Erasmus+ არის ევროკავშირის საგრანტო პროგრამა, რომელიც განახორციელებს პროექტებს განათლების, ტრეინინგის, ახალგაზრდობისა და სპორტის მიმართულებით 2014 წლიდან მოყოლებული.
აღნიშნული პროგრამის მიზანია განათლების მოდერნიზება, ცოდნისა და დასაქმების დონის ამაღლება, ასევე, ტრეინინგები და ახალგაზრდებთან მუშაობა.
Erasmus+ საერთაშორისო კრედიტ მობილობა (International Credit Mobility – ICM) - მოკლევადიანი გაცვლითი პროგრამაა უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების სტუდენტებისთვის და აკადემიური/ადმინისტრაციული პერსონალისთვის.
ICM-ის გაცვლითი პროგრამები ხორციელდება GIPA-სა და ევროპის პარტნიორ უნივერსიტეტებს შორის გაფორმებული საპარტნიორო შეთანხმების ფარგლებში.
ვროცლავის უნივერსიტეტი არის სახელმწიფო კვლევითი უნივერსიტეტი, რომელიც მდებარეობს ვროცლავში, პოლონეთი. იგი არის ქვემო სილეზიის რეგიონში ყველაზე დიდი უმაღლესი სასწავლებელი,რომელსაც 1945 წლის შემდეგ 100000-ზე მეტი კურსდამთავრებული ჰყავს, მათ შორის 1,900 მკვლევარი, რომელთა შორის ბევრმა მიიღო უმაღლესი ჯილდოები მეცნიერების განვითარებაში შეტანილი წვლილისთვის.
უნივერსიტეტებს შორის თანამშრომლობის შეთანხმებას ხელი მოეწერა 2013 წლის მაისში. თანამშრომლობის ფარგლებში, GIPA-ს სტუდენტებს ენიჭებათ ორმაგი ხარისხი ვროცლავის უნივერსიტეტთან ერთად, საჯარო მმართველობასა და პოლიტიკურ მეცნიერებებში;თანამშრომლობის მიმართულებები: საჯარო მმართველობა, საერთაშორისო ურთიერთობები;