BSP ბიზნესისა და სამართლის სკოლა არის სახელმწიფოს მიერ აღიარებული, კერძო მენეჯმენტის უნივერსიტეტი, რომელიც მდებარეობს ბერლინსა და ჰამბურგში. ის ოფიციალურად იქნა აღიარებული ბრანდენბურგის მეცნიერების, კვლევისა და კულტურის სამინისტროს მიერ 2009 წლის დეკემბერში. და ფუნქციონირება დაიწყო 2010 წლის დასაწყისში ბიზნესისა და მენეჯმენტის ფაკულტეტით და მისი პრაქტიკული კურსებით მენეჯმენტის/ბიზნესის ადმინისტრირებისა და ბიზნესის ფსიქოლოგიის სფეროებში.
სტუდენტთა გაცვლის შესახებ შეთანხმებას ხელი მოეწერა 2022 წელს. ზემოაღნიშნული შეთანხმების საფუძველზე, ორ უნივერსიტეტს შორის დაინერგა სტუდენტების გაცვლითი პროგრამა, რომლის ფარგლებში, ყოველწლიურად შესაძლებელია 4-4 სტუდენტის გაგზავნა პარტნიორ უნივერსიტეტში სწავლების სრული სემესტრის გასავლელად.
თანამშრომლობის მიმართულებები: ბიზნესი;