leipzig University of Applied Sciences

leipzig University of Applied Sciences

ლაიფციგის გამოყენებითი მეცნიერების უნივერსიტეტი (HTWK Leipzig) გთავაზობთ პრაქტიკაზე ორიენტირებულ სწავლებისა და გამოყენებითი კვლევების კომბინაციას. უნივერსიტეტი გამოირჩევა რეგიონის უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში, ინჟინერიისა და ტექნიკური დისციპლინების განსაკუთრებული ფართო სპექტრის გამო.

ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმსა და სტუდენტთა გაცვლის შესახებ შეთანხმებას ხელი მოეწერა 2019 წელს. ზემოაღნიშნული შეთანხმების საფუძველზე, ორ უნივერსიტეტს შორის დაინერგა სტუდენტების გაცვლითი პროგრამა, რომლის ფარგლებში, ყოველწლიურად შესაძლებელია 2-2 სტუდენტის გაგზავნა პარტნიორ უნივერსიტეტში სწავლების სრული სემესტრის გასავლელად.

თანამშრომლობის მიმართულებები: საერთაშორისო მენეჯმენტი, ბიზნესი, ეკონომიკა;