დარმშტადტის გამოყენებითი მეცნიერების უნივერსიტეტი, იგივე h_da, არის გამოყენებითი მეცნიერების უნივერსიტეტი, რომელიც მდებარეობს ქ. დარმშტადტში, გერმანია. h_da არის IT კლასტერის Rhine-Main-Neckar, "გერმანიის სილიკონის ველი" და ATHENE, IT წევრი, რომელიც უსაფრთხოების უდიდესი კვლევითი ინსტიტუტია ევროპაში.
ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმსა და სტუდენტთა გაცვლის შესახებ შეთანხმებას ხელი მოეწერა 2020 წელს. ზემოაღნიშნული შეთანხმების საფუძველზე, ორ უნივერსიტეტს შორის დაინერგა სტუდენტების გაცვლითი პროგრამა, რომლის ფარგლებში, ყოველწლიურად შესაძლებელია 4-4 სტუდენტის გაგზავნა პარტნიორ უნივერსიტეტში სწავლების სრული სემესტრის გასავლელად.
გარდა ამისა, 2022-2025 წწ. GIPA-სა და დარმშტადტის უნივერსიტეტს შორის თანამშრომლობა ხორციელდება ასევე „Erasmus+“-ის პროგრამის ფარგლებში; (International Credit Mobility: -სტუდენტებისა და ადმინისტრაციული/აკადემიური პერსონალის გაცვლა);
თანამშრომლობის მიმართულებები: ყველა;