კვიპროსის მარკეტინგის ინსტიტუტი დაარსდა 1978 წელს და მდებარეობს ნიქოზიაში, ლიმასოლში, ბრიტანეთის ვირჯინიის კუნძულებზე. ის რეგისტრირებულია კვიპროსის განათლების სამინისტროში და არის პირველი ბიზნეს სკოლა, რომელიც დაარსდა კვიპროსში.
ურთიერთ თანამშრომლობის მემორანდუმსა და სტუდენტთა გაცვლის შესახებ შეთანხმებას ხელი მოეწერა 2022 წლის იანვარში. ზემოთ აღნიშნული შეთანხმების საფუძველზე, ორ უნივერსიტეტს შორის დაინერგა სტუდენტების გაცვლითი პროგრამა, რომლის ფარგლებში, ყოველწლიურად შესაძლებელია 4-4 სტუდენტის გაგზავნა პარტნიორ უნივერსიტეტში სწავლების სრული სემესტრის გასავლელად.
გარდა ამისა, 2022-2025 წწ. GIPA-სა და კვიპროსის მარკეტინგის ინსტიტუტს შორის თანამშრომლობა ხორციელდება ასევე „Erasmus+“-ის პროგრამის ფარგლებში; (International Credit Mobility): -სტუდენტებისა და ადმინისტრაციული/აკადემიური პერსონალის გაცვლა);
თანამშრომლობის მიმართულებები: ბიზნესი, ეკონომიკა;