University of Ostrava

ოსტრავას უნივერსიტეტი არის საჯარო უნივერსიტეტი, რომელიც მდებარეობს ქალაქ ოსტრავაში, მორავია-სილეზიის რეგიონში, ჩეხეთის რესპუბლიკა. იგი დაარსდა 1991 წელს, წარმოადგენს  უახლეს საჯარო უნივერსიტეტს ოსტრავაში. იგი შედგება ექვსი ფაკულტეტისა და ორი ინსტიტუტისგან, რომლებიც უზრუნველყოფენ საუნივერსიტეტო განათლებას.

ურთიერთ თანამშრომლობის მემორანდუმსა და სტუდენტთა გაცვლის შესახებ შეთანხმებას ხელი მოეწერა 2023 წელს. ზემოთ აღნიშნული შეთანხმების საფუძველზე, ორ უნივერსიტეტს შორის დაინერგა სტუდენტების გაცვლითი პროგრამა, რომლის ფარგლებში, ყოველწლიურად შესაძლებელია 4-4 სტუდენტის გაგზავნა პარტნიორ უნივერსიტეტში სწავლების სრული სემესტრის გასავლელად.

თანამშრომლობის მიმართულება: პოლიტიკური მეცნიერება, ბიზნესი, ეკონომიკა;