასდაკლების მხოლოდ ერთი ვერსიით.

გადახდა:

გადახდა უნდა განხორციელდეს ორგანიზაციის ანგარიშზე. პირადი ნომერი და პროგრამის დასახელება უნდა მიეთითოს საგადახდო დავალებაში.

საბანკო რეკვიზიტები:

  • სს „ თიბისი ბანკი“
  • საბანკო კოდი (მფო): TBCB GE 22
  • მიმღების დასახელება - ააიპ საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტი

ანგარიშის ნომერი - GE84TB1100000110700419 / GEL

სასერტიფიკატო პროგრამით დაინტერესებულმა პირებმა უნდა შეავსონ სარეგისტრაციო ფორმა.

რეგისტრაციის ბოლო ვადა არის 2025 წლის 15 იანვარი. 

რეგისტრაციის დასრულების შემდეგ, ჩატარდება გასაუბრება მიმღებ კომისიასთან.

სწავლა დაიწყება 2025 წლის 20 იანვრიდან.

შერჩევის კრიტერიუმები:

  • მოტივაცია
  • ინგლისური ენას ცოდნა B2 დონეზე
  • კომუნიკაციის უნარი
  • სამუშაო გამოცდილება (სასურველია)

ჟანა ანთია

ხელმძღვანელი 

ტრენინგებისა და კონსულტაციების ცენტრი
მის: მარი ბროსეს 2, თბილისი, 0108 
ელ-ფოსტა: zh.antia@gipa.ge
მობ: 595592301